რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,დააბრუნეთ 44 ლარი'' - მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ პენსიონერს სახელმწიფო დაღუპული ქმრის სახელზე ჩარიცხულ თანხას სთხოვს
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალს, რომელიც მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს, სახელმწიფომ დანამატის სახით გაცემული თანხის, 44 ლარის უკან დაბრუნება მოსთხოვა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პენსიონერ მოქალაქეს სოციალური მომსახურების სააგენტომ გაუგზავნა. უარის მიღების შემდეგ, სააგენტომ ხანდაზმული ქალის მიმართ სასამართლო დავა დაიწყო.

დანამატის ოდენობა 44 ლარია. ეს ის რაოდენობის თანხაა, რომელიც სახელმწიფომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს პენსიასთან ერთად, დანამატის სახით დაუნიშნა.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტის საჩივარშია აღნიშნული, ქალს მეუღლე 2021 წლის 29 მარტს გარდაეცვალა, ხოლო ქმრის პენსია, თავისი დანამატით, ერთი კვირის შემდეგ, ბარათის საშუალებით 2021 წლის 7 აპრილს გაიტანა.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ პენსიონერმა მოქალაქემ მიიღო უკანონო შემოსავალი და სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს.

საკითხი გორის სასამართლოში განიხილეს. გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააგენტოს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ხანდაზმულ ადამიანს სახელმწიფოს სასარგებლოდ 44 ლარის უკან დაბრუნება დაავალა.

გორის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში სოციალური მომსახურების სააგენტომ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიხედვით, დანამატი ითვლებაა პენსიის ნაწილად, რომელთან ერთადაც მიიღო გარდაცვლილის მეუღლემ.

როგორც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, იმ მოქალაქეებმა, ვინც 2021 წლის ჩათვლით, პენსია უკანონოდ მიიღეს, მოხდა მათი ლეგალიზაცია.

შესაბამისად, ვინაიდან დანამატი არის პენსიის შემადგენელი ნაწილი, სასამართლოს აზრით, უნდა მოხდეს 44 ლარის ლეგალიზაციაც.

სოციალური მომსახურების სააგენტო არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და 2023 წლის 16 ივნისს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე
გაუხანგრძლივეს.
მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს.
13:55 / 23.10.2026
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2023 წელს სტიქია მოხდა.
ეკოცენტრის წარმომადგენლები ტანის ხეობის ამ მონაკვეთს 2027 წლიდან
ესტუმრებიან.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2023 წელს სტიქია მოხდა. ეკოცენტრის წარმომადგენლები ტანის ხეობის ამ მონაკვეთს 2027 წლიდან ესტუმრებიან.
12:31 / 23.10.2026
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში
გამარჯვებულად „საბა კონსტრაქშენი“ გამოცხადდა. ჯამში 9.7 მლნ ლარია
გათვალისწინებული.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „საბა კონსტრაქშენი“ გამოცხადდა. ჯამში 9.7 მლნ ლარია გათვალისწინებული.
11:16 / 23.10.2026
წყლით სავსე თხრილები არ არის შემოღობილი, არც საინფორმაციო დაფაა
გამოკრული.
წყლით სავსე თხრილები არ არის შემოღობილი, არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული.
18:56 / 22.10.2026
როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია
აღნიშნული, 45 წლის და 49 წლის მამაკაცები 2024 წლის 16 სექტემბრიდან
იყვნენ პატიმრობაში.
როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, 45 წლის და 49 წლის მამაკაცები 2024 წლის 16 სექტემბრიდან იყვნენ პატიმრობაში.
17:47 / 22.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.