რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მე დავიბადე სოფელ სალბიერში. ძალიან მიყვარს ჩემი მხარე ლენინგორი (იგივე ახალგორი-რედ), და ასევე ჩემი სოფელი სალბიერი. შეიძლება ითქვას, რომ 5 -6 წლამდე უმეტესად სალბიერში ვცხოვრობდი.
მერე სკოლაში სიარულის დრო რომ დამიდგა, სოფელ მოსაბრუნში ჩამოვედით, იმიტომ რომ სალბიერში სკოლა აღარ იყო. ამის მერე უმეტესად მოსაბრუნში ვიყავი ხოლმე.

მოსაბრუნი დედაჩემის სოფელია. მიყვარს ეს სოფელიც ძალიან. აქ ქართული სკოლა იყო, თუ არ ვცდები 8-წლიანი, და აქ შემიყვანეს სკოლაში.
მოსაბრუნის სკოლაში იყვმემ ბავშვები, მასწავლებლებიც იყვნენ არც ისე ცოტა. ძალიან მიყვარდა ჩემი სკოლა, მეგობრები და მასწავლებლებიც.
მასწავლებლებსაც ვუყვარდი. ბევრი კარგი და ტკბილი მოგონება მაკავშირებს ამ სკოლასთან. მაგრამ მერე სამწუხაროდ 2008 წლის ომი მოხდა, და ბევრი რამ შეიცვალა.

ბავშვები თანდათან დაცოტავდნენ, და ასევე მასწავლებლების რიცხვმაც დაიკლო ჩვენს სკოლაში. ზოგი ქვევით საქართველოში მიდიოდა, ზოგი სად ... ისე უმეტესად მაინც ქვევით წავიდნენ მოსწავლეები, და ზოგიერთი მასწავლებლებიც.
მახსოვს, მეხუთე კლასის სასწავლო წელი რომ დაიწყო, მაშინ სკოლაში სულ რაღაც ალბათ 3 ან 4 ბავშვი-ღა ვიქნებოდით მთელ სკოლაში.

მასწავლებლებიც ცოტა იყო. და ეს რა თქმა უნდა სწავლაზეც ისახებოდა სამწუხაროდ.
ბოლოს მერე სხვა გზა რომ აღარ იყო, დაკეტეს ჩვენი სკოლაც სექტემბერშივე. ეს იყო დაახლოებით 2010 წელი.
ბავშვები ვინც ვიყავით დარჩენილი, ისინი ლენინგორის საშუალო სკოლაში გადავედით. მეც 1 წელი-ღა ვისწავლე ქართულში, და მერე მეექვსე კლასში რუსულ სკოლაში გადამიყვანეს მშობლებმა.

მახსოვს, პირველი ორი წელი ძალიან მიჭირდა სწავლა რუსულ სკოლაში, იმიტომ რომ იქ ყველა საგანი რუსულ ენაზე ისწავლებოდა. და მე კიდევ ახალი გადასული რომ ვიყავი რუსულ სკოლაში, მაშინ რათქმაუნდა ადვილი არ იქნებოდა ეს ჩემთვის.
მაგრამ მერე საბედნიეროდ რამდენიმე წლის შემდეგ უკვე კარგად ვისწავლე რუსული, და სწავლაც აღარ მიჭირდა იმდენად. არ ვტრაბახობ, მაგრამ ზოგიერთებზე უკეთ შევძელი სწავლა და ვცდილობდი უფრო მეტი მესწავლა და მეკითხა რუსულ ენაზე. და ჩემი ესეთი წარმატებები მასწავლებლებსაც უკვირდათ ხოლმე.
ვფიქრობ, რუსულ სკოლაში რეებსაც მივაღწიე, ეს ყველაფერი მასწავლებლების დამსახურებაც არის, იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობდნენ რომ გასაგებად აეხსნათ ხოლმე ჩემთვის გაკვეთილის თემები, მითარგმინდნენ ხოლმე ქართულ ენაზე რთულ თემებს და ა.შ. მე თვითონაც ხშირად ვკითხულობდი ხოლმე რუსულ წიგნებს, ვცდილობდი ლაპარაკს რუსულ ენაზე.
და აქედან გამომდინარე მივაღწიე ამ ყველაფერს საბედნიეროდ. სკოლა კარგად და წარმატებით დავამთავრე. მეთერთმეტე კლასში რომ ვიყავი, მაშინ უკვე სხვადასხვა გეგმები მქონდა იმაზე, თუ სად და რაზე ჩამებარებინა.

