რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
პროკურორი: ,,პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა ყოფილი მეუღლე კიბიდან დააგორა''
9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელსაც მეუღლის ფიზიკურ ძალადობაში გორის პროკურატურა ადანაშაულებს.

პროკურორ ანა ცაგურიას თქმით, გორის სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბრალდებულს არა მარტო ძალადობის, არამედ მუქარის განხორციელებაშიც ედება ბრალი.

სასამართლო სხდომაზე ანა ცაგურიას განცხადებით, ბრალდებულმა, ღამის საათებში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს, კერძოდ, მაჯაში ხელი მოუჭირა ძლიერად, რის შემდეგაც კრა ხელი და დააგორა კიბის საფეხურებზე და წამოდგომის დროს ხელი ერთხელ დაარტყა მარჯვენა მხარში.

,,ბრალდებული თვლიდა, რომ მის ყოფილ მეუღლეს, როგორც ქალს, არ აქვს უფლება, ჰქონდეს პირადი ცხოვრება.. ასევე, ვინაიდან ის არის კაცი, ქალი უნდა დაემორჩილოს მის ნებას, იმოქმედოს მისი სურვილის შესაბამისად, არ უნდა შეეპასუხოს და შეეწინააღმდეგოს მას. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა რომ დააგორებდა კიბეებზე და მოკლავდა'' - განაცხადა პროცესზე ანა ცაგურიამ.

გორის სასამართლომ განმარტა, რომ დაზარალებულმა არ მიუთითა ჩვენებაში მუქარის შესახებ, ასევე თავი შეიკავა ყოფილი მეუღლის მიმართ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე 150 საათიანი შრომა მიუსაჯა საზოგადოების სასარგებლოდ. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და სასჯელს 9-თვიანი პატიმრობა დაემატა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.