რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
შიდა ქართლში USAID-ის ძლიერი სოფლის პრორგამის ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
შიდა ქართლში, კერძოდ კასპში, USAID-ის ძლიერი სოფლის პრორგამის ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი ესწრებოდა. 

ღონისძიებაზე, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ წარადგინა შიდა ქართლში დაფინანსებული საგრანტო პროექტები. მათ შორის, დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრეს, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო 30 წელზე მეტია თანამშრომლობენ, ჩვენ საქართველოში ძლიერი დემოკრატიისა და ეკონომიკის შექმნას ვუწყობთ ხელს. მხარს ვუჭერთ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ერთიანობას, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს ევროპასთან. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მოსახლეობას, გავაუმჯობესოთ მათი პირობები და შევქმნათ მეტი შესაძლებლობა. ეს პროგრამა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმიტომ, რომ 20% ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებულია და განსაკუთრებით ამ მოქალაქეებს ვუწყობთ ხელს, ვინც პირადად დაზარალდა რუსეთის უკანონო ოკუპაციისგან“, - განაცხადა ერინ ელიზაბეტ მაქიიმ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე, ასევე, პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტის მერები და კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამის” განხორციელება 2022 წლის ივლისში დაიწყო და მისი მიზანია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარე თემების გაძლიერება, რაც მათ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში შეუწყობს ხელს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრიდან ორი გარდაიცვალა,
დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება
მიმდინარეობს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრიდან ორი გარდაიცვალა, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
12:39 / 11.11.2026
ურბნისში გამართულ ქადაგებაზე მიტროპოლიტმა ეკლესიის სახელმწიფო
დაფინანსება, ბიუჯეტის განკარგვის გაუმჭვირვალობა და იერარქების
ცხოვრების წესი გააკრიტიკა.
ურბნისში გამართულ ქადაგებაზე მიტროპოლიტმა ეკლესიის სახელმწიფო დაფინანსება, ბიუჯეტის განკარგვის გაუმჭვირვალობა და იერარქების ცხოვრების წესი გააკრიტიკა.
22:55 / 10.11.2026
გომიდან ნაბახტევში ტაქსით მიმავალი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი
პირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლით) გამო დააკავა.
გომიდან ნაბახტევში ტაქსით მიმავალი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლით) გამო დააკავა.
17:39 / 10.11.2026
21 ოქტომბერს საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის
დევნილთა დასახლებიდან იყო. ადგილობრივი წარმომადგენლის ცნობით, იგი 9
ნოემბერს გარდაიცვალა.
21 ოქტომბერს საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის დევნილთა დასახლებიდან იყო. ადგილობრივი წარმომადგენლის ცნობით, იგი 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
16:15 / 10.11.2026
მდინარე მტკვრის მიერ ჩამორეცხილ და კარიერების საქმიანობით
დაზიანებულ 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ორგანიზაცია „ლეიერკოს
მდინარე მტკვრის მიერ ჩამორეცხილ და კარიერების საქმიანობით დაზიანებულ 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ორგანიზაცია „ლეიერკოს" სპეციალისტებმა რიყის ქვით ნაგები კედლები და კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
15:40 / 10.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.