ზოგი თბილისში მირჩევდა ჩაბარებას, ზოგი ვლადიკავკაზში, ზოგიც ცხინვალში. ბოლოს მე თვითონ ისევ გადავწყვიტე, რომ ცხინვალში გამეგრძელებინა უმაღლესში სწავლა.
ასევე ინტერესი გამიჩნდა ფსიქოლოგიის მეცნიერების შესწავლისაკენ რატომღაც. და 2016 წელს ჩავაბარე ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის დარგზე. ძალიან მიყვარდა ფსიქოლოგიურზე სწავლა, იმიტომ რომ ფსიქოლოგია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მეცნიერებაა.
თან ჩვენთან 2008 წლის ომის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა ამ მეცნიერების შესწავლა, განვითარება და ახალი სპეციალისტების გამოშვება.

ხალხს ომის მერე სჭირდებოდა და ეხლაც სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ლექტორებიც ძალიან კარგები არიან როგორც ადამიანურად, ისე პროფესიულ მხრივაც. მეც ძალიან მიყვარდა და მიყვარს ეხლაც ჩემი ლექტორები. მათაც ვუყვარდი ხოლმე.
მინდა ასევე აღvნიშნო, რომ ცხინვალში საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი მთელი 5 წელი. ცხინვალის უნივერსიტეტს საბედნიეროდ აქვს თავისი სტუდბინაც, სადაც შეუძლიათ სტუდენტებს სხვადასხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან ჩამოვიდნენ და იცხოვრონ იქ. უნივერსიტეტიდან ალბათ დაახლოებით 300 მეტრში იქნება სტუდბინა, ანუ არც ისე შორს.

პირობებიც არაა ცუდი ჩვენს საერთო საცხოვრებელში. თანდათან გააუმჯობესეს ყველაფერი. კომენდანტიც და იქ ვინც მუშაობს, სულ ყველანი კარგები არიან. სტუდბინა რომ არა, არ ვიცი სტუდენტები სად იქნებოდნენ ხოლმე. თუ ძალიან ახლო ნათესავები გყავს აქ ქალაქში, მაშინ პრობლემა არაფერია, შეიძლება მათთან იცხოვრო.
აქ რა თქმა უნდა ბინაც შეიძლება იქირავო. მაგრამ ბინების ქირა არც ისე იაფია. ისე იაფად შეიძლება რათქმაუნდა შოვნა ქირის, მაგალითად 3 ან 4 000 რუბლში. ქართულ ფულით ეს იქნება დაახლოებით 150 -170 ლარი. მაგრამ ქირის გადახდაც ხომ ყველას არ შეუძლია. მაშინ სტუდენტს მატერიალურად უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს.
ისე საერთო საცხოვრებელსაც თავისი სახალისო მომენტები აქვს. ბევრი კარგი და საინტერესო მოგონებები რჩება სტუდენტს საერთო საცხოვრებელში ცხოვრების მერე. მეც მთელი 5 წელი აქ გავატარე, და ბევრი საინტერესო და კარგი მოგონებები მაკავშირებს სტუდბინასთან.
ფსიქოლოგიის სპეციალობა 2021 წელს დავამთავრე წარჩინებით. წითელი დიპლომით ავიღე, და ეს ჩემთვის ძალიან პატივსაცემი და სასიამოვნო იყო. ეხლა სამუშაო ჯერ არ მაქვს. ველოდები და იმედია მალე მექნება სამსახურიც. მე ასევე მეორედაც ჩავაბარე უნივერსიტეტში. ამჯერად ოსურ-რუსულ ფილოლოგიაზე.

ვფიქრობ, მეორე უმაღლესის სწავლაც კარგი იქნება ჩემთვის. თან რუსულში, და განსაკუთრებით მშობლიურ ოსურ ენაში უფრო მეტად გავიღრმავებ ცოდნებს, რაც ჩემთვისვე უკეთესი იქნება რათქმაუნდა. მე ძალიან მიყვარს სწავლა, სხვადასხვა სამეცნიერო და სამხატვრო წიგნების კითხვა. ინტერნეტშიც ყოველთვის ვცდილობ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
,,ომის შემდეგ ჩემი სკოლა ნელ-ნელა დაიცალა და ბოლოს დაიხურა'' - თამაზ გოლოთი სოფელ მოსაბრუნიდან
თამაზ
გოლოთი
სპეციალურად
Qartli.ge-სთვის
მე დავიბადე სოფელ სალბიერში. ძალიან მიყვარს ჩემი მხარე ლენინგორი (იგივე ახალგორი-რედ), და ასევე ჩემი სოფელი სალბიერი. შეიძლება ითქვას, რომ 5 -6 წლამდე უმეტესად სალბიერში ვცხოვრობდი.
მერე სკოლაში სიარულის დრო რომ დამიდგა, სოფელ მოსაბრუნში ჩამოვედით, იმიტომ რომ სალბიერში სკოლა აღარ იყო. ამის მერე უმეტესად მოსაბრუნში ვიყავი ხოლმე.

ფოტოზე: სოფელი სალბიერი
მოსაბრუნი დედაჩემის სოფელია. მიყვარს ეს სოფელიც ძალიან. აქ ქართული სკოლა იყო, თუ არ ვცდები 8-წლიანი, და აქ შემიყვანეს სკოლაში.
მოსაბრუნის სკოლაში იყვმემ ბავშვები, მასწავლებლებიც იყვნენ არც ისე ცოტა. ძალიან მიყვარდა ჩემი სკოლა, მეგობრები და მასწავლებლებიც.
მასწავლებლებსაც ვუყვარდი. ბევრი კარგი და ტკბილი მოგონება მაკავშირებს ამ სკოლასთან. მაგრამ მერე სამწუხაროდ 2008 წლის ომი მოხდა, და ბევრი რამ შეიცვალა.

ფოტოზე: თამაზი
პირველ კლასში
ბავშვები თანდათან დაცოტავდნენ, და ასევე მასწავლებლების რიცხვმაც დაიკლო ჩვენს სკოლაში. ზოგი ქვევით საქართველოში მიდიოდა, ზოგი სად ... ისე უმეტესად მაინც ქვევით წავიდნენ მოსწავლეები, და ზოგიერთი მასწავლებლებიც.
მახსოვს, მეხუთე კლასის სასწავლო წელი რომ დაიწყო, მაშინ სკოლაში სულ რაღაც ალბათ 3 ან 4 ბავშვი-ღა ვიქნებოდით მთელ სკოლაში.

ფოტოზე: თამაზი მოსაბრუნის ქართულ
სკოლაში (2008 წელი, ომამდე)
მასწავლებლებიც ცოტა იყო. და ეს რა თქმა უნდა სწავლაზეც ისახებოდა სამწუხაროდ.
ბოლოს მერე სხვა გზა რომ აღარ იყო, დაკეტეს ჩვენი სკოლაც სექტემბერშივე. ეს იყო დაახლოებით 2010 წელი.
ბავშვები ვინც ვიყავით დარჩენილი, ისინი ლენინგორის საშუალო სკოლაში გადავედით. მეც 1 წელი-ღა ვისწავლე ქართულში, და მერე მეექვსე კლასში რუსულ სკოლაში გადამიყვანეს მშობლებმა.

ფოტოზე: თამაზი სკოლის დამთავრების დღეს
მახსოვს, პირველი ორი წელი ძალიან მიჭირდა სწავლა რუსულ სკოლაში, იმიტომ რომ იქ ყველა საგანი რუსულ ენაზე ისწავლებოდა. და მე კიდევ ახალი გადასული რომ ვიყავი რუსულ სკოლაში, მაშინ რათქმაუნდა ადვილი არ იქნებოდა ეს ჩემთვის.
მაგრამ მერე საბედნიეროდ რამდენიმე წლის შემდეგ უკვე კარგად ვისწავლე რუსული, და სწავლაც აღარ მიჭირდა იმდენად. არ ვტრაბახობ, მაგრამ ზოგიერთებზე უკეთ შევძელი სწავლა და ვცდილობდი უფრო მეტი მესწავლა და მეკითხა რუსულ ენაზე. და ჩემი ესეთი წარმატებები მასწავლებლებსაც უკვირდათ ხოლმე.
ვფიქრობ, რუსულ სკოლაში რეებსაც მივაღწიე, ეს ყველაფერი მასწავლებლების დამსახურებაც არის, იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობდნენ რომ გასაგებად აეხსნათ ხოლმე ჩემთვის გაკვეთილის თემები, მითარგმინდნენ ხოლმე ქართულ ენაზე რთულ თემებს და ა.შ. მე თვითონაც ხშირად ვკითხულობდი ხოლმე რუსულ წიგნებს, ვცდილობდი ლაპარაკს რუსულ ენაზე.
და აქედან გამომდინარე მივაღწიე ამ ყველაფერს საბედნიეროდ. სკოლა კარგად და წარმატებით დავამთავრე. მეთერთმეტე კლასში რომ ვიყავი, მაშინ უკვე სხვადასხვა გეგმები მქონდა იმაზე, თუ სად და რაზე ჩამებარებინა.

ფოტოზე: ცხინვალის უნივერსიტეტი
ზოგი თბილისში მირჩევდა ჩაბარებას, ზოგი ვლადიკავკაზში, ზოგიც ცხინვალში. ბოლოს მე თვითონ ისევ გადავწყვიტე, რომ ცხინვალში გამეგრძელებინა უმაღლესში სწავლა.
ასევე ინტერესი გამიჩნდა ფსიქოლოგიის მეცნიერების შესწავლისაკენ რატომღაც. და 2016 წელს ჩავაბარე ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის დარგზე. ძალიან მიყვარდა ფსიქოლოგიურზე სწავლა, იმიტომ რომ ფსიქოლოგია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მეცნიერებაა.
თან ჩვენთან 2008 წლის ომის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა ამ მეცნიერების შესწავლა, განვითარება და ახალი სპეციალისტების გამოშვება.

ფოტო: სტუდენტობის დროს
ხალხს ომის მერე სჭირდებოდა და ეხლაც სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ლექტორებიც ძალიან კარგები არიან როგორც ადამიანურად, ისე პროფესიულ მხრივაც. მეც ძალიან მიყვარდა და მიყვარს ეხლაც ჩემი ლექტორები. მათაც ვუყვარდი ხოლმე.
მინდა ასევე აღvნიშნო, რომ ცხინვალში საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი მთელი 5 წელი. ცხინვალის უნივერსიტეტს საბედნიეროდ აქვს თავისი სტუდბინაც, სადაც შეუძლიათ სტუდენტებს სხვადასხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან ჩამოვიდნენ და იცხოვრონ იქ. უნივერსიტეტიდან ალბათ დაახლოებით 300 მეტრში იქნება სტუდბინა, ანუ არც ისე შორს.

ფოტოზე: თამაზი ცხინვალის უნივერსიტეტში სადიპლომო ნაშრომის დაცვაზე
პირობებიც არაა ცუდი ჩვენს საერთო საცხოვრებელში. თანდათან გააუმჯობესეს ყველაფერი. კომენდანტიც და იქ ვინც მუშაობს, სულ ყველანი კარგები არიან. სტუდბინა რომ არა, არ ვიცი სტუდენტები სად იქნებოდნენ ხოლმე. თუ ძალიან ახლო ნათესავები გყავს აქ ქალაქში, მაშინ პრობლემა არაფერია, შეიძლება მათთან იცხოვრო.
აქ რა თქმა უნდა ბინაც შეიძლება იქირავო. მაგრამ ბინების ქირა არც ისე იაფია. ისე იაფად შეიძლება რათქმაუნდა შოვნა ქირის, მაგალითად 3 ან 4 000 რუბლში. ქართულ ფულით ეს იქნება დაახლოებით 150 -170 ლარი. მაგრამ ქირის გადახდაც ხომ ყველას არ შეუძლია. მაშინ სტუდენტს მატერიალურად უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს.
ისე საერთო საცხოვრებელსაც თავისი სახალისო მომენტები აქვს. ბევრი კარგი და საინტერესო მოგონებები რჩება სტუდენტს საერთო საცხოვრებელში ცხოვრების მერე. მეც მთელი 5 წელი აქ გავატარე, და ბევრი საინტერესო და კარგი მოგონებები მაკავშირებს სტუდბინასთან.
ფსიქოლოგიის სპეციალობა 2021 წელს დავამთავრე წარჩინებით. წითელი დიპლომით ავიღე, და ეს ჩემთვის ძალიან პატივსაცემი და სასიამოვნო იყო. ეხლა სამუშაო ჯერ არ მაქვს. ველოდები და იმედია მალე მექნება სამსახურიც. მე ასევე მეორედაც ჩავაბარე უნივერსიტეტში. ამჯერად ოსურ-რუსულ ფილოლოგიაზე.

ვფიქრობ, მეორე უმაღლესის სწავლაც კარგი იქნება ჩემთვის. თან რუსულში, და განსაკუთრებით მშობლიურ ოსურ ენაში უფრო მეტად გავიღრმავებ ცოდნებს, რაც ჩემთვისვე უკეთესი იქნება რათქმაუნდა. მე ძალიან მიყვარს სწავლა, სხვადასხვა სამეცნიერო და სამხატვრო წიგნების კითხვა. ინტერნეტშიც ყოველთვის ვცდილობ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.


ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები