რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
ხაშურის სიახლოვეს ქვის-სამსხვრევი ქარხანა პირველივე დღესვე დაიმსხვრა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე არსებულ ქვიშა-ხრეშის კარიერზე ქვის-სამსხვრევი ქარხანა დაამონტაჟეს, თუმცა პირველივე დღესვე დაიმსხვრა. ამ ფაქტის არ სჯერა იმ კომპანიას, რომელმაც დანადგარები თურქეთიდან გამოგზავნა.

თურქეთში, ქალაქ ანკარაში რეგისტრირებულმა კომპანია ქვიშა-ხრეშის ქარხნისგან 330 541 აშშ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.

ქვიშა-ხრეშის კომპანიის დირექტორმა თურქულ კომპანიას აცნობა, რომ თანხის ნაწილი 105 000 დოლარი გადაუხადა მათ წარმომადგენელს საქართველოში, თუმცა 105 000 დოლარი ანკარამდე არ მისულა. თურქული კომპანია აცხადებს, რომ მათი წარმომადგენელი იმ დროს უკვე გათავისუფლებული ჰყავდათ სამსახურიდან, შესაბამისად, თანხა მისთვის არ უნდა მიეცათ.

ქვის-სამსხვრევი ქარხნის ამბავი ჯერ რაიონულ სასამართლოში, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილეს. სასამართლომ 105 ათასი დოლარი გადახდილად ჩათვალა. რაც შეეხება დანარჩენ თანხას, 225 642 აშშ დოლარს, სასამართლომ ქვიშა-ხრეშის ქარხანას მისი გადახდა დააკისრა.

რა მოხდა?

კომპანია ,,ი-მა", რომლის პარტნიორი იყო, სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, რევაზ მუმლაძე, დაიწყო მოლაპარაკება თურქულ კომპანიასთან. აღნიშნული კომპანია მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, თუმცა ინერტული მასალების ამოღება ხაშურის ტერიტორიაზე გადაწყვიტა.

იმ პერიოდში, თურქულ კომპანიას საქართველოში ჰყავდა წარმომადგენელი ვინმე მ.ს, რომელთანაც ქართულ კომპანიას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც სასამართლოზე მოწმეებმა განაცხადეს, დირექტორები ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. ჩამოიტანეს დანადგარები, დაიწყეს მონტაჟი, თუმცა ამუშავებისთანავე ქვის-სამსხვრევი ქარხანა დაიმსხვრა.

ამის შემდეგ, ქვიშა-ხრეში ქარხნის დირექტორსა და თურქული კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაიწყო მოლაპარაკება ქარხნის შეკეთების თაობაზე. როგორც სასამართლოზე განაცხადეს, ქარხანა შეარემონტეს, თუმცა ქართული კომპანია აცხადებს, რომ ქარხანა იმ რაოდენობის მასალას არ ამზადებს, რაც გეგმით ჰქონდათ გათვალისწინებული.

ქვიშა-ხრეშის ქარხანამ დაიქირავა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები, რომლებმაც დაადგინეს, რომ ხაშურის ტერიტორიაზე ქარხანა 1 საათში იმუშავებს 42 ტონა დამტვრეულ ქვას.ქარხნის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ ქარხანას 1 საათში უნდა გამოემუშავებინა 150-ან 300-მდე ტონა ინერტული მასალა.

ქარხნის დირექციამ სასამართლოზე განმარტა, რომ თურქულ კომპანიას 105 000 დოლარი მას შემდეგ გადაუხადეს, რაც დანადგარი შეაკეთეს. თუ რატომ არ ჩაიტანა ეს თანხა მ.ს-მ ანკარაში, ეს ჩვენი პრობლემა არააო.

მოსამართლემ განმარტა, რომ თურქულ კომპანიას, წარმომადგენლის შეცვლის თაობაზე, ინფორმაცია წინასწარ უნდა შეეტყობინებინა ქარხნისთვის. შესაბამისად, 105 000 დოლარი ვალად არ ჩაითვალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. თავდაპირველად, მხარეებს მორიგება შესთავაზეს, თუმცა 2023 წლის 19 ივლისს მორიგება არ შედგა. ამის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა,რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია.

რაც შეეხება ,,გამქრალ" 105 000 დოლარს, ქარხნის დირექციამ წარადგინა თანხის გადახდის დოკუმენტი, რომელზეც დამოწმებული იყო ხელმოწერა და თურქული კომპანიის ბეჭედი. თურქული კომპანია აცხადებს, რომ თანხის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერაც და ბეჭედიც არაავთენტურია. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქვიშა-ხრეშის კომპანია არ იყო ვალდებული, რამდენად ორიგინალური იყო ხელმოწერა და ბეჭედი.

ფოტო: თემატური
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის
თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
12:57 / 25.07.2024
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია
აღზრდილი.
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია აღზრდილი.
11:30 / 25.07.2024
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
11:03 / 25.07.2024
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
16:49 / 24.07.2024
ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს
მოვიდა.

ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს მოვიდა.

14:45 / 24.07.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.