რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორი-ტინისხიდის გზაზე მომხდარ ავარიის ფაქტზე მძღოლს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მძღოლს, რომელსაც ბრალი წაუყენეს გორი-ტინისხიდის გზაზე მომხდარ ავარიის გამო. ავარიისას 2 ადამიანი გარდაიცვალა.

საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 10 ოქტომბერს მიითო.

პროკურორ ოთახ ხორგუაშვილის ცნობით, 2020 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 20:20 საათზე, ქ. გ–ში, მშვიდობის გამზირზე მოძრაობდა ავტომანქანა „ჰონდა ფიტი“, რომელსაც მართავდა გ. შ–სი.

მოძრაობისას გ. შ–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, მანევრირების შესრულების დროს არ დაიცვა უსაფრთხოების წესები, რის გამოც შეეჯახა გ-ს რაიონის სოფელ ტინისხდის მიმართულების სამოძრაო ზოლში მოძრავ „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ს. ქ–ი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსის“ მგზავრი - დ. წ–ი, ხოლო მძღოლი - ს. ქ–ი გარდაიცვალა 2020 წლის 24 აპრილს სამედიცინო დაწესებულებაში.



გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენით გ. შ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლითა და 9 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულის გამართლება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

გ. შ–სმა ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებებში, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების აღსრულებას (რაც სასამართლოებმა მიიჩნიეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად).

თუმცა, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ. შ–ი გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, დაკითხვისას აღნიშნა (სასამართლოს აზრით, ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებული ინფორმაცია), რომ შემთხვევის ადგილთან ავტომანქანით მოძრაობდა სავალი ნაწილის მეორე ზოლში, რა დროსაც გადაწყვიტა ავტომანქანის მოტრიალება, რისთვისაც შეასრულა ყველა სავალდებულო მოქმედება - გაიხედა უკანა ხედვის სარკეებში და ჩართო მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ არც მის წინ და არც მის უკან არაფერი მოძრაობდა, დაიწყო მოტრიალება, კერძოდ, ნაწილობრივ გადაკვეთა ღერძულა (სავალი ნაწილი არ არის გამოყოფილი ღერძულა ხაზით, შესაბამისად, იგულისხმება წარმოსახვითი ხაზი), რა დროსაც მის ავტომანქანას დაეჯახა - ,,გაუსვა“ „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანამ.

მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებით, მოხვევისას დარწმუნებული იყო, რომ მის სიახლოვეს არ მოძრაობდა სხვა ავტომანქანა, რადგან ,,წინაც გავიხედე, სარკეებშიც, თავიც მივატრიალე უკან და გავიხედე“. მისი განმარტებით, შეჯახების მომენტში თითქმის გასწორებული იყო, პირდაპირ არ დაჯახებია, მანამდე არც ფარების ციმციმით მიანიშნა და არც სიგნალი გამოუყენებია ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსის“ მძღოლს.

მობრუნების მანევრის შესრულებისას უკან მომავალი ავტომანქანის მაშუქები არ იყო. გარდა ამისა, დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში (პირველი ინსტანციაში) განმარტა, რომ გ. შ–სი წარდგენილ ბრალდებაში არის სრულიად უდანაშაულო.

თავად გ. შ–მა საბოლოო სიტყვის ეტაპზე ასევე განმარტა, რომ მას არ ჰქონდა საგზაო შემთხვევის თავიდან არიდების შესაძლებლობა.

დაცვის მხარემ თავდაპირველად სააპელაციო სასამართლოს მიმართა სწორედ ბრალდებულის გამართლების მოთხოვნით და მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

უზენაესმა სასამართლომ არ გაითვლისწინა ადვოკატის განცხადებები და ძალაში დატოვა გორისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.