რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
კირბალში მომხდარ ფაქტზე ერგნეთში შეხვედრა გაიმართება
კირბალში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერგნეთში შეხვედრა ამაღამ გაიმართება.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გვაცნობეს.

როგორ პრესსამსახურიდან გვაცნობეს, შეხვედრა ქართული მხარის მოთხოვნით სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობით ეწყობა.

,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყონებლივ მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. აღნიშნული წარმოადგენს ოკუპაციის ფარგლებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ საგანგაშო გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვს ყველა საერთაშორისო ფორმატში.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ფაქტთან დაკავშირებით, ევროკავშირის მისიამ განცხადებაც გაავრცელა:

,,ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულად გარდაცვალება. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის და ახლობლების მიმართ. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის აქტიური გამოყენების გზით.'' - აღნიშნულია მისიის განცხადებაში
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 02.12.2025
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს
შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
17:43 / 02.12.2025
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს.
შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს. შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
17:29 / 02.12.2025
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას
აკეთებენ ამ საქმეზე
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას აკეთებენ ამ საქმეზე
17:19 / 01.12.2025
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო
თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
16:35 / 01.12.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.