რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ქარელში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი ახალი საწარმო გაიხსნა
ქარელის მუნიციპალიტეტში საწარმოს - შპს „აგრობადის“ გაიხსნა, რომელიც რუისში მდებარეობს და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს აწარმოებს. საწარმოში 37 ადგილობრივია დასაქმებული.

„ახალი საწარმო სახელმწიფოს და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. ვფიქრობ, სეტყვისგან დამცავი ბადეების ადგილობრივი წარმოება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფერმერების ხელმისაწვდომობას აღნიშნულ სისტემებზე. ჩვენი მიზანია, ფერმერები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები სეტყვით გამოწვეული ზარალისგან, რისთვისაც ვეხმარებით შესაბამისი სისტემების შესყიდვებში როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის, ასევე „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში. ამავდროულად, უკვე 2014 წლიდან ვახორციელებთ აგროდაზღვევის პროგრამას და მოვუწოდებთ ფერმერებს, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით. ჩვენ ყოველწლიურად ვაახლებთ პროგრამას საჭიროებების გათვალისწინებით. წელსაც გვაქვს სიახლე - აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში მევენახე ფერმერები ისარგებლებენ უკვე 70%-იანი თანადაფინანსებით, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის პროგრამას. აქვე აღვნიშნავ, რომ მისასალმებელია ყველა წამოწყება, ახალი საწარმო, რომელიც ქმნის პროდუქციას, თავისი წვლილი შეაქვს ეკონომიკაში და ასაქმებს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

,,შიდა ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ფერმერთათვის მოსავლის მოყვანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი მნიშვნელოვანია შესაბამისი დამცავი ინფრასტრუქტურის შექმნა. ერთ-ერთი ასეთია სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები, რომლის საწარმოც USAID-ისა და სახელმწიფო თანადაფინანსების საფუძველზე აშენდა და მისი წარმოება ქარელის მუნიციპალიტეტში დაიწყო. ფერმერები იმპორტირებულთან შედარებით შეღავათიან ფასებში შეძლებენ ბადეების შეძენას და სეტყვისაგან ნათესების დაცვას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საწარმოში დასაქმდება 30-ზე მეტი ადამიანი. მსგავს პროექტებს სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის ექნება მხარდაჭერა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.“- აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

საქართველოში USAID მისიის დირექტორ ჯონ პენელის განცხადებით, კიდევ ერთი ახალი საწარმოს გახსნა არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი.

„USAID ამაყობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ეს არის ქვეყანაში პირველი საწარმო, რომელიც აწარმოებს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს, რაც ასე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. საწარმო წარმოებული პროდუქციით დაეხმარება ფერმერებს მოსალოდნელი ზარალის თავიდან აცილებაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საქმეში", - განაცხადა ჯონ პენელიმ.

შპს „აგრობადის“, ყოველწლიურად, 1 მილიონ მ 2 სეტყვის საწინააღმდეგო ბადის და 600,000 ბადე-ჩანთის დამზადებას გეგმავს. ბადე-ჩანთები ბოსტნეულის შეფუთვისა და ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. ქართული წარმოების პროდუქციის შეძენას ფერმერები იმპორტირებულზე შეღავათიან ფასად შეძლებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.