რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
,,თბილისის პოლიციის მაღალჩინოსანმა კასპის სამმართველოში დაკავებულებს სცემა'' - მეტეხის ამბის გაგრძელება
კასპის პოლიციის სამმართველოში დაკავებულ პირებს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ სცემა.

ამის შესახებ ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ განგვიცხადა. იგი მოითხოვს, რომ დაისაჯონ ის პირებიც, ვინც დაკავებულ პირებთან პოლიციელი და მისი მამა შეუშვა და ბიჭები აცემინა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში სამი ახალგაზრდა დააკავეს. მათ პოლიციელზე ძალადობის მუხლით წაუყენეს ბრალი.

დაზარალებულია თბილისის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე. სოფელ მეტეხში მცხოვრები ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე იცავს.

როგორც გითხარით, დაზარალებული პოლიციელი თბილისის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

ის 1982 წელს დაბადებულია. მეუღლესთან, მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მეტეხში ისვენებდა.

რა ხდებოდა მეტეხში?



კვირა დღეს სოფელში ერთ-ერთ ოჯახში გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი სუფრა იყო გაშლილი და ე.წ. ორმოცი აღინიშნებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. როცა ხალხი დაიშალა, ყველა სხვადასხვა მიმართულებით წავიდა, ზოგი მანქანით, ზოგი ფეხით.

,,ეს ბიჭი, ვის ინტერესებსაც ვიცავ, მიდიოდა მანქანით, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. საპირისპირო მხრიდან მოდიოდა ავტომანქანა, რომელსაც ქალბატონო მართავდა. ქალბატონის მანქანას უკან მოსდევდა მისი მეუღლის მანქანა, რომლის მძღოლი პოლიციელი აღმოჩნდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანისა და ქალბატონის მანქანის სარკეები შეეჯახა ერთმანეთს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადმოვიდა მანქანიდან და იკითხა, ხომ არაფერი დაზიანდა. ამ დროს მესამე მანქანის სალოდან პოლიციის თანამშრომლის მამამ შეიგინა – შენი დედაო, ნორმალურად იარეო. ამას მოყვა დაპირისპირება. იმ კაცმა და მისმა შვილმა, რომელიც პოლიციელი აღმოჩნდა, დაუწყეს ცემა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ამ დროს გზაზე მოდიოდნენ ორმოციდან მომავალი ხალხი. დაინახეს რომ მათ თანასოფლელ ბიჭს სცემდნენ პოლიციელი და მისი მამა. ხალხმა დაიწყო მამა-შვილის შეკავება, ამდენი ხალხი რომ დაინახა პოლიციელმა, ამოიღო იარაღი და დაუმიზნა მათ. ხალხმა წაართვა ეს იარაღი, ამ წართმევაში მეორედაც გაისროლა. დიდ უბედურებას გადარჩა მეტეხი" - ამბობს ადვოკატი..

როგორც ადვოკატი ამბობს, სპეციალური საგამოძიებო კომისიამ დაიწყო მოკვლევა, თუ რა მოხდა საკუთრივ კასპის პოლიციის შენობაშიც. რატომ შეუშვეს დაკავებულებთან პოლიციის მაღალჩინოსანი და მისი მამა, რატომ აცემინეს მეტეხლი ბიჭები.

კასპის საავადმყოფოში შემოწმებაზე კი მხოლოდ პოლიციის მაღალჩინოსანი მიიყვანეს. ექიმ ბეგი თათრიშვილის თქმით, პოლიციელს დაზიანება მხოლოდ თხემის არეში აღენიშნებოდა, ისიც კანის შეწითლება.

პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალი უკვე წაუყენა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი (ძალადობა) და 237-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ'' - რაც იარაღის უკანონოდ დაუფლებას გულისხმობს და 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების
გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით
პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
18:51 / 02.11.2026
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ
ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის
ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
15:49 / 02.11.2026
შიდა ქართლში მოზარდების მიერ ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის
ფაქტზე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო მოზარდის დედა და
სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ხოლო ვიდეოს გადამღების მიმართ საქმის
წარმოება შეწყდა.
შიდა ქართლში მოზარდების მიერ ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო მოზარდის დედა და სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ხოლო ვიდეოს გადამღების მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.
14:42 / 02.11.2026
სოფელ ზერტში 200-ბავშვიანი საბავშვო ბაღის ჩაბარებიდან წელიწადზე
მეტი გავიდა, თუმცა ობიექტი კვლავ გაუხსნელია, ბავშვები კი ნაქირავებ
კერძო სახლში დაჰყავთ.
სოფელ ზერტში 200-ბავშვიანი საბავშვო ბაღის ჩაბარებიდან წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ობიექტი კვლავ გაუხსნელია, ბავშვები კი ნაქირავებ კერძო სახლში დაჰყავთ.
11:10 / 02.11.2026
ტურნირზე OPEN KUTAISI 2026 შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური
სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს
მედალი დაისაკუთრეს.
ტურნირზე OPEN KUTAISI 2026 შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.
19:05 / 01.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.