ახალი ამბები
ცხინვალის დილემა - ამოიღონ თუ დაარეგისტრირონ საბრძოლო იარაღი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით, რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.

პარალელურად, რამდენიმე მებრძოლმა იარაღი თავისი ნებით ჩააბარა.

ამოიღონ თუ დაარეგისტრირონ საბრძოლო იარაღები? ამის შესახებ დისკუსია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში აქტიურად დაიწყო.
თემის შესახებ სტატია საინფორმაციო სააგენტო „ეხო კავკაზაში“ გამოქვეყნდა.

საზოგადოებრივი მოძრაობის „შენი არჩევანი ოსეთიას“ ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი განმარტავს, თუ რატომ არ ჩქარობენ იარაღის ჩაბარებას მათი მფლობელები.

ალან ჯუსოევის მოსაზრებით, პრობლემის გადაჭრა კომპლექსურად უნდა მოხდეს.

„მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობა იარაღს იმიტომ არ აბარებს, რომ მათ საკუთარი თავის იმედი უფრო აქვთ, ვიდრე რუსეთის მე-4 ბაზის ან ჩვენი თავდაცვის სამინისტროსი.“ - აცხადებს ალან ჯუსოევი.

ამჟამად, დე-ფაქტო მთავრობის თავდაცვის სამინისტორში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და არ გამორიცხავენ, რომ სამინისტროს ნაწილი რუსეთის სამხედრო ბაზას გადაეცეს.

ჯუსოევს მიაჩნია, რომ ცხინვალის ხელისუფლებას, შეიარაღებული ძალების ფორმირების თაობაზე, კონკრეტული ხედვა უნდა ჰქონდეს.
კერძოდ, გადასაწყვეტია საკითხი რეზერვისტებთან მიმართებაში. მას შვეიცარიის მაგალითი მოჰყავს, სადაც მოქალაქეებს ტაბელური
იარაღის შენახვის უფლება აქვთ.

,,რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამ ბოლო თვენახევრის განმავლობაში, რეგიონში დაძაბულობა გაიზარდა. ქართული ბატალიონი შევიდა უკრაინის არმიის შემადგენლობაში. ვერ დავმშვიდდებით, რაც ხდება სირიაში. პანკისში არიან მებრძოლები, ამ ყველაფერს ხალხი უსმენს, კითხულობს და ამიტომ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ“- აღნიშნავს ალან ჯუსოევი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბეჭდვითი და საინფორმაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გობოზოვი ამბობს, რომ მოსახლეობაში იარაღი იმ ნაწილს აქვს, რომელმაც საომარ პერიოდში საკუთარი სახსრებით შეიძინა.

„მათთვის, კონფლიქტიდან 25 წლის შემდეგ, ფსიქოლოგიურად ძნელია იარაღთან განშორება, მაგრამ, მეორეს მხრივ, ხელისუფლების პოზიციაც გასაგებია. კონფლიქტის დროს დაგროვილი არსენალი ,,ჩრდილში“ რომ იყოს, არ შეიძლება - ეს დაუშვებელია .“ - ამბობს ვიაჩესლავ გობოზოვი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში აღნიშნავენ, რომ დასჯებმა არასასურველი შედეგი შეიძლება მოიტანოს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის
წარმომადგენლების მიმართ
შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ
17:01 / 27.02.2021
ინიციატივა მუნიციპალიტეტებს ეკონომიკური განვითარების გეგმების
შედგენაში დაეხმარება,

ინიციატივა მუნიციპალიტეტებს ეკონომიკური განვითარების გეგმების შედგენაში დაეხმარება,

11:26 / 27.02.2021
გორში მუნიციპალური ტრანსპორტი 07:00-დან 20:00 საათამდე მოძრაობს
გორში მუნიციპალური ტრანსპორტი 07:00-დან 20:00 საათამდე მოძრაობს
11:02 / 27.02.2021
ღონისძიებაზე მოეწყო ფოტოგამოფენაც ,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ
ღონისძიებაზე მოეწყო ფოტოგამოფენაც ,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ"
16:30 / 26.02.2021
2019 წელს, ვიზიტორების რაოდენობა 350 000-ს აღწევდა

2019 წელს, ვიზიტორების რაოდენობა 350 000-ს აღწევდა

14:32 / 26.02.2021
ვიდეორეპორტაჟი
გივი იაზბარიანმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ლიახვის ხეობელები პანდემიის პირობებში
მათი სახლი უშველებელ დასახლებაში გამორჩეულია. გამორჩეულია იმიტომ, რომ არ ჰგავს დანარჩანებს.
100 წლის ასაკში გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იროდიონ ტაბატაძე
იროდიონ ტაბატაძე 1920 წელს დაიბადა ხაშურში. ოჯახში 5 ძმა და 1 და ჰყავდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.