რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,რაც მე დამაკლდა, მინდა, რომ შვილიშვილმა მიაღწიოს’’ - ნაჯიბა ბაირამოვი ლევიტანიდან


სოფელი ლევიტანა მდინარე ტანის ხეობაში მდებარეობს და ბოლო დასახლებული პუნქტია. სოფელ ზემო ბოშურიდან ლევიტანამდე გზა საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა ატენიდან ზემო ბოშურამდე ასფალტი ახალი დაგებულია, მოასფალტებული გზა მარიამხევთან (იგივე მარიამობის ხევის) გადასახვევთან მთავრდება.

მარიამხევის გადასახვევის შემდეგ იწყება გზა, რომელიც ნალექიან ამინდში თითქმის გაუვალია. გვხვდება სოფლები: ტუსრევი, ყველაანთუბანი, გაგლოანთუბანი, მანამდე ხაბალაანთუბანი და შემდეგ იწყება ლევიტანა. ამ სოფლების მოსახლეობას თითქმის ყოველდღიურად ამ გზის გავლა უწევთ.

ხეობის ბოლო სოფელი ცნობილია იმითაც, რომ იქვე ახლოს მდებარეობს ტბა. ბოლო პერიოდში, ამ ტბას უამრავი მნახველი სტუმრობს, ვიზიტორები იღებენ ფოტოებს, ვიდეოებს, სადაც აღბეჭდილია საკმაოდ ლამაზი სოფელიც.

ლევიტანის შესასვლელში ერთ-ერთ ოჯახს სატვირთო ავტომანქანით საოჯახო ნივთები ბარში მიჰქონდა. როგორც მამაკაცებმა გვითხრეს, ზამთრის მოახლოების გამო, საცხოვრებლად ქარელში და თედოწმინდაში გადადიან.

ლევიტანაში ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. წლების განმავლობაში, მოსახლეობა ბარში (ქარელში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში) გადადიოდნენ საცხოვრებლად. მოსახლეობის ნაწილი მთაში გაზაფხულიდან ბრუნდება და უვლიან საქონელს. ლევიტანის მთებსა და მინდვრებს საზაფხულო საძოვრებისთვის იყენებენ.



ლევიტანაში ზამთარ-ზაფხულს სულ რამდენიმე, 10-მდე ოჯახი რჩება. მოსწავლეთა რაოდენობაც ამდენივეა. აქედან 4 მოსწავლე სოფელშივე არსებულ დაწყებით სკოლაში სწავლობს, დანარჩენი მოზარდები ქვემო ბოშურის საჯარო სკოლაში დადიან.

ბოშურის საჯარო სკოლაში გავიცანით აბიტურიენტი, რომელიც ლევიტანაში ცხოვრობს და რომელმაც გვითხრა, რომ აპირებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერებაში. მას სკოლაში მხოლოდ ერთი კლასელი ჰყავს. ლევიტანიდან კი ყოველდღიურად დადის სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსით.

როგორ სწავლობენ მოსწავლეები ქვემო ბოშურის საჯარო სკოლაში? გვსურდა იმ აქტივობების გაცნობა და შეძლებისდაგვარად გადაღება, რომელსაც ხეობაში მცხოვრები ახორციელებენ. სამწუხაროდ, სკოლასთან ამ კუთხით, შეთანხმება ვერ შედგა. ლევიტანაში ვესტუმრეთ აბიტურიენტის ბებიას – ნაჯიბა ბაირამოვს.

ქალბატონი ნაჯიბა უკვე ზამთრისთვის ემზადებოდა.  ფიქრობს იმაზე, როგორ შეუწყოს ხელი შვილიშვილს სწავლაში სკოლის დამთავრების შემდეგ.

,,რაც მე დამაკლდა ახალგაზრდობაში, მინდა, რომ ჩემმა შვილიშვილებმა მიაღწიონ’’ - გვეუბნება ქალბატონი ნაჯიბა.




ამბობს, რომ სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. 4 კლასი ლევიტანაში დაამთავრა, შემდეგ კი, - ქვემო ბოშურის საჯარო სკოლაში გააგრძელა სწავლა:

,,ჩემი მასწავლებელი იყო ვანო ქოქაშვილი სულ იმას ცდილობდა, როგორმე არ შემეწყვიტა სწავლა. ისიც კი მითხრა, თუ ვერ შევძლებდი სიარულს, ღამის სკოლაში ჩავრიცხულიყავი, მაგრამ...არ გამოვიდა’’ - ამბობს ნაჯიბა.

- რამ შეგიშალათ ხელი? - ვკითხეთ.

- ,,რა ვიცი, მშობლებმა თქვეს, სიარული უნდაო, ამიტომ არ გამოვიდა. გზები ძალიან ცუდი იყო მაშინ. ხალხი ვერ მიდიოდა აქედან’’ - იხსენებს ჩვენი მასპინძელი.

ნაჯიბა ბაირამოვი 1956 წელს დაიბადა. 20 წლის იყო, როცა პირველი შვილიც გაუჩნდა. უკვე საოჯახო საქმეებში იყო ჩართული და უმაღლესი განათლების მიღება საბოლოოდ მისთვის მიუღწეველი დარჩა.

,,რომ მესწავლა, ექიმი მაინც გამოვიდოდი ხალხის დასახმარებლად. წნევიანი ხალხი ვართ, გვჭირდება ექიმი. მინდა, რომ შვილიშვილმა ისწავლოს, ძალიან მინდა.’’ - ამბობს ნაჯიბა.

სოფელში ახალგაზრდებისთვის არ არის სტადიონი, სკვერი. 4-კლასიანი სკოლა განთავსებულია რიტუალების სახლის სამზარეულოში.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაშავებულს დაზიანებები ძირითადად თავისა და სახის არეში
აღენიშნებოდა.

დაშავებულს დაზიანებები ძირითადად თავისა და სახის არეში აღენიშნებოდა.

16:10 / 26.02.2024
პროკურორის თქმით, ქალმა შეიცვალა ცხოვრების რეჟიმი, განიცდიდა
ფსიქოლოგიურ

პროკურორის თქმით, ქალმა შეიცვალა ცხოვრების რეჟიმი, განიცდიდა ფსიქოლოგიურ

18:55 / 24.02.2024
,,როდესაც საიტის შექმნას გადაწყვეტთ, აუცილებელია იფიქროთ იმაზე, თუ
როგორ მიიტანთ
,,როდესაც საიტის შექმნას გადაწყვეტთ, აუცილებელია იფიქროთ იმაზე, თუ როგორ მიიტანთ
18:14 / 24.02.2024
31 მოსწავლე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძნენაულის საჯარო
სკოლაში დადის.
31 მოსწავლე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძნენაულის საჯარო სკოლაში დადის.
15:39 / 24.02.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.