რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
პირს, რომელიც 1991 წლამდე ცხინვალში ცხოვრობდა, დევნილის სტატუსი არ მისცეს
პირს, რომელიც 1991 წლამდე ცხინვალში ცხოვრობდა, დევნილის სტატუსი არ მისცეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო როგორც დევნილთა სააგენტომ, ასევე სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ.

მამაკაცმა შემდეგ სასამართლოს მიმართა, თუმცა სასამართლომ ძალაში დატოვა სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებები.

მოქალაქის პოზიცია:


დაახლოებით 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ამჟამად გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

მისი განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე ჩაწერა-ამოწერის საკითხი რეგულირდებოდა სსრკ მინისტრთა საბჭოს 1974 წლის N677 დადგენილებით და მოქალაქეთა ჩაწერა ხორციელდებოდა მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რა დროსაც არ არსებობდა ტერმინი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი.

სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის საარქივო ცნობების თანახმად, 1984-1991 წლებში ჩაწერის ადგილია ქ. ცხინვალი, რაც თავის მხრივ გულისხმობს საცხოვრებელ ადგილს.

მისი პოზიციით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სადავო პერიოდში (1991 წლამდე) სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით და არა დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რის შედეგადაც დაადგენდა, რომ მოქალაქე 1991 წლამდე თავისი ოჯახით მუდმივად ცხოვრობდა ქ. ცხინვალში.

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მან იქორწინა ქ. ცხინვალში.

სასამართლოზე მოითხოვეს საარქივო ცნობები, სადაც წერია, რომ მოსარჩელე გორის რაიონში არ ცხოვრობდა 1984-1986 წლებში.


სასამართლოს პოზიცია:



სასამართლოს მიაჩნია, რომ დევნილის სტატუსის მისაღებად გათვალისწინებული უნდა იყოს კანონი - "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ"

ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

,,ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.'' - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება მუდმივი საცხოვრებლის ცნებას, სასამართლომ მოიშველია ამავე მუხლის ერთ-ერთი პუნქტი: მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება.

სასამართლომ დამატებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსიც, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

,,ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება'' - აღნიშნავს მოსამართლე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სპორტსმენი ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილების შესახებ
ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
,,სპორტსმენი ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
16:47 / 09.05.2024
,,მელაკუდაში
,,მელაკუდაში" წარმოდგენილია სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი, თითოეული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს საქართველოში დადგენილ სტანდარტს,
13:24 / 09.05.2024
გორში ევროპის დღის აღსანიშნად სახალისო გარბენი მოეწყო.
გორში ევროპის დღის აღსანიშნად სახალისო გარბენი მოეწყო.
12:28 / 09.05.2024
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხიდი დაზიანებულია და ამიტომ
გადადიოდნენ მდინარეზე.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხიდი დაზიანებულია და ამიტომ გადადიოდნენ მდინარეზე.
14:39 / 08.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.