რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
,,არც ნათურის ბრალი ყოფილა'' - რატომ დაარტყა ნიქოზის სტადიონზე დენმა ბავშვს, გაურკვეველი რჩება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, თუმცა მიმდინარეობის ექსპერტიზა.

სამშენებლო კომპანია ,,ბე-პეს'' დირექტორის ბესიკ ჩარგეიშვილის თქმით, ობიექტი ამჟამად ექსპერტიზა უტარდება. ექსპერტიზას მერიის მიერ დაქირავებული კომპანია ,,ოპტიმალ გრუპ პლიუსი'' აწარმოებს.

ბესიკ ჩარგეიშვილის განცხადებით, პირველადი ვერსია, რომ დენი განათების ბოძზე დაზიანებული ნათურიდან გადავიდა, არ დადასტურდა:

,,აღმოჩნდა, რომ არც ნათურის ბრალი ყოფილა. ვერ გავიგეთ, საიდან გადავიდა დენი'' - გვითხრა სამშენებლო კომპანიის დირექტორმა.

საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალ გრუპის'' მენეჯერმა დიმიტრი მხეიძემ დაგვიდასტურა, რომ ამჟამად ობიექტს ექსპერტიზა უტარდება, თუმცა იმ ფარგლებში, რა სამუშაოებიც შეასრულა მშენებელმა.

,,ჩვენ ობიექტს ექსპერტიზას ვუტარებთ იმ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, რასაც ფორმა 2-ის სახით კომპანია გვაწვდის. შემდეგ ვახდენთ ობიექტის შესწავლას. როგორც ღია, ასევე ფარულ სამუშაოებსზე. როგორც კი ექსპერტიზა დასრულდება, ჩვენ დასკვნას გადავუგზავნით მერიას. იქ იქნება საუბარი ხარისხის შესახებ. თუ სამუშაოები კარგად არის შესრულებული, ვიტყვით, რომ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, თუ იქნება ხარვეზები, მივუთითებთ კომპანიას, რომ გამოასწოროს და ა.შ.'' - ამბობს დიმიტრი მხეიძე.

რაც შეეხება კონკრეტულად დაზიანებული ნათურიდან დენის გადასვლის ფაქტს, ,,ოპტიმალ გრუპის'' წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ შესაძლოა სამშენებლო კომპანიამ ფორმა 2-ის წარმოდგენამდე გამოასწორა მდგომარეობა:

,,როცა ეგ ინციდენტი მოხდა, ჩვენ მაშინვე მოვიკითხეთ ობიექტი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ობიექტი მშენებლობის პროცესში იყო და ბუნებრივია, ჩვენს მიერ შემოწმებული არ იყო. იმის მერე შეიძლება კომპანიამ აღმოფხვრა ხარვეზი, ამას ჩვენ ვერ დავადგენთ. საბოლოოდ, რასაც ჩავიბარებთ, იმის ხარისხს ვამოწმებთ.'' - განმარტავს საზედამხედველო კომპანიის მენეჯერი.

,,ინციდენტი'' 24 სექტემბერს მოხდა. ბავშვი გადარჩა. გორის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა პირობა დადო, რომ გამომწვევ მიზეზებს დაადგენდნენ, თუმცა ორი თვის შემდეგაც უცნობი რჩება, რატომ იყო ძაბვა გარეგანათების ბოძზე.

აღსანიშნავია, რომ გარეგანათების ბოძი სტადიონის შემოღობილი ნაწილის გარეთ დგას და ნებისმიერ ბავშვს მიუწვდებოდა ხელი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
11:37 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.