რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.
ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ცნობილი გახდა დაღუპული ქართველი მებროლების ვინაობაც. ესენი არიან:
ავთო რურუა;
რომეო ფირჩახია;
როლანდ კვარაცხელია;
ბადრი მარკელია;
მერაბ ალადაშვილი.
ქართული რაზმის წევრები "კადიროველთა" თავდასხმას ემსხვერპლნენ ბახმუტთან.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამჟამად დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ყველაზე ცხელი ვითარებაა. ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ ყველა იქ მებრძოლი უდიდეს მადლიერებას იმსახურებს.
"შტაბის სხდომაზე მეთაურებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებით ვითარება გამაცნეს. ვითარება დონეცკის ოლქში – ბახმუტში, სოლედარში ახლაც, ისევე როგორც ადრე, ყველაზე ცხელი და მტკივნეულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს. იქ ყველა უდიდეს მადლიერებას იმსახურებს! დიდება ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის. დიდება ყველას, ვინც შრომობს ჩვენი ქვეყნისთვის! მარადიული ხსოვნა და პატივისცემა ყველას, ვინც დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაწირა! დიდება უკრაინას!" – თქვა ზელენსკიმ.
რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ბოლო, 28-ე ქართველი მებრძოლი, უკრაინაში პირველ დეკემბერს დაიღუპა.

ამავე კატეგორიაში
12 თვის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ მიცემული პირობის
მიუხედავად, ხაშურის სოფელ ნაბახტევში, სადაც სასწავლო პროცესი 6
წელია შეწყვეტილია, სკოლის მშენებლობა კვლავ დაუსრულებელია.
სახალხო დღესასწაულ „გორობაზე“ გორის მერიის სპორტის განყოფილების
ყოფილმა თანამშრომელმა, თეა კეჩხუაშვილმა, ხელისუფლების
წარმომადგენლების წინაშე საპროტესტო აქცია გამართა.
მუსიკოსს აღნიშნული წოდება და ჯილდო საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცა.
ცნობისთვის, გუნდი სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბაზაზე
ფუნქციონირებს.
სასწავლებლის მტკიცებით, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები
განათლების სამინისტრომ დაფინანსა და მაღალჩინოსნებს ამ სერვისებით არ
უსარგებლიათ.
ხაშური-სურამის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრ „ახალ ბანაში“
მოქმედმა „ავტოზონამ“ ჩეხეთის მთავრობისგან ფინანსური მხარდაჭერა
მიიღო.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები