რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
გორის მერიამ 8 მოიჯარეს თანხა არ გადაახდევინა - დავალიანება 230 000 ლარია
გორის მუნიციპალიტეტში იჯარით გაცემული ქონებიდან მოიჯარეებს წლების განმავლობაში ბიუჯეტში თანხა არ გადაახდევინეს, ხოლო ზოგიერთი მუნიციპალური ქონება გამოყენებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ.

სახელმწიფო აუდიტის ცნობით, ეს დარღვევა 2020-2021 წლების დოკუმენტების შესწავლისას გამოვლინდა და შესაძლოა სხვა შემთხვევებსაც ჰქონდეს ადგილი.

,,მოსარგებლეების მიერ გადაუხდელი დავალიანება ჯამურად 228.7 ათას ლარს შეადგენს. ჯამში − 283.8 ათასი კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები გაცემულია სიმბოლურ ფასად. კერძოდ, მიწების ჯამური წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 83 ლარს.'' - აღნიშნულია დასკვნაში.

აუდიტის შეფასებით, მუნიციპალიტეტი რიგ შემთხვევებში არ ატარებდა სათანადო ღონისძიებებს საკუთარი ინტერესების დასაცავად.

,,ქონებით მოსარგებლეების ნაწილი საფასურს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ იხდიდა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც დავალიანების თანხა წლიურ საიჯარო ქირას 4-ჯერდა 9-ჯერ აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, მერიას ხელშეკრულების შეწყვეტის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებები არ გამოუყენებია.'' - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

ირკვევა, რომ 6 ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, იჯარების ხელშეკრულებები მერიის მიერ აღრიცხული არ იყო.

,,დამატებითი აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2 ერთეული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. მერიას სამართლებრივი რეაგირება არ ჰქონდა განხორციელებული და შესაბამისად, სარგებლობის საფასური ბიუჯეტში ჩარიცხული არ არის. მუნიციპალური ქონების მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლოა არსებობდეს სხვა ანალოგიური შემთხვევებიც, რომელთა გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად, მუნიციპალიტეტმა დამატებითი ღონისძიებები უნდა განახორციელოს.'' - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ჩვენ მოვიძიეთ ეს მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთები მდებარეობს ხიდისთავში, ბობნევში, ჭვარებში, ტინისხიდსა და კარალეთში. ამათგან კარალეთსა და ტინისხდიში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ბატეთის ტბის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით ქარელში აქცია
დაიგეგმა

ბატეთის ტბის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით ქარელში აქცია დაიგეგმა

10:51 / 22.08.2026
ინფორმაცია რადიო ,,თავისუფლებამ

ინფორმაცია რადიო ,,თავისუფლებამ" გაავრცელა.

09:46 / 22.08.2026
ასპის სოფელ ლამისყანაში ღია ჭაში ჩავარდნილი ლეკვის ამოსაყვანად
ადგილობრივები დაახლოებით ერთი საათი იბრძოდნენ და საბოლოოდ
გადაარჩინეს.
ასპის სოფელ ლამისყანაში ღია ჭაში ჩავარდნილი ლეკვის ამოსაყვანად ადგილობრივები დაახლოებით ერთი საათი იბრძოდნენ და საბოლოოდ გადაარჩინეს.
20:06 / 21.08.2026
მოსწავლეების თქმით, სარემონტო სამუშაოების დაგვიანების გამო
განიხილება დისტანციური სწავლების ან სხვა სკოლაში დროებით გადასვლის
ვარიანტები, დირექტორმა კომენტარი არ გააკეთა.
მოსწავლეების თქმით, სარემონტო სამუშაოების დაგვიანების გამო განიხილება დისტანციური სწავლების ან სხვა სკოლაში დროებით გადასვლის ვარიანტები, დირექტორმა კომენტარი არ გააკეთა.
15:33 / 21.08.2026
ქართლის ქუჩაზე პარკირების მოსაწყობად და დასახაზად გარემოვაჭრეებს
ადგილი დაათმობინეს, მუნიციპალიტეტის ცნობით, ანტისანიტარიის ფონზე
ქვეწარმავლებიც მომრავლდნენ.
ქართლის ქუჩაზე პარკირების მოსაწყობად და დასახაზად გარემოვაჭრეებს ადგილი დაათმობინეს, მუნიციპალიტეტის ცნობით, ანტისანიტარიის ფონზე ქვეწარმავლებიც მომრავლდნენ.
15:31 / 21.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.