რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შოთა... გათენდა... გამოდი, კაცო
-შოთა... გათენდა... გამოდი, კაცო, სანამ კარს ვინმე მოგვადგა...-
დაუძახა ქმარს მარგალიტამ და პასუხი რომ ვერც ახლა მიიღო, სახლისაკენ
გასწია, შიგნით შევიდა და შოთა რომ ადგილზე არ დახვდა,
თავისდაუნებურად წამოიძახა, - ერთი ამას უყურე, უკვე გასულა! მეც არ
გამიკვირდა,როგორ ჩაეძინა -მეთქი?!
ქურთიდან ანაზდად, თეთრად მოსჩანდა კავკასიონი. დეკემბრის სუსხიანი დილა იყო, - გამთენიისას ცოტა მოეთოვა. მაისურაძეებს ჯერ ცეცხლი არ ენთოთ, ამიტომ ქალმა კარი ისევ კარგად გამოიხურა, - სახლი არ გაცივდესო და საქმეს მიაშურა... ოჯახს ბარემ არ ესიამოვნა, მათ მეწველ ძროხას ხბო ასე უცებ რომ ეყოლა. მარტში ჯობდაო, - ხელი ჩაიქნიეს, თუმცა რაღა გაეწყობოდა, - პატარა ნიშას, როგორც წესია, ისე მოუარეს.
დიასახლისმა ძროხა ჩამოწველა, საფურე კი დედასთან მიუშვა. ჩქარობდა, რათა წუხელ მოზელილი ცომი არ გადმოსულიყო. ლობიოც უკვე ჩაეზილა, ნიგოზიც გადაეფქვა, რათა სახლში შესულს გული მზად დახვედროდა და ცხობა გაეჩაღებინა.
17 დეკემბერს ქრისტიანული სამყარო ,,ბარბარობა“-ს აღნიშნავს. ამ დღეს, ჩვენს ხეობაშიც მოუთმენლად ველოდით, რადგან იგი პირველი მეკვლეობის რიტუალს უკავშირდებოდა. ოჯახების უმრავლესობა დიდი ამბით ელოდა სტუმარს, ვინც ტკბილეულით ხელდამშვნებული შეაღებდა კარს.
ის იყო, მარგარიტა ეზოს საქმეს მორჩა და ხელების დასაბანად გაეშურა, რომ ეზოს კარებში მუხის ტოტებითა და მისივე ხმელი ფოოთლებით ხელში ოჯახის უფროსი გამოჩნდა, ქუდი დაიფერთხა, ცული და მინდვრის ნობათი ტოტები კი ხის მორებთან დააწყო.
სუფთა კაცი იყო შოთა. ცოლის შრომას ერთიათასად აფასებდა და ცდილობდა, სისუფთავე დაეცვა. ფეხსაცმლი გამოიცვალა და წინასწარ კარგად გამომშრალი შეშით ,,ფეჩი“ დაანთო, მერე შეშას ორივემ მუხის ფოთლებიანი ტოტები შეაყოლა და იქაურობა ტკაცა-ტკუცის საამო ხმამ მოიცვა.
-დილას რო ვერ დაგინახე, გამიკვირდა, შენ კი უკვე მინდვრისკენ წასულხარ. რა ძალა გადგა, ამ დილაუთენია რო არ გასულიყა და მზის ამოსვლისთვის დაგეცადა, ვინმე გიჩივლებდა?! გადახედა ცოლმა შოთას და გუნდის ამოღება განაგრძო.
- რაღას ველოდო-მეთქი, წამოვხტი და ფოთლების მოსატანად გავეშურე. რაც მამა-პაპითგან მოგვყვება, ჩვენ იმას ვერ შევცვლით... - უპასუხა მეუღლეს და ამ დღისთვის დათქმული ღვინის ბოცის გამოსატანად ლაზათიანად დალაგებული მარნისკენ გაემართა.
შოთა და მარგალიტა ქურთაში, მაისურეთუბანში, რომ იტყვიან, გაპიწკინებულები ცხოვრობდნენ. უზომო გარჯის შედეგად თავის გემოვნებით მოაწყეს სახლ-კარი, მერე კი შვილმა, რამაზიმ იქაურობა უფრო შეცვალა, ყველაფერი გემოვნებით გააკეთა.
ლიანას, ციალასა და რამაზის, მშობლებმა შრომისმოყვარობა და ტრადიციებისადმი ერთგულება ჩაუნერგეს და ისინიც მთელი ცხოვრება მათ კვალში ჩადგნენ.
