რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სკრელმა ჯემალ ბალიაშვილმა ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მაქსიმალური 51-დან 51 ქულა მიიღო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა
ჯემალ ბალიაშვილმა ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მაქსიმალური
51-დან 51 ქულა მიიღო
ჯემალი ამავე დროს ოქროსმედალოსანია.
წარმატებული ახალგაზრდა სოფელ სკრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. სკოლის მათემატიკის მასწავლებელი კი პავლე სართანიაა.
„ჯემალი ჩვენი სკოლის ოქროსმედალოსანია და ვამაყობთ, რომ მან მათემატიკაში, ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოცდაში, უმაღლესი ქულა აიღო. ჯემალის წარმატების მიღწევაში უდიდესია მისი პედაგოგის როლიც“, - „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა სკრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლანა ფერაძემ.
ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში, მათემატიკასა და ისტორიაში.
შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.

ამავე კატეგორიაში
15 ნოემბერს გამართულ სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის წესდება
დაამტკიცეს და 16-წევრიანი საორგანიზაციო კომიტეტი აირჩიეს.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრს ერთი
კვირის ვადაში უნდა მიმართოს.
საკრებულოს თავმჯდომარის, მარლენ ნადირაძის ანგარიშის მიხედვით, ბოლო
ერთ წელიწადში სამმა ფრაქციამ ჯამში 28 სხდომა ჩაატარა. სამივე
ფრაქცია საკრებულოში „ქართული ოცნების“ სახელით მოხვედრილი
წევრებისგან შედგება.
10 და 15 ნოემბრის ღვთისმსახურებებზე, რომლებსაც სურამისა და ხაშურის,
ასევე მესტიისა და ზემო სვანეთის მღვდელმთავრებიც
ესწრებოდნენ, მეუფე იობმა მოქმედი ხელისუფლება მწვავედ
გააკრიტიკა და სახელმწიფოსა და ეკლესიის შერწყმის მცდელობა დაუშვებლად
შეაფასა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის მიერ
ორგანიზებული აქცია ზამთრის პერიოდში საჭიროების მქონე ადამიანების
თბილი ტანსაცმლით დახმარებას ისახავს მიზნად. ინიციატივაში
ეკოკლუბების წევრებთან ერთად კერძო მაღაზია „რჩეულიც“ ჩაერთო.
გასულ წლებთან შედარებით ბენეფიციართა სია 210 ოჯახით გაიზარდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სასურსათო
პროდუქტებისგან შემდგარი ნობათი მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის 27
დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები