რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გაზაფხული და ფერები - ფსიქოლოგის ბლოგი
გაზაფხული ყველაზე მშვენიერია წელიწადის დროთაგან. ქვეყნად არ
მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს სეზონი არ უყვარს. ამ დროს ხომ
ყველაფერი ასმაგად ლამაზია. იღვიძებს ბუნება, არე-მარე ივსება ნათელი
ფერებით, მზე სასიამოვნოდ აცხუნებს, ირგვლივ საამური სუნი
ტრიალებს.
ჩვენ ვიწყებთ ფერების უფრო მკვეთრად შეგრძნებას, ჩნდება ყვითელი, ლურჯი, წითელი, იასამნისფერი და სხვა ფერები აქტიურ ასპარეზზე.
ზამთრის თვეებში, როდესაც გარშემორტყმული ვართ მუქი ნაცრისფერი ცით, თეთრი მდელოებით, შესაძლოა ხშირად მოწყენილობა დაგვეუფლოს, სევდიანი ფიქრების ზვავები მოვიდნენ. მაგრამ გაზაფხულზე, როცა ყველაფერი ცოცხლდება, ამის ალბათობა გაცილებით ნაკლებია. ამბობენ რომ ფერი ენერგიაა და ის ფაქტი, რომ ის ჩვენზე ფიზიკურ ზემოქმედებას ახდენს, არაერთხელ დადასტურდა ექსპერიმენტებში.
აი ერთი მაგალითიც; როდესაც უსინათლოებს სთხოვდნენ ფერების ამოცნობას თითის წვერებით, ეს ყველამ მარტივად შეძლო, გაარჩია რომ მათთვის მიწოდებული ფერები სხვადასხვა ენერგიას გამოსცემდნენ და ისინიც თითის წვერებით მარტივად ასხვავებდნენ ამ ენერგიებს. ფერების გავლენა ჩვენს სხეულზე გამოწვეულია მათი ენერგიის შეღწევით.
ჩვენ ვართ სამყაროში, სადაც ფერი დომინირებს ჩვენს ცხოვრებაში, მწიფე ხილის ფერის ამოცნობიდან იქნება თუ სამზარეულოს,საძინებლის ან ოფისის ფერების შერჩევამდე. ფერს შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს ფსიქიკაზე და ჩვენს სხეულზეც კი. ფერი მოქმედებს ადამიანის ფიზიოლოგიაზე (წნევა, გულისცემა და სუნთქვის სიხშირე). საინტერესოა სხვადასხვა ფერზე მოთხოვნილების მომატება ფსიქოსომატური დაავადებებისა და ორსულობის დროს. ინტერიერის დეკორის სწორად შეჩეული ფერი გავლენას ახდენს ადამიანის ფუნქციონირებაზე და უფრო პროდუქტიულს ხდის მის საქმიანობას.
ფერი ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიღებისას. მაგალითად, ბრენდ სიმბოლიკაში გამოყენებული სხვადასხვა ფერი გავლენას ახდენს პროდუქტის რეპუტაციაზე, პოპულარობაზე, ხშირად მოხმარებაზე. სწორედ ამიტომ ხშირად დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს რებრენდინგი ან ბრენდის ლოგოს შექმნა.
ფერები, რომლებსაც ადამიანები ატარებენ, აგზავნიან მკაფიო სიგნალებს, რომელთა წაკითხვაც შეგვიძლია. ბევრი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, რამაც მიგვიყვანა იმის აღიარებამდე, რომ არსებობს კავშირი ფერს, განწყობასა და ქცევას შორის. მაგალითად სტომატოლოგები ემოციური პაციენტებისთვის იყენებენ სტაფილოსფერ (ნარინჯისფერ) სათვალეს, რომელიც ნეგატიური ემოციური ფონის მოხსნაზე დადებითად მოქმედებს.
ფერებს შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი აღქმა, შეცვალონ ჩვენი გრძნობები, აღაგზნონ და გავლენა მოახდინონ ჩვენს გარემოზე, ჩვენს რეაგირებაზე უნიკალური და საინტერესო გზებით. ფერების მნიშვნელობის ცოდნა დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ ჩვენი ქცევა. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ემოციურ მდგომარეობას დაასტაბილურებს ( ან პირიქით).
მაგალითად, წარმოიდგინეთ საბავშვო სათამაშო. თქვენ ალბათ ფიქრობთ კაშკაშა ფერის ობიექტზე ძლიერი კონტრასტებით, რომელიც სავსეა ენერგიით და სიცოცხლისუნარიანობით. თუ შავ სათამაშოს წარმოვიდგენთ ვერცხლისფერი დეტალებით გაფორმებულს, ის მაინც ცნობისმოყვარე ახალგაზრდული ენერგიის იგივე განცდას ვეღარ მოგვცემს. ვინაიდან ბავშვებისთვის მკვეთრი ფერები ბევრად მიმზიდველია ვიდრე შავი და არამბზინავი ვერცხლისფერი. წარსულში სათამაშოები მზადდებოდა ბუნებრივი ფერებით, როგორიცაა ხის ან ქვის ფერები. მიუხედავად იმისა, არ არსებობს რეალური „ფერის კოდი“ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ყოველდღიურობაში ობიექტები ან გარემო.
ჩვენ მაინც გვიჩნდება ასოციაციები რომ ბანანი მხოლოდ მწვანე ან მოყვითალო უნდა იყოს და არა ლურჯი, ხე უნდა იყოს ყავისფერი სეფერილობის და არა წითელი ან ყვითელი. ფერების ფსიქოლოგია არის კვლევის სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება.
ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ლინგვისტები ან ბაზრის მკვლევარები, თითოეული განსხვავებულად განმარტავს ფერების მნიშვნელობას. ისინი აანალიზებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „შურისგან გამწვანება“ „სიბრაზისგან გალურჯება“ ან „ცხოვრების დანახვა ვარდისფერი სათვალეებით“. კომპანიები მილიონობით დოლარს ხარჯავენ ამა თუ იმ ფერზე ადამიანთა რეაქციების და ემოციების ყველა შესაძლო ვარიაციების გასარკვევად მოდით შევხედოთ რას შეიძლება ნიშნავდეს ზოგიერთი ფერი და როგორ გამოიყენება ისინი არტ თერაპიაში :
წითელი - ასოცირდება ცეცხლის ალთან, სისხლთან, სიმხურვალესთან..
უკავშირებენ შემდეგ შეგრძნებებს - სითბო, სასიცოცხლო ძალა, ეროტიზმი, აგზნება, ღელვა, საშიშროება, აგრესია...
გამოხატავს - მისწრაფებას, მოტორული აქტივობისადმი იმპულსს, ძლიერ ნებისყოფას, ბრძოლისუნარიანობას, ვნებას...
წითელი ზემოთ სწევს წნევას, პულსს, სუნთქვის სიხშირეს.
ყვითელი - ასოცირდება მზესთან, სითბოსთან და ენერგიასთან...
უკავშირებენ სიმწიფეს, ხალისს, თავდაჯერებულობას, მოთმინების უნარს, ექსცენტრულობას, სარკაზმს, არასტაბილურობას...
გამოხატავს მხიარულებას, სიცოცხლის სიყვარულს, სწრაფვას მხიარული განცდებისა და თავგადასავლებისკენ...
ყვითელი ზემოთ სწევს წნევას, პულსს, სუნთქვის სიხშირეს.
ნარინჯისფერი - ასოცირდება ჩამავალ მზესთან, სითბოსთან, ნეტარებასთან, ზოგჯერ მაღალ თვითშეფასებასთან...
უკავშირებენ ძალას, ულევ ენერგიას, თავისუფლების სიყვარულს, ენთუზიაზმს, ოპტიმიზმს...
ადამიანს ახასიათებს არააგრესიული მიზანმიმართულობა და შეუძლია კომპრომისზე წასვლა.
ნარინჯისფერი აძლიერებს ნებისყოფას, იწვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულაციას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და საჭმლის მონელებას.
ლურჯი - ასოცირდება სიმშვიდესთან, წყალთან, ცასთან...
უკავშირებენ ორგანიზებულობას, სისტემaტიზაციას, იდეალიზმს, სულიერ ძალას და სიმშვიდეს, მაგიურობას, შესაძლოა მიუთითებდეს ფანატიზმზე.
თუ ინტერიერში გამოყენებულია ლურჯი, მას შესაძლოა ჰქონდეს როგორც დამაშვიდებელი, ასევე რეალობისგან მოწყვეტის ეფექტი. ამის გამო სწორი ტონალობა უნდა იყოს შერჩეული.
ხელს უწყობს ნერვული სისტემის აღდგენას, სასურველია ნერვული გამოფიტვისას. მაღალი არტერიული წნევის დროს აქვეითებს წნევას, სუნთქვისა და პულსის სიხშირეს.
მწვანე -ასოცირდება ბუნებასთან, გაზაფხულთან, ნაღველთან...
თვისებები: სტაბილურობა, პროგრესი, ნებისყოფა, დაჟინებულობა, მდგრადობა, ზოგ შემთხვევაში ეჭვიანობა, ეგოიზმი, იპოქონდრია...
გამოხატავს პოტენციურ ენერგიას, მაღალ თვითშეფასებას, ცვლილებებისადმი მდგრადობას. მოითხოვს პატივისცემას.
მწვანე ინტერიერში დიდხანს ყოფნა მოსაწყენია, ზოგი ტონი იწვევს უიმედობის განცდას, ძილიანობას ან სიმშვიდეს...
დადებითად მოქმედებს კლაუსტროფობიის მქონე პირებზე.
ყავისფერი - ასოცირდება მიწასთან, ხესთან...
გამოხატავს სტაბილურობას, ერთგულებას, სიმყარეს, პასიურობას...
დაქვეითებულია შემოქმედებითობა და სასიცოცხლო ენერგია. ნახატში შეიძლება მიანიშნებდეს უსაფრთხო ადგილის უქონლობაზე, დაუცველობაზე...
ინტერიერში სხვადასახვა ტონალობის გამოყენება ხელსაყრელია კაბინეტებში და სამუშაო ზონაში.
ყავისფერის უარყოფა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს სურს გამოკვეთოს ინდივიდუალიზმი...
თეთრი - ასოცირდება სიწმინდესთან, სისუფთავესთან, უმწიკვლობასთან, უდანაშაულობასთან.
გამოხატავს ხელშეუხებლობას, ღიაობას, ერთობას, სიმსუბუქეს, იზოლაციას, მოწყენილობას, იმედგაცრუებას...
თეთრი ზემოქმედებას ახდენს ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებაზე, მოქმედებს მხედველობით სისტემაზე. ეხმარება შებოჭილობისგან გათავისუფლებაში.
იასამნისფერი - (წითელი + ლურჯი )
ასოცირდება მაგიურობასთან, ჯადოქრობასთან...
ახასიათებს მომატებული თვითშეფასება, სხვების მოხიბლვის სურვილი, სწრაფვა მაგიური თვისებების შეძენისკენ...
ამ ფერის მოყვარულთათვის სამყარო არის ჯადოსნური ადგილი, სადაც შეიძლება სასურველის მიღება.
ფერის მიმართ მოთხოვნილება იზრდება ჰიპერთირეოზისა და ორსულობის დროს.
ნაცრისფერი - ასოცირდება ინდიფერენტულობასთან, უმოქმედობასთან, ინფორმირებასთან, რეალიზმთან, საღ აზროვნებასთან, სევდასთან, დეპრესიასთან, მელანქოლიასთან...
ახასიათებს ემოციური შეკავებულობა, გაორება, მიდრეკილება უმოქმედობისაკენ, ვალდებულებებისგან თავისუფლების სურვილი...
ტანსაცმელში ნაცრისფერი მიუთითებს ადამიანის სურვილზე, იპოვოს იდეალური გრძნობები, შეგრძნებები, რომლებიც მისცემენ შინაგან ჰარმონიას, დასვენებას...
შავი - ასოცირდება ელეგანტურობასთან, იდუმალებასთან, დესტრუქციულობასთან, დეპრესიასთან, სიცარიელესთან...
გამოხატავს უარყოფას, განდეგილობას, ექსტრემალურ ქცევას, გლოვას...
შავის პრევალირება ტანსაცმელში- სიცოცხლეში რაღაც მნიშვნელოვანის არარსებობა ან ნაკლებობა, შენიღბვა. შავი თეთრთან კომბინაციაში ნეიტრალდება და კარგავს თავის დატვირთვას.
ვარდისფერი: წითელის წარმოებულია და ხასიათდება, როგორც დამამშვიდებელი და სასიცოცხლო ძალების აღმდგენი ფერი. მიანიშნებს ოცნებებისა და ფანტაზიების მნიშვნელობაზე ადამიანისათვის. შეიძლება მიუთითებდეს გამოგონილ „ვარდისფერ“ სამყაროში არსებობასა და ინფანტილიზმზე. ეს ადამიანები გაურბიან ცხოვრებისეულ პრობლემებს, არიან მოწყვლადები და არ არიან დარწმუნებულები საკუთარ თავში.

თემურ სამხარაძე
ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ტრენერი, მენტალური
ჯანმრთელობის სპეციალისტი
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის
პრაქტიკოსი
ამავე კატეგორიაში
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125
680 ლარი.
გორის პოლიციის თანამშრომლებმა ს. ჟამერაშვილმა და ნ. საათაშვილმა მოქალაქეს სცემეს.
სკვერის მშენებლობა 2024 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო სამუშაოები 2024 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.
,,აღმოჩენილია 20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე
მერქანი და 31 კუბური მეტრი ფიცარი.
მე-11 სკოლას დემონტაჟი 4 წლის წინ ჩაუტარდა და ახლი შენობის
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი.
ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს
წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები,
სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები