რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,ძალიან მინდა, რომ ყველა დაუბრუნდეს თავის სახლს'' - სოფელი სათერძე


დაახლოებით ერთი წლის წინ, ქარელიდან ძამის ხეობაში ერთი ადამიანი დაგვემგზავრა. გვერძინეთამდე გამოგვყვა, სათერძეში მივდივარო.

,,სოფელში სულ რამდენიმე ადამიანი ვართ, საქონელს ვუვლით, მივდევთ ცხოვრებას““ - გვითხრა ჩვენმა მგზავრმა მაშინ. გვერძინეთში, მდინარე ძამის პირზე ჩამოვიდა და გზა ფეხით გააგრძელა.

მაშინ ვიფიქრეთ, რომ სოფელი სათერძე ახლოს, სულ რაღაც 1-1.5 კმ მანძილზე იქნებოდა.

გარკვეული ხნის შემდეგ,იქ ფეხით წასვლა გადავწყვიტეთ. თუმცა, გვირჩიეს, რომ სიარულს დიდი დრო დასჭირდებოდა, რადგან მანძილი სავარაუდოდ 4 კმ-აო.

ქარელში ტრანსპორტის ძებნა დავიწყეთ. ტაქსის მძღოლებმა იმ ორ ადამიანს დაურეკეს, ვისაც მაღალი გამავლობის მანქანა აქვს:

,,მე არ მცალია სარკეში ვარ, მერე იქიდან ყინწვისში მიმყავს ხალხი““ - შემოგვითვალა ერთმა მძღოლმა.

შემდეგ დაურეკეს სხვა მძღოლს - ,,შუანოზე ვარ, იქიდან არ ვიცი, როდის ჩამოვალ““ - შემოგვითვალა მეორე მძღოლმა.



ასე, რომ იმ დღეს უშედეგო აღმოჩნდა მანქანის ძებნა ქარელში. ტურისტულ სააგენტოს ჩავუარეთ, მაგრამ იქ არავინ იყო, ინფორმაცია მიგვეღო.

რამდენიმე ხნის შემდეგ, კვლავ გადავწყვიტეთ წასვლა. ქარელში დაგვაკავშირეს ერთ ადამიანს, რომელიც წარმნოშობით სათერძიდანაა. მხოლოდ, საწვავი ვუყიდეთ, გვერძინეთში დაგვხვდა და წაგვიყვანა სათერძეში.

100 მ-ის გავლის შემდეგ, მივხვდით, რომ ძალიან რთული და შთამბეჭდავი გზა გველოდებოდა წინ. მძღოლს ეღიმებოდა, რომ ჯერ კიდევ თითქმის ბარში ყოფნისას მოვიხიბლეთ ხედებით.

,,ჯერ სად ხართ. სანახაობა წინაა““ - გვეუბნება ჩვენი მასპინძელი.

იქ, სადაც გზა ორად იყოფა, ჩარჩოა დამონტაჟებული. ამ ჩარჩოში ღვთისმშობლის ხატია დამაგრებული. ერთი გზა მიდის სათერძისკენ, მეორე – ქართისკენ. ქართაში ბერები ცხოვრობენ.

შევუდეგით დიდ აღმართს. ჩვენი მანქანა ჯიუტად მიიწევს წინ, არ ეპუება ტალახს, ახალი ნაწვიმი იყო. მივდივართ და ვფიქრობდით, ფეხით აქ უნდა წამოვსულიყავით?

,,ჩემი ბიძაშვილი ფეხით ამოვიდა“ - ამბობს მასპინძელი. - ,,სულ რაღაც საათნახევარი დასჭირდა.“



რუის-ურბნისის ეპარქიაში სათერძე ძალიან ცნობილი ადგილია. მორწმუნეები აქ ხშირად მოდიან. პატარა სოფელში რამდენიმე სალოცავი დაგხვდა.

პირველი სალოცავი ანდრია პირვეწლოდებულის სახელობისაა. აქ 4-სართულიანი კოპლექსი შენდება. პირველ სართულზე სალოცავია, დანარჩენ სართულებზე პატარ-პატარა ოთახებადაა დანაწიებული ოთახები. აქ ბერები იცხობენენ.

ჯერ კიდევ დაუმთავრებელი შენობის ფანჯრიდან საოცარი სილამაზე მოჩანს.

ვიდრე სოფელში შევედით, კიდევ ერთი სალოცავი შეგხვდა, სადაც ათამდე ხის კოტეჯები იდგა. ამ კოტეჯებში, რომელსაც კელიებს უწოდებენ, ბერები ცხოვრობენ.

გავცდით სამონასტრო ტერიტორიას და შევედით სოფელში. ვესტუმრეთ კურტანიძეების ოჯახს.

ჩვენი მასპინძელი ნუნუ კურტანიძე თითქმის 70 წლისაა. ამბობს, რომ მისი დედამთილისა და მამამთილის ოჯახი 1954 წელს ბარში, ქარელში ჩაასახლეს.

,,როცა გადაასახლეს, რაც ფიცარი და მასალა ჰქონდათ, ყველაფერი ქარელში ჩაიტანეს. იმით ააშენეს ახალი სახლები ბარში. მე ჩემმა მეუღლემ1970-იან წლებში მომიყვანა ცოლად ამ ოჯახში. ქარელში ვცხოვრობდით. ჩემი მამამთილი და დედამთილი აქ დაბრუნდნენ 1984 წელს. ავაშენეთ ახალი სახლი და დაიწყეს ცხოვრება. ჩვენც დრო და დრო ამოვდიოდით ხოლმე. 2000-იან წლებში გარდაიცვალა დედამთლ-მამამთილი და მას შემდეგ მუდმივად აქ ვარ“- გვიყვება ნუნუ კურტანიძე.

საუბარში გვაჩვენებს გარემოს და ასევე იმ ახალ სახლებს, სადაც ქალაქიდან წამოსული ოჯახები ცხოვრობენ. ნუნუ კურტანიძე იმედოვნებს, რომ 12-ვე ოჯახი დაუბრუნდება სათერძეს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.