რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი პავლე კაბულოვი 100 წლისაა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ვანათელი პავლე კაბულოვი 100 წლისაა.

ის ამჟამად ვლადიკავკაზში შვილთან, მამუკა კაბულოვთან ერთად ცხოვრობს.

პავლე კაბულოვი არის ერთადერთი ვეტერანი, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქიდანაა და დღემდე ცოცხალია.

პავლე კაბულოვი 1923 წელს პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ორტევში დაიბადა. ომში 1942 წელს წავიდა.

მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, კავკასიის თავდაცვისთვის. სამხედრო კარიერა სასაზღვრო ჯარში, ჩინეთის საზღვართან დაასრულა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ცხინვალში, 9 მაისის აღლუმი ვეტერანების გარეშე ჩაივლის. ცხინვალის ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცნობით, ისინი დაუკავშირდნენ კაბულოვების ოჯახს, თუმცა ვერ ახერხებენ ცხინვალში ჩასვლას.

პ.ს. ფოტო გადაღებულია 2021 წელს, როდესაც 98 წლის ასაკში მყოფ პავლე კაბულოვს, კორპუსის ეზოში, სამხედროებმა მცირე მასშტაბის აღლუმი მოუწყეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
27 და 28 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში საკალათბურთო კლუბ
„ივერიონი - გორის“ ყოფილი მენეჯერის, გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი
მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება. ორდღიან შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მიიღებს
მონაწილეობას, მატჩებზე დასწრება კი თავისუფალია.
27 და 28 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში საკალათბურთო კლუბ „ივერიონი - გორის“ ყოფილი მენეჯერის, გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება. ორდღიან შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მატჩებზე დასწრება კი თავისუფალია.
18:49 / 26.11.2026
ხაშურის მერია 2027 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ცენტრის
მოსართავად 111 790 ლარის ღირებულების შესყიდვას გეგმავს. ბიუჯეტიდან
18 000 ლარი გასულ წელს შეძენილი ნაძვის ხის მონტაჟ-დემონტაჟს
მოხმარდება, 60 690 ლარი კი ახალი დეკორაციების შეძენაზე დაიხარჯება.
ხაშურის მერია 2027 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ცენტრის მოსართავად 111 790 ლარის ღირებულების შესყიდვას გეგმავს. ბიუჯეტიდან 18 000 ლარი გასულ წელს შეძენილი ნაძვის ხის მონტაჟ-დემონტაჟს მოხმარდება, 60 690 ლარი კი ახალი დეკორაციების შეძენაზე დაიხარჯება.
13:19 / 26.11.2026
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი
სივრცე ადგილობრივი ქალების გაძლიერებასა და მოსახლეობისთვის
ხელმისაწვდომი საკვების შეთავაზებას ისახავს მიზნად.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სივრცე ადგილობრივი ქალების გაძლიერებასა და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი საკვების შეთავაზებას ისახავს მიზნად.
12:20 / 26.11.2026
ინიციატივას ფინანსურად თანასოფლელები უჭერენ მხარს, რომლებმაც 9
ნოემბრიდან დღემდე მოხალისეებისთვის 6 000 ლარამდე შეაგროვეს.
შეძენილი ინვენტარით ახალგაზრდებმა სასაფლაოსა და სოფლის ის
ტერიტორიები დაასუფთავეს, სადაც სპეცტექნიკა ვერ შედის.
ინიციატივას ფინანსურად თანასოფლელები უჭერენ მხარს, რომლებმაც 9 ნოემბრიდან დღემდე მოხალისეებისთვის 6 000 ლარამდე შეაგროვეს. შეძენილი ინვენტარით ახალგაზრდებმა სასაფლაოსა და სოფლის ის ტერიტორიები დაასუფთავეს, სადაც სპეცტექნიკა ვერ შედის.
11:08 / 26.11.2026
უამინდობის გამო რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება
რთულდება. პარალელურად, გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას
მოსალოდნელი ძლიერი ნალექის, თოვის, ქარბუქისა და გზებზე ლიპყინულის
გამო ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
უამინდობის გამო რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთულდება. პარალელურად, გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის, თოვის, ქარბუქისა და გზებზე ლიპყინულის გამო ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
21:59 / 25.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.