რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
,,ნათურა იყო უხარისხო'' - ნიქოზის მშენებარე სტადიონზე ბავშვს დენმა დაარტყა
გუშინ საღამოს, ნიქოზის მინი სტადიონზე, რომელიც მშენებლობის პროცესშია, მოზარდს დენმა დაარტყა.

მოზარდი თავს კარგად გრძნობს, ის მოინახულეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, სამედიცინო პერსონალის აზრი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წუხელ აღარ ჩათვალეს საჭიროდ, რომ დასახმარებლად სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოეძახებინათ.

რა მოხდა სტადიონზე? ამის თაობაზე კომპანიის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.

როგორც კომპანია ,,ბე-პეს'' წარმომადგენელი, ბესიკ ჩარგეიშვილი ,,ქართლის ამბებთან'' საუბარში აცხადებს, მოზარდი ხელით შეეხო გარეგანათების ბოძს, რომელიც საკმაოდ დაშორებულია სტადიონის ბადეებს.

როგორც ბესიკ ჩარგეიშვილი განმარტავს, დღევანდელი შემოწმების შედეგად, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გარეგანათების ბოძზე დენი გადადიოდა ნათურიდან.

,,ამ ეტაპზე ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ დენი გადადიოდა ნათურიდან ბოძზე. ნათურა აღმოჩნდა უხარისხო. შეიკრა წრედი, თუმცა დენის სიმძლავრე არ იყო ისეთი ძლიერი. წინაღობა რომ დიდი ჰქონოდა დენს, ასეთ შემთხვევაში სტადიონზე დენი ავტომატურად გამოირთვებოდა. ასეთი სისტემაა დამონტაჟებული, ზოგადად, სტადიონზე. თუ სადმე რაიმე წინაღობაა, ელექტროენერგია ავტომატურად ირთვება.'' - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.

გარდა ამისა, ბესიკ ჩარგეიშვილი ამბობს, რომ მათ მოინახულეს მოზარდიც და გაესაუბრნენ, თუ სად და რა ვითარებაში შეეხო ბოძს.

,,ასევე, მინდა ვთქვა, რომ ადგილი არ ჰქონია გონების დაკარგვას, როგორც ეს სხვადასხვა მედიით გავრცელდა. ბავშვმა დაიყვირა და როგორც თავად გვითხრა, გონება არ დამიკარგავსო'' - ამბობს კომპანიის დირექტორი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როდის მოხდა დენის მიწოდება სტადიონზე, კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, დენი სტადიონზე ჩაირთო 5 დღის წინ. ნათურებიც მაშინ ჩაირთო.

ვის ევალება პასუხისმგებლობა ასეთ დროს, სტადიონზე უსაფრთხოების კუთხით, კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითონ სისტემა ამას უზრუნველყოფს; რომ ნებისმიერი პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, დენი სტადიონზე ავტომატურად უნდა ითიშებოდეს.

,,ქართლის ამბებმა'' შესყიდვების ვებ-გვერდზე ნახა, რომ კომპანია ,,ბე-პეს'' ობიექტი ჯერ ჩაბარებული არა აქვს მერიისთვის. მათ მხოლოდ თანხის 20% აქვთ მიღებული ავანსის სახით. სატენდერო კომისიამ ის გამარჯვებულად 2023 წლის 27 ივნისს გამოაცხადა, ხელშეკრულება ივლისში გაფორმდა და მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს ოქტომბერში. გამოცდილებაში უწერიათ, რომ გაკეთებული აქვთ საქართველოს მასშტაბით 34 მინი სტადიონი.

თუმცა, საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტის წინაშე დადგნენ 35-ე სტადიონზე. ,,ბე-პეს'' დირექტორის თქმით, დენის ჩართვის დროს, გაიტესტა სისტემა, წუნი არავის შეუმჩნევია. ობიექტის ჩაბარებამდე 16 დღე დარჩა. ამის შემდეგ, მერიის მიერ დაქირავებული საზედამხედველო კომპანია ამოწმებს ობიექტს. ეს საზედამხედველო კომპანიაა ,,ოპტიმალ გრუპი''.

,,ოპტიმალ გრუპის'' დასკვნა ჯერ მზად არაა. როგორც კი ეს დასკვნა გამოქვეყნდება, ,,ქართლის ამბები'' ამ დასკვნასაც გამოაქვეყნებს.

რატომ დაიწყეს თამაში ბავშვებმა იმ სტადიონზე, რომელიც შემოწმებული არ იყო და არ იყო ჩაბარებული მერიისთვის? ამის თაობაზე ,,ოპტიმალ გრუპის'' პოზიცია ჯერ არ ვიცით. ხელშეკრულების მიხედვით, სწორედ, ,,ოპტიმალ გრუპს'' ევალება კონტროლი. ხელშეკრულებაში ვკითხულობთ?

,,ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების დაცვის კონტროლს (ინსპექტირება) ახორციელებს შპს ,,ოპტიმალ გრუპ +". - წერია დოკუმენტში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და
სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.

,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.

14:49 / 10.12.2024
9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი
კი მისი ოჯახის წევრებს

9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი კი მისი ოჯახის წევრებს

14:13 / 09.12.2024
28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები
იმართება.

28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები იმართება.

18:01 / 08.12.2024
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
00:05 / 08.12.2024
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
18:15 / 02.12.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.