რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მეჯვრისხეველი გიორგი ტერაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა
,,დიდ მადლობას ვუხდი ჩემ გათავისუფლებაში საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო პარტნიორებს'' - განაცხადა გიორგი ტერაშვილმა, რომელიც დღეს, ერგნეთის საგუშაგოზე საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს.

,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.'' - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, გიორგი ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

,,საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

35 წლის გიორგი ტერაშვილი 11 მაისს დააკავეს. ის, ორ თანასოფლელთან ერთად, საქონელს აბალახებდა. საქონელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, ხოლო, როგორც თავადაც ამბობს, მათ დაბრუნებას შეეცადა.

სწორედ ამ დროს, ოთხმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც რუსეთის საოკუპაძიო ძალებში მსახურობენ, გიორგი ტერაშვილი დააკავა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სხვა რეგიონში გვქონია შემთხვევები, რომ კამერებს ცეცხლსასროლი
იარაღიდან ესვრიან,

,,სხვა რეგიონში გვქონია შემთხვევები, რომ კამერებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან,

19:02 / 26.09.2023
სარეაბილიტაციო არხი სათავეს სოფელ ნადარბაზევის ტერიტორიიდან
იღებს (ხურვალეთის გადასახვევი)

სარეაბილიტაციო არხი სათავეს სოფელ ნადარბაზევის ტერიტორიიდან იღებს (ხურვალეთის გადასახვევი)

17:42 / 26.09.2023
,,ხაშუქალაქობაზე'' შემოვა 6 ცხენოსანი მხედარი. ცერემონიალზე

,,ხაშუქალაქობაზე'' შემოვა 6 ცხენოსანი მხედარი. ცერემონიალზე

15:01 / 26.09.2023
2024 წლის იანვარში კი დაგეგმილია სერგო ფარაჯანოვისა და თენგიზ
აბულაძის საიუბილეო ღონისძიებები
2024 წლის იანვარში კი დაგეგმილია სერგო ფარაჯანოვისა და თენგიზ აბულაძის საიუბილეო ღონისძიებები
13:29 / 26.09.2023
პოლკოვნიკი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას აფხაზეთში
გმირულად დაიღუპა.
პოლკოვნიკი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას აფხაზეთში გმირულად დაიღუპა.
13:07 / 26.09.2023
ვიდეორეპორტაჟი
,,ერთ დღესაც მეუბნება, რომ დე, მოდი შევაგროვოთ ფული,
"ხელი ბავშვობიდანვე არ მქონდა, ასეთი დავიბადე. როგორც სხვა ბავშვები თამაშობდნენ,
,,თუ მარტო თქვენ ცხოვრობთ ამ სოფელში, მეზობელი როგორ გყავთ?" - ვკითხეთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.