რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
აბისის სასმელი წყლის პროექტის შესრულების ხარისხზე კითხვები გაჩნდა
19 დღე დარჩა იმ პროექტის დასრულებამდე, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში ხორციელდება.

ქარელის მერიის ცნობით, კომპანია ,,ლაქ-დეველოპერს'' ოფიციალურად შესრულებული აქვს სამუშაოთა 47%. თანხა გადაურიცხეს 433 621 ლარის ოდენობით. ჯამში პროექტის ღირებულება 924 400 ლარია.

საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალ გრუპის'' ცნობით, სამშენებლო კომპანია ერთ-ერთ ბოლო წერილით, იმაზე მეტ თანხას ითხოვს, ვიდრე სამუშაოები შეასრულა.

,,ოპტიმალ გრუპის'' დასკვნით, დასადგენია სამუშაოთა მოცულობა და ხარისხის შესაბამისობა. ქარელის მერის წერილობითი განმარტებით, საკითხს შეისწავლიან მას შემდეგ, როდესაც კომპანია სამუშაოებს დაასრულებს.

თუმცა როდის დასრულდება სამუშაოები, ამ ეტაპზე უცნობია. კომპანიის თანამშრომლებმა 156 დღე უკვე იმუშავეს, დარჩენილია მხოლოდ 19 დღე. შესრულებულია 47%.

ეთანხმება თუ არა ქარელის მერიის პოზიციას სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლობა, ამის თაობაზე საპასუხო წერილი გამოქვეყნებული არაა.

ცნობისათვის, აბისის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებისათვის საპროექტო დოკუმენტაცია შ.პ.ს. "არქი ჯგუფმა" დაამუშავა

საველე საკვლევაძიებო და ტოპოგადაღების სამუშაოების შედეგად მიღებული ინფორმაციისა და მიღებული დავალების შესაბამისად დამუშავებული პროექტით გათვალისწინებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში სასმელი წყლის ჭაბურღილის, V=300 მ3 მოცულობის რკ/ბეტონის რეზერვუარის, მაგისტრალური მილსადენისა და შიდა ქსელის მოწყობა.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში, მოსახლეობის სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგების მიზნით (მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული ჰიდროგეოლოგიური დასკვნის საფუძველზე) დაგეგმილია ჭაბურღილის მშენებლობა (სიღრმით 110 მ. საპროექტო დებიტი 12-13 მ3/სთ).

გათვალისწინებულია საქლორატოროს მოწყობა, წყალმომარაგების დაქლორვა მოხდება აქტიური ქლორის შემცველი ნატრიუმის ჰიპოქლორიტის 15%-იანი ხსნარით.

სოფლის მიმდებარედ, მაღალ წერტილზე დაგეგმილია რკ/ბეტონის 300 მ3 მოცულობის რეზერვუარის მოწყობა. საიდანაც თვითდინებით პოლიეთილენის მილსადენით მოეწყობა წყალსადენის შიდა ქსელი.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია წყალმზომი კვანძების მოწყობა, გამრიცხველიანება მოხდება 219 კომლზე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ
პათოლოგიას აერთიანებს.

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

17:14 / 10.07.2025
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
13:27 / 10.07.2025
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო პროდუქტი
13:58 / 09.07.2025
დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

14:07 / 04.07.2025
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი
და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ
ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

13:26 / 04.07.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.