რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ბიჭები, რომლებიც მატარებლების სიყვარულმა გააერთიანა
ოთხმა ბიჭმა: ჯეკო ნადირაშვილმა, ლუკა გაზაშვილმა, ნიკოლოზ დარჩიაშვილმა და გივი დათაშვილმა ფეისბუქზე შექმნეს ჯგუფი, სადაც ისინი მომხმარებლებს რელსური ტრანსპორტის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას, ფოტოებს უზიარებენ.



მოზარდები ხშირად მგზავრობენ მატარებლის, მეტროთი, ასევე სტუმრობენ რკინიგზის სადგურებს, ცდილობენ აღბეჭდონ ნანახი ფოტოებზე, შემდეგ გამოაქვეყნონ ჯგუფში.



ჯგუფის წევრები არიან:

18-წლის ჯეკო ნადირაშვილი; 15-წლის ლუკა გაზაშვილი; 16-წლის გივი დათაშვილი; 19-წლის ნიკოლოზ დარჩიაშვილი.

მათგან ჯეკო ნადირაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელიდანაა, დანარჩენი მოზარდები კი, - თბილისელები არიან.




,,რელსური ტრანსპორტი არის ყველა ის მოძრავი შემადგენლობა, იგივე მატარებელი, რომელიც მოძრაობს უშუალოდ ლიანდაგზე. ჩვენ გაგვაერთიანა და დაგვამეგობრა მატარებლების სიყვარულმა, მოგვიანებით გადავწყვიტეთ, რომ ჯგუფიც შეგვექმნა და სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან გაგვეცვალა სხვადასხვა ინფორმაცია, ფოტო-ვიდეო მასალა და ა.შ’’ - გვიყვება ჯეკო ნადირაშვილი.

ჯგუფი 2022 წლის სექტემბერში შექმნეს. ამჟამად ჯგუფი მეტროთი და რკინიგზით დაინტერესებულ 800-ზე მეტ ადამიანსა თუ თანამშრომელს ითვლის, რაც საზოგადოებაში რელსური ტრანსპორტის მოყვარულთან ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება.



,,მე ვარ ჯემალ ნადირაშვილი, გორის რაიონი სოფელი ქვახვრელიდან. ამ საკითხით დაინტერესებული ვარ ბავშვიბიდან, მართლაც. როდესაც პატარა ასაკში პირველად ჩავედი მეტროში და ვიმგზავრე მატარებლით. აქედან დაიწყო ჩემი ეს სიყვარული მათდამი, ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება იურისტობას, მაგრამ ჩემი საყვარელი საქმიანობა და ჰობი ყოველთვის იქნება ჩემს მეგობრებთან ერთად ამ საქმის განხორციელება და უფრო მეტი ადამიანის დიანტერესება რელსური ტრანსპორტით’’




,,მე ვარ ლუკა გაზაშვილი, ვცხოვრობ თბილისში, ამჟამად ვსწავლობ სკოლაში, მეტროთი დაინტერესებული ვარ ღრმა ბავშვობიდან და დღესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვახორციელებ ამ სამოყვარულო საქმიანობას, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს , ჩემი სამომავლო გეგმები ბიზნესის ადმინისტრაციისკენ მაქვს მიმართული.’’





,,მე ვარ ნიკოლოზ დარჩიაშვილი, თბილისიდან. მატარებლები ბავშვობიდანვე მიყვარდა და შესაბამისად ინტერესიც დიდი იყო. მამაჩემი ხშირად მასეირნებდა მეტროთი, რამაც კიდევ უფრო შემაყვარა მატარებლები. ჩემი სამომავლო გეგმებიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ამ საკითხს და შეძლებისდაგვარად ვეცდები ჩემი წვლილი შვიტანო მათ განვითარებასა თუ სამახსოვრო კადრების შემონახვაში.’’



მე ვარ გივი დათაშვილი, ჯგუფის ადმინისტრატორი, ვცხოვრობ თბილისში. რელსური ტრანსპორტის მიმართ ინტერესი პატარაობიდან გამიჩნდა. ყოველთვის ვიყავი მოხიბლული ამ მანქანების აგებულებით (რადგან მათი შესაძლებლობები ჩემთვის ახლაც კი შთამბეჭდავია) და თვით რკინიგზისა და მეტროს მოწყობილობით. სამომავლოდ ვაპირებ გავხდე მექანიკური ინჟინერი, რაც უფრო დამაახლოვებს ლიანდაგებზე მოსიარულე რკინის გიგანტებთან.’’


იხ. ჯგუფი საქართველოს რკინიგზა და თბილისის მეტრო ,,GR/TM''
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.