რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
ძმის სახლში მცხოვრებ დევნილს სააგენტომ ბინით დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადა
დევნილი, რომელიც ძმის სახლში ცხოვრობს, სააგენტომ ბინით არ დააკმაყოფილა. მიზეზი - არ არსებობს მისი დაუყონებლივი განსახლებაო.

ამის გამო, სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც დევნილის სასარგებლოდ დამთავრდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააგენტოსთვის არა აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, თუ სად და როგორ ცხოვრობს იძულებით გადაადგილებული პირი.

სააგენტოსთვის მთავარი უნდა იყოს ის კრიტერიუმები, რომელიც თავადვე განსაზღვრა. სასამართლოს აზრით, ამ კრიტერიუმების მიღმა სხვა არგუმენტების მოშველიება დაუშვებელია.

საქმე იმაშია, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირმა დევნილთა სააგენტოს პირველად 2020 წელს მიმართა და ბინით უზრუნველყოფა მოითხოვა.

დევნილთა განსახლების სააგენტოს წარმომადგენლებმა ვითარება შეისწავლეს, ჩავიდნენ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში და დაადგინეს, რომ დევნილი ცხოვრობს ძმის სახლში.

ამიტომ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, არ არსებობდა დევნილი მოქალაქის დაუყოვნებლივ განსახლების საჭიროება.

სააგენტოს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მოქალაქეს პრობლემები აქვს ძმის შვილთან და ამიტომ ითხოვს ბინასო. სასამართლოზე ძმისშვილმა განაცხადა, რომ იგი დაოჯახებას აპირებს და შესაბამისად სურს, რომ მამიდას თავისი სახლი ქონდეს.

სასამართლოს განმარტებით, დევნილთა სააგენტოს თავის გადაწყვეტილებაში არ უნდა ემსჯელა ასეთი ტიპის ოჯახური საკითზე. სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ქულები დგინდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა,
სადაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით კორუფციული
ბრალდების აღიარება შესთავაზეს და ხვალ ვრცელ განცხადებას გააკეთებს.
პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით კორუფციული ბრალდების აღიარება შესთავაზეს და ხვალ ვრცელ განცხადებას გააკეთებს.
16:46 / 17.08.2026
„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ და გორის რაიონის ყოფილ გამგებელ
სოსო მუმლაძეს თაღლითობის ბრალდება წაუყენეს მშენებლობასთან
დაკავშირებული თანხების სავარაუდო მითვისებისთვის.
„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ და გორის რაიონის ყოფილ გამგებელ სოსო მუმლაძეს თაღლითობის ბრალდება წაუყენეს მშენებლობასთან დაკავშირებული თანხების სავარაუდო მითვისებისთვის.
14:34 / 17.08.2026
ლომოურის ქუჩაზე სასმელ წყალში კანალიზაციის წყლის მოხვედრის შემდეგ,
რასაც ბავშვების მოწამვლა მოჰყვა, მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ
და რეაგირებას ითხოვენ.
ლომოურის ქუჩაზე სასმელ წყალში კანალიზაციის წყლის მოხვედრის შემდეგ, რასაც ბავშვების მოწამვლა მოჰყვა, მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ და რეაგირებას ითხოვენ.
14:02 / 17.08.2026
მარშრუტკის მძღოლმა თბილისი-სურამის
მიმართულებით მიმავალი მგზავრები, მათ შორის შშმ
ბავშვი და ხანდაზმული ქალი, ცუდი გზის
მიზეზით ხაშურში ჩამოსვა.
მარშრუტკის მძღოლმა თბილისი-სურამის მიმართულებით მიმავალი მგზავრები, მათ შორის შშმ ბავშვი და ხანდაზმული ქალი, ცუდი გზის მიზეზით ხაშურში ჩამოსვა.
12:41 / 17.08.2026
მერიტოკრატიული სისტემის დამყარების მიზნით მერმა კონსტანტინე
ბუზალაძემ მერიის შტატი 269-დან 223-მდე შეამცირა, გათავისუფლებულები
ერთთვიან კომპენსაციას მიიღებენ.
მერიტოკრატიული სისტემის დამყარების მიზნით მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ მერიის შტატი 269-დან 223-მდე შეამცირა, გათავისუფლებულები ერთთვიან კომპენსაციას მიიღებენ.
22:36 / 16.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.