ის იყო, ძია შოთამ ,,ადესა“-ს ღვინო მაგიდაზე შემოდგა, მარგალიტამ კი ცხელი ლობიანი სუფრაზე მიიტანა, რომ უძაღლო ეზოში ოთხი მოზარდი გამოჩნდა, - ერთი ცოტა უფროსი ჩანდა, დანარჩენი სამი ბიჭი კი, - თანატოლი. იცინოდნენ, მუჯლუგენებს ჰკრავდნენ, ერთმანეთს ტალახაყოლილ თოვლის გუნდებს ესროდნენ... შოთამ გამოხედა და - მობრძანდით, მეკვლეები ხართო, - სტუმრებს სახლისკენ უხმო. ახლო მისულები რომ იცნო, სიხარულით თვალები გაუბრწყინდა და ცოლს გასძახა: - მაგალო... გამოიხედე, აგერ შენი ხალხი გვესტუმრაო...
მარგალიტამ, რომელსაც მეუღლემ მაგალო შეარქვა, ჯერ იმ ოთახის ფანჯრიდან გამოიხედა, სადაც ფეჩი იდგა, ზედ კი - გახურებული ტაფა და შვილიშვილთან, გურამთან ერთად თავის დისშვილ-ძმისშვილები რომ დაინახა, სიხარულით ცას ეწია: გაგურგურებულ ცეცხლზე მდგარი ქადაც დაავიწყდა, ისიც კი, ნათბილარევი გარეთ რომ არ უნდა გასულიყო, მაგრამ გაბედა, ბიჭებს მიეგება და რადგან ხვევნა-კოცნა დიდად არ ეხერხებოდა, მიმართა: - ჩიტებო, გვრიტებო, ჩემო გურამ, ზაქრო და ალექსიებო, შემოგევლეთ, თქვენა... როგორც მე თქვენმა დანახვამ გული გამიხარა, ისე თქვენ გაიხარეთო... - ლიანას ბიჭს - გურამს, გიორგის - ზაქრო- ზაზას, ქრისტოს - ალექსისა და ცხინვალიდან დევნილი დის, მზიას - ალექსის ამ სიტყვებით გაუძღვა ბებო, დეიდა და მამიდა იმ ოთახისკენ, სადაც ოჯახი ზამთარს ატარებდა.
შინ შესულ სტუმარ-მასპინძელს ახლა უკვე რამაზ და ლამზირაც შეემატნენ თავისი შვილებით : პაპის მოსახელე შოთიკო, ნატო და პატარა ბარბარე, რომლსაც ეს სახელი მშობლებმა სწორედ წმინდა ბარბარეს საპატივსაცემოდ დაარქვეს.
ამ ჟივილ-ხივილში დეიდა-მამიდამ გემრიელი სუფრა გააწყო. ოჯახის თავკაცმა პირველი სადღეგრძელო თქვა, სტუმრები დალოცა და მოყვრისშვილებსა და ქვისლისშვილს გაეხუმრა: -აბა , ბიჭებო, ნატურალური ღვინოა, ჯერ ისევ შუშხუნებს, განა მამათქვენებივით წყალს კი არ ვამატებო... მერე რამაზიმ დაამატა: - ჭიქები მომიჭახუნეთ, პირდაპირ სისხლში მიდისო... ბიჭებმა დალევა იუარეს, - რა დროს ჩვენი დალევააო , თუმცა ძია შოთა რომ არ შეეშვა, თითო ჭიქა გამოცალეს და ცოტა ხანში ხუმრობასაც უმატეს.
გულითადი მასპინძელი მამა-შვილი სუფრასთან მყოფებს სმას აღარ აძალებდა, სადღეგრძელობს ამბობდნენ, თუმცა ჭიქებს ბოლომდე არც თავად ცლიდნენ.
ცხოვრებისული დარდითა და სიხარულით ერთდროულად აღსავსე მარგალიტა ლომებივით მოზარდებს შესცქეროდა, თან სუფრას გადახედავდა, - კიდევ რა მივართვაო. ოთახიდან სამზარულოში შედი-გადიოდა, და თან უფალს ევდრებოდა: ,,დღევანდელი დღის მადლო და ძალავ, გადმოგვხედე და შეგვიწყალე, ჩემი ოჯახი, ჩემი დისშვილები და ძმისშვილები მიმრავლე, რამაზი და ლიანა აქ გამიხარე, ჩემი ციალა კი, ცხრამთასიქიდან დროულად დამიბრუნეო“...
,,- წმინდა ბარბარეს დიდებულო ძალავ, ამ ბავშვებსა და ყველა პატარას შეგავედრებ, საითაც წავიდნენ და წამოვიდნენ, გთხოვ, მუდამ შენი კალთა გადააფერეო...“
მთავარ ფოტოზე: ახალგაზრდები ხეითის კოშკთან (ივ. მაჩაბლის მუზეუმის ფოტო)
ნანა კახნიაშვილი, დიდი ლიახვის ხეობიდან

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები