რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
გორი-კასპის ოლქში შუალედურ არჩევნებზე ორი საჩივარი დაიწერა
გორი-კასპის ოლქში შუალედურ არჩევნებზე ორი საჩივარი დაიწერა. ორივე საჩივრის ავტორი მარინე ჩიტიშვილია.

ერთ-ერთი საჩივრის მიხედვით, კომისიის წევრები, რომლებიც გადასატანი ყუთით ამომრჩევლებთან გავიდნენ, მე-16 უბანზე ბიულეტენების გარეშე დაბრუნდნენ.

მე-18 უბანზე კი, გადასატან ყუთში ამომრჩევლების მხრიდან ბიულეტენები ისე იყო ჩაყრილი, რომ ისინი სპეციალურ კონვერტში არ იყო მოთავსებული.

1-ელ ოქტომბერს გორი-კასპის ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდა. მაჟორიტარ დეპუტატად გიორგი სოსიაშვილი აირჩიეს.

97 უბნიდან 71 უბანზე არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა.

97-ივე უბნის მონაცემების მიხედვით, გიორგი სოსიაშვილმა ხმების 93.7% დააგროვა. მას ხმა მისცა 23 523 ამომრჩეველმა.

რაც შეეხება აქტივობას, ცესკოს მიხედვით, ოლქში, სადაც 134 066 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 25 627-მა მოქალაქემ, რაც რაც საერთო ამომრჩევლის 19%-ია.

შუალედურ არჩევნებზე გიორგი სოსიაშვილის კონკურენტი იყო სოციალური სამართლიანობისთვის წარმომადგენელი მამუკა ტუსკაძე.

გორის მუნიციპალიტეტში 68 უბანი იყო გახსნილი, კასპში კი - 39.

არჩევნებს საია აკვირდებოდა. მათი განცხადებით, ვინაიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად ელექტრონულად ჩატარდება, საიას სადამკვირვებლო მისიის მიზანი იყო, გამოევლინა ის ხარვეზები, რომელმაც შესაძლოა არჩევნების გამართულად ჩატარებაზე იქონიოს გავლენა.

,,საგულისხმოა, რომ არჩევნების დღეს ისევ შეიმიჩნევა კოორდინატორების მობილიეზება საარჩევნო უბნებთან, რაც მანკიერი პრაქტიკაა.''- აღნიშნულია საიას განცხადებაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გამოძიების მიხედვით, მამაკაცი 2023 წელს დააკავეს ადევნების,
შანტაჟის, ფულის გამოძალვის, თავისუფლების

გამოძიების მიხედვით, მამაკაცი 2023 წელს დააკავეს ადევნების, შანტაჟის, ფულის გამოძალვის, თავისუფლების

22:52 / 09.03.2026
შუქნიშანი, რომელიც დღეს ქარმა გორში წააქცია, გორის მერმა
შუქნიშანი, რომელიც დღეს ქარმა გორში წააქცია, გორის მერმა
22:11 / 09.03.2026
გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ზეინაბ ბერძნიშვილი აცხადებს,
რომ
გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ზეინაბ ბერძნიშვილი აცხადებს, რომ
12:25 / 08.03.2026
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
10:31 / 08.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.