რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
რა ვიცით ბიეთის ტაძრის შესახებ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გაზეთ ,,ხურზარინის'' ცნობით, მიმდინარეობს სოფელ ბიეთში ტაძრის გაწმენდითი სამუშაოები.

სამუშაოებში ჩართულები არიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

სოფელი ბიეთი მდებარეობს ცხინვალის რაიონში, ცხინვალიდან 20 კმის დაშორებით, დასავლეთით. სოფლიდან 1 კმ-ის დაშორებით მდ. მეჯუდას დასავლეთით, მისი ერთ-ერთი შენაკადის ხეობაში მდებარეობს ნახევრად მღვიმის ეკლესია.

ბიეთის ტაძარი ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია მდინარე მეჯუდის ხეობაში. მეცნიერ უჩა მურღულიას ცნობით, ბიეთის ერთერთ წარწერაში რომელიც დათარიღებულია X საუკუნით, მოხსენიებული ვაჩე და ბეშქენი: „1წ(მიდა)ო//ს(ა)მებ(ა)ო]/2ვ(ა)ჩ//ე და /3ბ(ე)შქ(ე)//ნ დაიც//(ე)[ვ]ნ.“

თუმცა, ეს ბეშქენი არ უნდა იყოს დიცის ღვთისმშობილის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე მოხსენიებული ტაძრის ქტიტორთაგანი.

იმავე ბიეთის ტაძრის სხვა წარწერაში, რომელიც ასევე X საუკუნით არის დათარიღებული სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება ერისთავთ-ერისთავი იოვანე: „ქ(რისტ)ე, მე(უ)[ფეო]//ყოველთ(ა)ო, ა[დ](ი)/2დე ე(რისთავთ)-ე(რისთავი) ი(ოვან)ე,//ძე ბაკ(ურ)/3 ყ(ა)ნჩაელ(ისა)//, უფალი და /4 პ[ა]ტრ[ო]ნი ამ(ი)ს წ(მი)დისა/5 ეკლ(ე)სი(ის)ა,//[დ]ავიც(ე)ვ წ(მი)და/6 [მრ]ემლი ს(ა)მე//[ბის]ა] ყო[ვ(ე)ლი.]“



უჩა მურღულია წერს:

1.  ეჭვს გარეშეა, რომ ბიეთი ყანჩაელთა ტერიტორიას წარმოადგენდა და დიცის ეკლესიის ერთ-ერთ ქტიტორს ბიეთის წარწერაში არ მოიხსენიებდნენ. ბიეთის წარწერაში მოხსენიებული „ვაჩე“ და „ბეშქენი“ რ. მეფისაშვილის აზრით, ყანჩაელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლები უნდა იყვნენ. ანთროპონიმი „ვაჩე“ ყანჩაელთა გვარში გავრცელებული სახელი იყო.

2. შესაძლებელია, ისინი ერისთავთ-ერისთავ იოვანეს შვილები, ან სახლისკაცები იყვნენ.

ბიეთის წარწერაში მოხსენიებული ბეშქენის მოღვაწეობა ქრონოლოგიურად უფრო გვიანდელი უნდა იყოს, ვიდრე დიცის და ერედვის წარწერები. დიცის ტაძრის ერთ-ერთ ქტიტორს ბეშქენს, წარწერის თანახმად, ორი ძმა: ჯარიდი და გოდერძი ჰყავს, რომლებიც ბიეთის წარწერებში არსად ჩანან. ბიეთის წარწერის ბეშქენი და დიცის წარწერის ბეშქენი რომ ერთი და იგივე პირები იყვნენ, ბიეთის წარწერებში, უჩა მურღულიას აზრით, მისი ძმების მოსახსენებელიც იქნებოდა. ბეშქენი ძველ საქართველოში გავრცელებული საკუთარი სახელი იყო.

3. ბეშქენ ერისთავთ-ერისთავი იხსენიება 1172 წლით დათარიღებულ იკორთის ტაძრის ასომთავრულ წარწერაში.

4. ბეშქენი რომ გავრცელებული საკუთარი სახელი იყო, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ არსებობდა სოფელი ბეშქენაშენი, რომელიც მოიხსენიება ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების 1392 წლის სითარხნის გუჯარში: „თრიალეთს: სოფელი ბარეთი და ცოტა ბარეთი, ქედის უბანი, მალისს: სოფელი საყდარი, ზურისუბანი, ახალშენი, კლონა, ბეშქენაშენი.

5. სოფელი უკანა ბეშქენაშენი (თრიალეთზე) მოხსენიებულია ქართლის საკათალიკოსო მამულების სითარხნის 1559 წლის გუჯარში.

6. თრიალეთზე არსებული ბეშქენაშენი იხსენიება 1697 წლის დოკუმენტში,

7. დიცის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე არსებულ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებული ჯარიდი, შესაძლოა, ასაკით ყველაზე უფროსი არ იყო ძმებს შორის, მაგრამ ტაძრის აგებაში, ან მის მოვლა-პატრონობაში მან უფრო მეტი წვლილი შეიტანა და ამიტომაც მოიხსენიეს მეორე წარწერაშიც.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის
თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
12:57 / 25.07.2024
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია
აღზრდილი.
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია აღზრდილი.
11:30 / 25.07.2024
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
11:03 / 25.07.2024
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
16:49 / 24.07.2024
ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს
მოვიდა.

ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს მოვიდა.

14:45 / 24.07.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.