რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ქალაქ გორის საკრებულოში ახალი ხელმძღვანელი პირები ვერ აირჩიეს
დღეს, კვორუმის არარსებობის გამო, ქალაქ გორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდა.

საკრებულოს წევრებს თავმჯდომარე, მოადგილე და 4 კომისიის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ.

15 წევრიან საკრებულოდან რიგგარეშე სხდომაზე 4 დეპუტატი გამოცხადდა.

სხდომას თვით ის წევრებიც არ დაესწრნენ, რომლებმაც რიგგარეშე სხდომა მოითხოვეს.

სხდომას ესწრებოდნენ:

სოსო ფალელაშვილი - ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - გორელები"
დავით წეწვაძე - ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - გორელები"
თამარ თედლიაშვილი - ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - გორელები"

მინდია გოდერძიშვილი - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

არ ესწრებოდნენ არც კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრები და არც ,,ქართული პარტიის" წარმომადგენლები. ასევე, ,,ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ზურაბ როსებაშვილი და ,,ლეიბორისტული" პარტიის წარმომადგენელი ზაზა მეზვრიშვილი.

საკრებულოს აპარატის უფროსი ზაზა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ რიგითი სხდომის ხელახლა მოწვევა შესაძლებელია, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, ამჯერად, ვინ მოითხოვს.

,,ეს რომ ყოფილიყო რიგითი სხდომა, საღამომდე დაველოდებოდით წევრებს და გადავდებდით რამდენიმე საათით. თუ არ შემოიტანეს მოთხოვნა, რიგგარეშე სხდომას რიგით სხდომამდე ვერ ჩავნიშნავთ" - ამბობს ზაზა ნასყიდაშვილი.

შეგახსენებთ, 2015 წლის 5 თებერვალს, საკრებულოს 8 წევრმა თავმჯდომარე და 4 კომისიის ხელმძღვანელები გადააყენა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ იმპიჩმენტამდე თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან
ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა
სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
12:45 / 27.09.2026
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების
მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას
მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
11:55 / 27.09.2026
გორის მერიამ 3 ოქტომბერს დაგეგმილი სახალხო დღესასწაულისთვის,
მუსიკალური შემსრულებლების ჰონორარად ბიუჯეტიდან 18 000 ლარი
გაითვალისწინა.
გორის მერიამ 3 ოქტომბერს დაგეგმილი სახალხო დღესასწაულისთვის, მუსიკალური შემსრულებლების ჰონორარად ბიუჯეტიდან 18 000 ლარი გაითვალისწინა.
11:05 / 27.09.2026
„ხაშურობის“ სადღესასწაულო ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის საპატიო
მოქალაქის წოდება რამდენიმე პირს, მათ შორის ძალოვანი უწყებების ყოფილ
მაღალჩინოსნებს მიენიჭათ. დღესასწაული დასკვნითი კონცერტით დაიხურა.
„ხაშურობის“ სადღესასწაულო ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება რამდენიმე პირს, მათ შორის ძალოვანი უწყებების ყოფილ მაღალჩინოსნებს მიენიჭათ. დღესასწაული დასკვნითი კონცერტით დაიხურა.
21:20 / 26.09.2026
ხაშურში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ხაშურობა“ იწყება.
ღონისძიებისთვის, რომლის ორგანიზებაც ინდმეწარმეს აწარმოებს, 93 000
ლარია გამოყოფილი, დღესასწაული კი რეპერ ზაზა ნოზაძის კონცერტით
დასრულდება.
ხაშურში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ხაშურობა“ იწყება. ღონისძიებისთვის, რომლის ორგანიზებაც ინდმეწარმეს აწარმოებს, 93 000 ლარია გამოყოფილი, დღესასწაული კი რეპერ ზაზა ნოზაძის კონცერტით დასრულდება.
16:51 / 26.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.