რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ყალბი მართვის მოწმობის გამოყენების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე 2000 ლარით დააჯარიმეს
მძღოლი, რომელიც რუსული ყალბი მართვის მოწმობით მოძრაობდა, 2000 ლარით
დააჯარიმეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა
სასამართლომ მიიღო.
2023 წლის 14 აპრილის განაჩენით, სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.
ადვოკატი სასამართლო სხდომაზე ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქე არ სარგებლობდა ყალბი მართვის მოწმობით, რომელიც რუსეთის ფედერაციაში იყო გაცემული.
როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, მძღოლი ბათუმიდან აზერბაიჯანამდე თავისუფლად მოძრაობდა 2 წლის განმავლობაში.
ამ ორი წლის განმავლობაში მან ყალბი რუსული მართვის მოწმობა 25-ჯერ წარადგინა შესაბამის სამსახურებში, თუმცა დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარებოდათ. ამასთანავე, 3-ჯერ მოახდინა სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევა, ერთი ბათუმში, მეორე ქუთაისში და მესამედ ავტობანზე.
სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა სასამართლო სხდომაზე წარადგინა ექსპერტიზის პასუხები.
კერძოდ, ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულის სახელზე შევსებული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა დამზადებულია არა სტამბური, ოფსეტური წესით, არამედ კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ არის ნამდვილი.
პროკურორისვე ინფორმაციით, ჩატარებული საექსპერტო კვლევით დადგინდა მთლიანად დოკუმენტის სიყალბე; მასზე არ იკითხება მიკროანაბეჭდი, დამცავი ბადე უხარისხოა, არ არის დაცული ფერთა ურთიერთშეხამება; საკვლევი ობიექტი ცვეთის გამო გახუნებული არ ყოფილა და იგი მთლიანად (მათ შორის – სურათიც) მარცვლოვან-სტრუქტურული აგებულებისაა.
პროკურორმა სხდომაზე ისიც განაცხადა, რომ ბრალდებულის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობის სიყალბე დადასტურდა ასევე მოსკოვის ინტერპოლის მიერ თბილისის ინტერპოლისათვის გაგზავნილი წერილით, რომლის თანახმად, მითითებული მართვის მოწმობა, შესაძლოა, ყალბი იყოს, რადგან: სახელმწიფო ბლანკზე არსებული პიროვნების ფოტო განსხვავდება ოფიციალურად გაცემული პიროვნების ფოტოსაგან; ოფიციალურად გაცემული მართვის მოწმობაში აღნიშნული კატეგორიები განსხვავდება ბრალდებულის სახელზე გაცემულ მართვის მოწმობაში მითითებული კატეგორიებისაგან; გარდა ამისა, მართვის მოწმობის გაცემისას პიროვნებამ წარადგინა რუსული პასპორტი, რომელიც, შესაძლოა, ასევე გაყალბებული იყოს, ვინაიდან ის გაცემულია რუსეთის სხვა მოქალაქის სახელზე.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს, რომელიც არ არის ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი დოკუმენტების წარდგენა - 25 ეპიზოდი) და მიესაჯა 2000-ლარიანი ჯარიმა.

ამავე კატეგორიაში
ავტორიზაციის საბჭომ სოფელ ზერტის უფუნქციო საბავშვო ბაღს დადებითი
დასკვნა ისე მისცა, რომ შენობაში არც ბავშვები დახვდათ და არც
ინვენტარი, 6 თვის შემდეგ კი ობიექტი კვლავ მოუწყობელია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ ოსიაურის
მიმდებარედ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა და
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებაში გადააგზავნა.
გორის სოფლებში წლობით დაუსრულებელმა და უფუნქციო საბავშვო ბაღებმა
ავტორიზაცია გაიარეს, თუმცა უცნობია, რა კრიტერიუმებით მიენიჭათ
სტატუსი დაკეტილ ობიექტებს, სადაც ინფრასტრუქტურა უკვე ზიანდება.
ქარელში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ფასადების მოპირკეთებაზე
მომუშავე ქვეკონტრაქტორმა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის
სასამართლო დავა მოიგო და დამკვეთს 22 364 ლარის გადახდა დაეკისრა.
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს,
შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ
ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები