რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტომ გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მერია კონკურენციის შეზღუდვაში დაადანაშაულა
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ
კონკურენციის შეზღუდვის - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
ამის შესახებ განცხადება დღეს 14 აპრილს გამოქვეყნდა. სააგენტოს ცნობით, საჩივარი, გორის გარდა, შეტანილია რეგიონის დანარჩენი მუნიციპელიტეტების წინააღმდეგაც, სადაც ასევე ვლინდება კანონის დარღვევა.
საკითხი ეხებოდა - შესაბამისი მუნიციპალიტეტების ფარგლებში ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში კონკურენციის შემაფერხებელი სატენდერო პირობების გამოყენებას.
სააგენტოს პოზიციით, მოპასუხე მხარეების მიერ სადავო სატენდერო პირობების გამოყენებამ შექმნა ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ბარიერი, რამაც ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეფერხება გამოიწვია.
მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების თანახმად, მუნიციპალურ ორგანოებს და სახელმწიფო შემსყიდველ სხვა ორგანიზაციებს დაევალათ - სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში უზრუნველყონ კონკურენციის პრინციპების დაცვა. მათ შორის, არ გამოიყენონ სატენდერო პირობა, რომელიც სასამართლოს აქტის საფუძველზე მოქმედი აკრედიტაციის პირობებში მყოფ ეკონომიკურ აგენტს ტენდერში მონაწილეობას შეუზღუდავს, მის მიმართ აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავის/პროცესის არსებობის მიზეზით.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისათვის, დამატებით 6 საქმეს (სხვა რეგიონებში მუნიციპალიტეტებში) განიხილავს: საავტომობილო საწვავის, ფარმაციის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, სწრაფი კვების და ბილეთების ონლაინ რეალიზაციის სექტორებში - შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიმართულებით.
რა პრეტენზიები აქვს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფს?
ჩვენ მოვიძიეთ საჩივარი, თუ რა პრეტენციები აქვს კომპანია ,,საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფს''. ამ კომპანიას სურს, რომ რეგიონში ზედამხედველობა გაუწიოს ინფრასქტრუქტურული პროექტებს. წლების მანძილზე რეგიონში ამ სამუშაოებს ახორციელებს ,,ოპტიმალ გრუპი''
,,საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი'' წერს:
ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადდა NAT220020946 ტენდერი, სადაც გორის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მსგავსად, აკრედიტაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სატენდერო პირობებით განისაზღვრა პრეტენდენტთა ტენდერში მონაწილეობის შემზღუდველი ჩანაწერი. კერძოდ სატედენდერო პირობების 2.7.1 პუნქტის მე-4 ნაწილის ფორმულირებულია შემდეგი სახით : „პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი პრეტენდენტის ან მისი ქვეკონტრაქტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სატენდერო დოკუმენტაციის შესყიდვის ობიექტში მითითებულ სფეროებში აკრედიტაციის სტატუსთან მიმართებაში. წარმოსადგენი ცნობა გაცემული უნდა იყოს - „ტენდერი გამოცხადებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ. ‘’
გარდა იმისა, რომ აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს ტენდერში პრეტენდენტების დაშვების შემზღუდველ ჩანაწერს, პირდაპირ მიმართულია ჩვენი ორგანიზაციის, შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“-ს ზემოაღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვისკენ. შემსყიდველმა გარდა იმისა, რომ აკრედიტაციის სტატსთან მიმართებით დავასთან დაკავშირებით დააწესა შემზღუდველი ჩანაწერი, მეტიც, პირდაპირ მიუთითა რომ პრეტენდენტმა უშუალოდ თბილისის საქალაქო სასამართლოდან უნდა წარადგინოს ცნობა აკრედიტაციის სტატუსთან დავის შესახებ, ანუ შემსყიდველის ლოგიკით, თუ პრეტენდენტს სხვა განსჯად სასამართლოში აქვს დავა აკრედიტაციის სტატუსთან მიმართებით, ვერ იქნება ტენდერში მონაწილეობის შემზღუდველი დათქმა. ამასთან , აღნიშნული ჩანაწერი, თბილისის საქალაქო სასამართლოზე მითითება პირდაპირ ადასტურებს ჩვენი კომპანიის ტენდერში მონაწილეობის აკრძალვაზე, რადგან მხოლოდ ჩვენ კომპანიას აქვს დავა აკრედიტაციის სტატუსთან და მხოლოდ ჩვენ კომპანიის დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ამავე კატეგორიაში
როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელი, ირმა
ამბარდნიშვილი აცხადებს,
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ბეტონის ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი
ფესტივალის დასრულების დღეს 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხნება:
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125
680 ლარი.
გორის პოლიციის თანამშრომლებმა ს. ჟამერაშვილმა და ნ. საათაშვილმა მოქალაქეს სცემეს.
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი.
ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს
წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები,
სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები