რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,გორის-ჯვრის გოგირდის აბანო'' - ახალი ცნობები კურორტის შესახებ
გორის არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან მაჭარაშვილმა გორიჯვრის კუტორტორის შესახებ საინტერესო ცნობებს მიაკვლია.

მის მიერ მოძიებული ერთ-ერთი დოკუმენტით, რომელიც 1925 წლით თარიღდება, ირკვევა, რომ საუკუნის წინ აბანოს კარ-მიდამო სავსე იყო ჩარდახიანი ურმებით, რომლის პატრონებიც მოსულან სხვა და სხვა შორეული სოფლებიდან.

"საკმარისია დათვალიერება ამ მინერალური აბანოს არე-მარესი ზაფხულის რომელიმე დღეში, რომ ყველა აშკარად განისმჭვალოს მისი დიდი მნიშვნელობით. აბანოს კარ-მიდამო ხშირად სავსეა ჩარდახიან ურმებით, რომლის პატრონებიც მოსულან აქ სხვა და სხვა შორეულ სოფლებიდან. აი ორიოდე მრავალ-მეტყველი ციფრი: ა. წ. ენკენისთვის განმავლობაში აბანოთი უსარგებლია 1020 პირს, აქედან საბჭოთა მოხელე ყოფილა 268 და დანარჩენი 752 კერძო, ასეა ყველა თვეებში მთელი სეზონის განმავლობაში" (1925 წ).

1924 წლის 12 აგვისტოს პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება გორიჯვრის აბანოში მაგარი სასმელების გაყიდვის აკრძალვის და "ჩაშკა-ჩაის" გახსნის შესახებ.

1926 წელს გამოიცა სავალდებულო დადგენილება გორიჯვრის მთის ფერდობის და ტყის დაცვის შესახებ, დადგენილების თანახმად აიკრძალა გორიჯვრის ფერდობის ტყეში, დაწყებული ქვა-შავის ტყიდან ვიდრე გორისის ქედის დასავლეთ ფერდობამდის ხეების, ჩირგვების და ბუჩქების ჩეხვა და დაჭრა, აიკრძალა საქონლის ძოვება და ცეცხლის დანთება, ახალი ახოების გაჭრა და უკვე არსებული სახნავი მიწების გაფართოვება, აიკრძალა გუდურების და ხელის ურმების თრევით გამოტარება. სავალდებულო დადგენილების დამრღვევი ჯარიმდებოდა 100 მანეთით ან ორ თვემდე გამასწორებელ სახლში დაპატიმრებით.

1928 წლის ივნისის დადგენილებით გორის "ეპო"-ს დაევალა გორიჯვრის გოგირდის აბანოსთან სავაჭრო ფარდულის მოწყობა მოსული ავადმყოფების და მათი მხლებლების მომსახურების მიზნით.

1928 წლის ივლისის თვეში გეოლოგი აკენტიევის მიერ ჩატარდა გორიჯვრის გოგირდოვანი წყლების გამოკვლევა, გეოლოგის დასკვნით - "დღევანდელ აბანოში მომდინარე წყალი წამში იძლევა მხოლოდ 1 ლიტრამდე და გაჭირვებით აკმაყოფილებს 7 აბაზანას, რომელიც მოწყობილია აბანოში, თუ თავი მოეყრება ყველა წყაროებს, რომლებიც გაფანტულია მთაში აბანოს შენობის ზევით, მაშინ წამში მივიღებთ 14 ლიტრა წყალს, რაც თავისუფლად შეიძლება ეყოს დღეში 60 აბაზანას. გეოლოგიური გამოკვლევის დამთავრების შემდეგ აღმოჩენილი იქნა 7 წყარო. გეოლოგ აკანტიევის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით 2 შენობის ასაშენებლად 1928 წლის 19 ივლისის პრეზიდიუმის დადგენილებით აღიძრა შუამდგომლობა თანხის გამოყოფის შესახებ. დამატებითი თანხები გამოიყო იმავე წლის ნოემბრის თვეში, გოგირდის წყლების ახლად აღმოჩენილ წყაროებზე ბეტონის თაღების გასაკეთებლად.

1931 წელს გორიჯვრის გოგირდის აბანო მოეწყო, დაინიშნა აბანოს გამგე და თანამშრომლები.

1938 წელს დაიწყო გორიჯვრის აბანოს და სასტუმროს მშენებლობა-"გორიჯვრის გოგირდიანი წყალი დიდი ხანია ცნობილია როგორც სამკურნალო წყალი, მაგრამ სრული მოუწყობლობის გამო ეს აბანო ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას... გორის რაიაღმასკომის პრეზიდიუმი ადგენს:

1. გორიჯვარში არსებული პრიმიტიულ აბანოს მიეცეს ბალნეოლოგიური კურორტის სახე, ამისათვის ამ თავიდანვე საჭიროა დაწყებული იქნას მუშაობა ბევრ ადგილას გამომდინარე გოგირდოვანი წყალის თავის მოყრისათვის.

2. აგებული იქნას სააბაზანო ახალი შენობა, სადაც მოეწყოს არა ნაკლები 30 ვანისა.

3. ვინაიდან სამკურნალოდ მოსულ ავადმყოფებს, როგორც რაიონის სხვა და სხვა კუთხეებიდან, აგრეთვე შორეულ ადგილებიდან უხდებათ მკურნალობის გატარება სრულიად მიუღებელ პირობებში უბინაობის გამო, ამისათვის აგებული იქნას აბანოსთან სასტუმრო არანაკლები 100 კაცისათვის. აღიძრას შუამდგომლობა საქ. სახკომსაბჭოს წინაშე, რათა გორიჯვარში ბალნეოლოგიურ კურორტის მოწყობისათვის დაუშვას 1938 წელში საჭირო კრედიტი.

1943 წელს გაიხსნა კეთილმოწყობილი გორიჯვრის აბანო.

1953 წლის 3 აპრილს აღმასკომის მიერ დამტკიცდა გორიჯვრის სამკურნალო აბანოს ტიპიური დებულება, დებულების თანახმად აბანო შედიოდა გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილების გამგებლობაში, როგორც სამკურნალო სამეურნეო ორგანიზაცია.

1970-1980-იან წლებში კურორტ "გორიჯვარში" ყოველწლიურად ტარდებოდა ტურისტული სეზონისათვის მზადების ღონისძიებები, სააბაზანო ოთახები და ლაბორატორია აღჭურვილი იყო თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით და მოწყობილობებით, სამზარეულო და სასადილო დანადგარებით, დამონტაჟებული იყო განათების სისტემა.

საფუძველი: გორის სამაზრო აღმასკომი-ფონდი N3; გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომი-ფონდი N6.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.