რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ბაკურიანში გორის მერიის მიერ დაფუძნებულ ბანაკში მოსწავლეთა და სტუდენტთა პირველი ნაკადი გაემგზავრა
გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბაკურიანში, გორელი ახალგაზრდებისთვის გახსნილ საზაფხულო ბანაკში პირველი ნაკადი გაემგზავრა.

ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა გააცილა.

ბანაკი, კონკურსით შერჩეულ 200 ბენეფიციარს ოთხ ნაკადად უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადზე 50 მონაწილე გაემგზავრება. ისინი ბაკურიანში ოთხი სრული დღე დარჩებიან.

კონკურში მონაწილეობა შეეძლოთ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელებს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ: სტრესის მართვა ეფექტური კომუნიკაცია, სამოქალაქო აქტივიზმი და მისი ფორმები, ადგილობრივი პრობლემების ანალიზი და ადვოკატირება.

გარდა ამისა, მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.

პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, წელს პირველად ხორციელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ადგილობრივების თქმით, სოფელში აუტანელი სუნია, საკითხი ერგნეთის
შეხვედრაზეც დადგა, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
ადგილობრივების თქმით, სოფელში აუტანელი სუნია, საკითხი ერგნეთის შეხვედრაზეც დადგა, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
12:16 / 28.10.2026
დაკისრებული თანხიდან 10 000 ლარზე მეტი ალიმენტის დავალიანებაა,
დანარჩენი კი ბავშვის მკურნალობის ხარჯებს მოიცავს, რომლის მიზნობრივი
ხარჯვაც მამამ ვერ დაადასტურა.
დაკისრებული თანხიდან 10 000 ლარზე მეტი ალიმენტის დავალიანებაა, დანარჩენი კი ბავშვის მკურნალობის ხარჯებს მოიცავს, რომლის მიზნობრივი ხარჯვაც მამამ ვერ დაადასტურა.
11:27 / 28.10.2026
დღესასწაული, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ეძღვნება,
ტრადიციულად შაბათ-კვირას იმართება.
დღესასწაული, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ეძღვნება, ტრადიციულად შაბათ-კვირას იმართება.
10:15 / 28.10.2026
ადგილობრივების თქმით, ამბულატორიის ძველი შენობა დაინგრა, მისი
ადგილი თივის ტუკებს უკავიათ, სამედიცინო ინვენტარი კი რიტუალების
შენობაშია განთავსებული.
ადგილობრივების თქმით, ამბულატორიის ძველი შენობა დაინგრა, მისი ადგილი თივის ტუკებს უკავიათ, სამედიცინო ინვენტარი კი რიტუალების შენობაშია განთავსებული.
21:55 / 27.10.2026
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, „ქართლის ამბების“ მიერ მომზადებული
რეპორტაჟის შემდეგ გზა გათავისუფლდა და აღარ შემოიღობება.
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, „ქართლის ამბების“ მიერ მომზადებული რეპორტაჟის შემდეგ გზა გათავისუფლდა და აღარ შემოიღობება.
15:41 / 27.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.