რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ცხინვალის სადგურის ყოფილმა მორიგემ, რომელიც 1988 წლიდან შშმ პირია, საქართველოს რკინიგზას უჩივლა
მოქალაქემ, რომელიც სამსახურიდან 27 წლის ასაკში, 1989 წელს დაითხოვეს, საქართველოს რკინიგზას უჩივლა, რადგან აღმოაჩინა, რომ სახელმწიფო საწარმო სათანადო კომპენსაციას არ უხდიდა.

მოქალაქე დღეს 61 წლისაა და შშმ პირია. მან რკინიგზაში მუშაობა 22 წლის ასაკში 1984 წელს დაიწყო. მუშაობდა ჯერ გორის სოფელ შინდისის, შემდეგ ცხინვალის სადგურის მორიგედ.

1988 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა, დასახიჩრდა და შრომისუნარიანობა 60%-ით დაკარგა. რკინიგზა ვალდებული გახდა ყოველთვიურად ეხადა მისთვის იმ ოდენობის თანხა, რამდენსაც აღნიშნულ პოზიციაზე სხვა თანამშრომელს უხდიდა.

ასე გრძელდებოდა 2018 წლამდე. 2018 წელს სადგურის მორიგეების ხელფასები გახდა 750 ლარი, ხოლო 2019 წელს - 850 ლარი.

დასახიჩრებულ მოქალაქეს კი რკინიგზა კვლავ 138 ლარს უხდიდა. ასე გრძელდებოდა 2022 წლამდე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოქალაქის მოთხოვნა სამართლიანია, შესაბამისად, საქართველოს რკინიგზას დაეკისრა მისთვის იმ თანხის ანაზღაურება, რაც დაუკლო.

საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ მოქალაქე უკვე იმ ასაკშია, რომ რომც არ ყოფილიყო დასახიჩრებული, ის მაინც ვეღარ იმუშავებდა რკინიგზაში. ეს მსჯელობა სასამართლოსთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა:

,,სასამართლომ არ გაიზიარა არგუმენტი, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ ხდება მუშაკთა პერიოდული ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება, რასაც მოსარჩელე 65 წლის ასაკის შემდეგ ვერ გაივლიდა, რის გამოც არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის 60 წლის. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაკარგა 60%-ით პროფესიული საქმიანობის უნარი და ამ უნარის შენარჩუნების შემთხვევაში გადამოწმების შედეგად როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექნებოდა მას, ეს მხოლოდ სავარაუდო საკითხია და ობიექტურად ვერ იქნა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით.'' - აღნიშნა მოსამართლემ.

რაც შეეხება სარჩოს ოდენობას:

,,სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც დასაქმებული მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.'' - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
2026 წლის 23 ივნისს სააგენტომ
2026 წლის 23 ივნისს სააგენტომ "იბოლიას" 17-პუნქტიანი შენიშვნების სია წარუდგინა.
18:49 / 27.06.2026
პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი
სოსიაშვილმა ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმა მოუწონა და
მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ილიას გზას შეადარა.
პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმა მოუწონა და მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ილიას გზას შეადარა.
14:50 / 27.06.2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი
კონცერტების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 607 ლარს
დახარჯავს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი კონცერტების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 607 ლარს დახარჯავს.
21:16 / 26.06.2026
ირკვევა, რომ გორის მერიის მიერ გაქირავებული ქონებიდან
ერთ-ერთი კერძო პირი 4-მაგ მოგებას ნახულობს, ვიდრე ბიუჯეტი.
ირკვევა, რომ გორის მერიის მიერ გაქირავებული ქონებიდან ერთ-ერთი კერძო პირი 4-მაგ მოგებას ნახულობს, ვიდრე ბიუჯეტი.
16:43 / 26.06.2026
გორის ,,ახალბაღის'' ჩოგბურთის კორტი, რომელიც საერთაშორისო
სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, გორში სამი მერის პერიოდში შენდებოდა.
ჯამში დახარჯულია 2 მლნ ლარი.
გორის ,,ახალბაღის'' ჩოგბურთის კორტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, გორში სამი მერის პერიოდში შენდებოდა. ჯამში დახარჯულია 2 მლნ ლარი.
15:46 / 26.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.