რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
დოესი-გრაკლის სარწყავი არხი, რომელიც სათავეს გორიდან იღებს
ასე გამოიყურება სარწყავი არხი, რომელიც სათავეს გორიდან იღებს და კასპის რაიონის სოფლებისკენ, ბუნებრივად მოედინება.

სარწყავი არხი სათავეს შპალსაჟღენთი ქარხნის ტერიტორიის სიახლოვეს იღებს, შემდეგ მიუყვება მტკვრის სანაპიროს, ასევე გვერდს უვლის სოფელ ხიდისთავს, აზნეფთის დასახლებასთან კი ცენტრალურ, სარაიონოთაშორისო მაგისტრალს კვეთს და ზედაველის მაღლობის გავლით კასპის სოფლებისკენ მიემართება.

დოეს-გრაკალის არხის სიგრძეა 17,2 კმ, ასარწყავებს 1535 ჰექტარ სამეურნეო სავარგულს, დაახლ. 2000 კომლს. გაივლის სოფლებს ქვახვრელს, უფლისციხეს, დოესს, გრაკალს.

ნარჩენები სწორედ აზნეფთის დასახლების სიახლოვეს დაგროვდა. ადგილობრივებმა მილი ნარჩენებისგან გაასუფთავეს. ნარჩენები კი, ადგილზე დარჩა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მუნიციპალიტეტები პასუხისმგებლები არიან მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებასა და გადამტვირთავ სადგურებამდე ტრანსპორტირებაზე. ხოლო შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პასუხისმგებელია არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების და გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და მართვაზე.

ვარაუდობენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პლასტმასის ნარჩენები ან მტკვრის წყალს გამოყვა, რასაც ემატება გარემოში ნარჩენების უკონტროლო დაყრა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მდინარეებისა და წყლის რესურსების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოსთვის აუცილებლად შესასრულებელ ვალდებულებად იქცა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შემთხვევა დღეს საღამოს, დაახლოებით 19 საათზე მოხდა.
შემთხვევა დღეს საღამოს, დაახლოებით 19 საათზე მოხდა.
20:53 / 04.12.2023
ნამუშევრებს ძირითადად ღამით ვქმნი, რადგან დღის განმავლობაში
მომზადებების გამო დრო აღარ მრჩება, ვარ აბიტურიენტი
ნამუშევრებს ძირითადად ღამით ვქმნი, რადგან დღის განმავლობაში მომზადებების გამო დრო აღარ მრჩება, ვარ აბიტურიენტი
18:34 / 04.12.2023
შეგახსნებეთ, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის
საერთაშორისო დღეს დაიწყო 16-დღიანი
შეგახსნებეთ, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო 16-დღიანი
12:25 / 04.12.2023
ხაშურის N3 საბავშვო ბაღი გათვლილია 150 ბავშვზე.

ხაშურის N3 საბავშვო ბაღი გათვლილია 150 ბავშვზე.

10:59 / 04.12.2023
სოციალურად დაუცველებისთვის კორპუსი მშენებლობა, მიწის გაყიდვიდან, 1
წელსა და 6 თვეში უნდა დასრულდეს.
სოციალურად დაუცველებისთვის კორპუსი მშენებლობა, მიწის გაყიდვიდან, 1 წელსა და 6 თვეში უნდა დასრულდეს.
10:17 / 04.12.2023
ვიდეორეპორტაჟი
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
,,რატომ ჰქვია საყავრე? - იკითხა მძღოლმა, რომელმაც გზა ზეპირად იცოდა:
გამგეობას მივმართე, წეროვნის დევნილთა დასახლებაში, სადაც
ფატიმა ამბობს, რომ შვილებმა სწორედ ის სპეციალობები აირჩიეს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.