რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
რა ხდება ხაშურის #4 სკოლის ირგვლივ? - ინტერვიუ დირექტორთან
ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის ახალი შენობის აშენება ჭიანურდება, ასევე, ჭიანურდება მისი საბოლოო დემონტაჟი.

თავდაპირველად, შენობა დემონტაჟის მიზნით აუქციონზე გაიტანეს. შენობა კერძო პირმა 110 000 ლარად იყიდა. სკოლის ბიუჯეტში მხოლოდ 15 000 ლარი შეიტანეს, დანარჩენი აღარ.

სკოლის დირექტორი ნანა გაგნიძე ამბობს, რომ კერძო პირს სასამართლოში უჩივლებს.

შენობის დემონტაჟი 2021 წელს დაიწყო, თუმცა სკოლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, დემონტაჟი 2022 წელს მიმდინარეობდა.

2023 წელის იანვარში განათლების სამინისტრომ ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 22 მლნ ლარს აღემატებოდა. ამ თანხაში ახალ კომპანიას ,,ლიდ გრუპს'' უნდა დაესრულებინა დემონტაჟი და შემდგომ აეშენებინა ახალი შენობა. თუმცა, მანაც გააჭიანურა მუშაობის დაწყება.

თუ რა ხდება ხაშურში, კონკრეტულად მეოთხე სკოლის ირგვლივ? ვესაუბეთ დირექტორს ნანა გაგნიძეს. დირექტორის თქმით, კერძო პირს ზაზა მჭედლიშვილს სკოლის შენობა უნდა დაენგრია და ტერიტორიიდან ნაგავი 3 თვეში უნდა გაეტანა.

"როგორც მოგეხსენებათ, სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო. ერთი ფლიგელი საშინელ მდგომარეობაში, მეორე ფლიგელში იატაკი დაბლა იყო ჩასული და მესამე ფლიგელს არაუშავდა , მაგრამ კედლები მაინც დაბზარული იყო. გავაკეთეთ სამხარაულის დასკვნა, რომელიც იყო ასეთი, რომ პირველი და მეორე ფლიგელი უნდა დანგრეულიყო, ხოლო მესამეს სჭირდებოდა რაღაც რკინებში შეკვრა. რომ გადავუგზავნე ინფრასტრუქტურას, მითხრა, რომ ამის გაკეთებასო ჯობია ახალი აშენდესო და გამოვაცხადეთ დანგრევაზე აუქციონი." - ამბობს ნანა გაგნიძე.

როგორც დირექტორი გვეუბნება, ვაჟა მჭედლიშვილმა ის თანხაც არ გადაიხადა, რაც სკოლისათვის უნდა გადაეხადა, რის გამოც დირექტორმა მას 2022 წლის 10 დეკემბერს ხელშეკრულება ოფიციალურად შეუწყვიტა.

"პირველად ნორმალურად მუშაობდა, მაგრამ ცოტახნის შემდეგ შევამჩნიე, რომ ძალიან ზარმაცობდა. ამასთან ის თანხა, რაც ოფიციალურად უნდა შემოეტანა, ძალიან ცოტა შემოიტანა. 10 000 ერთხელ შემომიტანა 5000 ლარი მეორედ. აუქციონზე კი 101 000-ით გაიმარჯვა. მერე მე რომ აღარ დამემორჩილა, გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რომლის ოქმიც მაქვს შენახული. საპატრულო პოლიციამ გააფრთხილა, რომ სამ თვეში ეს ყველაფერი უნდა დაესრულებინა, მაგრამ მაინც არ დაასრულა.""-ამბობს ნანა გაგნიძე და დასძენს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ყველა ეტაპი ოფიციალურად გაიარა .

"მივწერე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს, რომ ასეთი მდგომარეობაა და რა გავაკეთო. მირჩიეს, რომ ხელახლა გამომეცხადებინა აუქციონი და გამოვაცხადე, თუმცა პირველ ჯერზე ჩაიშალა. შემდეგ მითხრეს, რომ აუქციონის პირობები შემეცვალა და მომეთხოვა, რომ იმ კომპანიას დაესრულებინა დემონტაჟი, ვინც ახალ შენობას ააშენებდა. სამინისტროს შესყიდვების გამოცხადების თარიღი არის 2023 წლის 31 იანვარი, ხოლო წინადადების მიღება დასრულდა 9 მარტს. ამ აუქციონზე გაიმარჯვა ვინმე "ლადი გრუპმა." საკმაოდ ძლიერი კომპანიაა და გამეხარდა, რომ ამ კომპანიამ გაიმარჯვა, მაგრამ ამათმაც გაწელეს დრო. როდესაც მივმართე, მითხრეს, რომ ძელი პროექტით ვეღარ იხელმძღვანელებდნენ, რადგან სკოლების აშენების სტანდარტები იყო შეცვლილი. ამიხსნეს, რომ თუ ერთ კლასს აქამდე სჭირდებოდა 40 კვ/მ, ახლა სჭირდება 50კვ/მ. ამის გამო ეს ძველი პროექტი შევცვალეს და სამშენებლო პროცესიც ამიტომ დაგვიანდა. ასევე მითხრეს, რომ მიმეწერა ოფიციალური წერილი და დაწვრილებით ამიხნიდნენ, თუ რატომ გახანგრძლივდა მშენებლობის დაწყება."-გვიყვება გვიამბობს ნანა გაგნიძე.

დირექტორის ინფორმაციით, პირს რომელმაც პირველ ჯერზე სადემონტაჟო სამუშაოები ბოლომდე არ დაასრულა, კიდევ აწარმოებდა მსგავს სამუშაოებს და სხვა შემთხვევებშიც არაკეთილსინდისიერად მოიქცა. ნანა გაგნიძს თქმით, მას აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც გადაგზავნილია სამინისტროში, სადაც გამზადდა შესაბამისი სარჩელი და გადაიგზავნა სასამართლოში.

"მხოლოდ ჩემთან კი არა სხვასთანაც აქვს ეს სიტუაცია აფერისტია და აღარ უნდა მიაღებინონ აუქციონში მონაწილეობა , მაგრამ რა ხდება იცით? სხვა სახელით და გვარით რეგისტრირდებიან და მაინც იღებენ აუზციონებში მონაბას."-ამბობს ნანა გაგნიძე.

ფოტოზე დემონტაჟი, 2022 წელი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
2037 ხელმომწერს შორის, 6 ექიმი გორიდანაა, 1 ექიმი კასპიდან, 1 ექიმი
კი - ხაშურიდან.
2037 ხელმომწერს შორის, 6 ექიმი გორიდანაა, 1 ექიმი კასპიდან, 1 ექიმი კი - ხაშურიდან.
20:26 / 12.12.2024
თავდაცვის სამინისტრო 36 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა, აქედან
28 ათასი ლარი

თავდაცვის სამინისტრო 36 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა, აქედან 28 ათასი ლარი

17:50 / 12.12.2024
11 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. გენო
პეტრიაშვილმა გაიჩაანთუბანში

11 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. გენო პეტრიაშვილმა გაიჩაანთუბანში

16:47 / 12.12.2024
"გ. ნათაძის სახ. სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის'' დასკვნა
14:56 / 12.12.2024
,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და
სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.

,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.

14:49 / 10.12.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.