რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ხაშურის სტადიონზე გათამაშებისთვის ჩატანილი სპორტული ინვენტარი მშობლებმა ,,დაიტაცეს''
ხაშურის სტადიონზე ჩაიშალა ღონისძიება, სადაც სპორტული ინვენტარი უნდა გათამაშებულიყო.

29 აგვისტოს ,,ივერიის'' სტადიონზე შეკრებილმა ადამიანებმა, ძირითადად მშობელთა ნაწილმა სპორტული ინვენტარი ,,მოიპარა''.

ღონისძიებას სპორტული მაღაზია Jassport-ი მართავდა. ხაშურში იმყოფებოდა ასევე იუთუბერი ომარ ჩიტიშვილი. საფეხბურთო „ჩელენჯებში'' გამარჯვებულებს პრიზები ბუცები, მაისურები და ბურთები უნდა გადასცემოდათ.

,,ჯერ კიდევ იქიდან მივხვდი, რომ განწყობა არეული იყო, როდესაც სტადიონის ადმინისტრაციას შევხვდით. მიკროფონები რატომ არ გაქვთო, სტადიონი იტკეპნებაო. ძალიან ცუდად დაგვხვდნენ სტადიონის თანამშრომლებიც. ჩვენ ჩამოვედით კეთილი ნებით, მაგრამ დახვედრა იყო ასეთი, ხაშურში.'' - აცხადებენ ორგანიზატორები.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სტადიონზე შეტანილი ინვენტარი მშობლებმა რამდენიმე წამში დაიტაცეს.

,,ნელ-ნელა იპარავდნენ, ჯერ კოკა-კოლა აიღეს. უფროსობა გახარებული იყო, რომ ეს ნივთები ჩავიტანეთ. ვხედავდით, როგორ იპარავდნენ. ჯერ თვითონ დაიწყეს ქურდობა, მერე იმდენი ბავშვი და მშობელი იყო, უმართავი გახდა სიტუაცია. ის მშობლები კი, ვისაც არ შეხვდათ ბუცები თუ ბურთები, მოგვაძახეს, უნამუსოები ხართო'' - აცხადენ ,,ჯასპოტის'' წარმომადგენლები.





Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უწყება უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, როგორც შრომის
უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე
უწყება უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე
19:02 / 01.03.2024
დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა აშშ საელჩოში, სადაც ამერიკის ელჩმა
რობინ დანიგანმა
დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა აშშ საელჩოში, სადაც ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა
16:28 / 01.03.2024
ფოტოგასეირნება დაიწყება წმინდაწყლის მიმართულებით და გადაიღებენ
ახალი გზის მშენებლობას,
ფოტოგასეირნება დაიწყება წმინდაწყლის მიმართულებით და გადაიღებენ ახალი გზის მშენებლობას,
13:31 / 28.02.2024
,,ჰაბი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მძღოლებმა დაისვენონ, ჰქონდეთ
თავიანთი სივრცე, ყავის დასალევი თუ
,,ჰაბი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მძღოლებმა დაისვენონ, ჰქონდეთ თავიანთი სივრცე, ყავის დასალევი თუ
18:36 / 27.02.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.