რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
მარტოხელა და მრავალშვილიანი დედის ცხოვრება ნაქირავებ კოტეჯში - წეროვანი


თეა ნათაძე ახალგორიდან დევნილი მარტოხელა დედაა. ის წეროვნის დევნილთა დასახლების კოტეჯში, 4 შვილთან ერთად ცხოვრობს. საკუთარ შვილებზე ზრუნვა თავად უწევს.

როგორც თეა ამბობს, არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

"ვარ მარტოხელა მრავალშვილიანი დედა. გამგეობას მივმართე, წეროვნის დევნილთა დასახლებაში, სადაც ამჟამად ვცხოვრობ, ჩემს 4 შვილთან ერთად. ვთხოვე ქირის გადახდაში დამხმარებოდნენ, თუმცა უარი მითხრეს, რადგან არ აქვთ ის ბაზა, რომ ქირა გადამიხადონ."-ამბობს თეა ნათაძე.

წეროვანში გადმოსახლებამდე, თეა თბილისში ცხოვრობდა. შესაბამისად მისი შვილებიც განათლებას იქ იღებდნენ. თეა ამბობს, რომ დევნილთა დასახლებაში მათი სკოლაში დარეგისტრირებაც ვერ მოახერხა. ახლა ბავშვებს სასკოლო განათლების მიღება სხვა სოფელში უწევთ.

"დიდი გოგოები სკოლაში დადიან პირველ სმენაში. თბილისში მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდნენ. ძალიან კარგად უკრავენ ფორტეპიანოზე, მაგრამ სამწუხაროდ აღარ მაქვს იმის საშუალება, რომ ბოლომდე დაამთავრონ ექვსწლედი. აქ არც არის მუსიკალური სკოლა."

,,თბილისში გაშვება კი რთულია, ფინანსურად ვერ ვუწყობ ხელს. ერთადერთი, რაც ძალიან მახარებს, ის არის, რომ მაია მიქაბერიძის დამსახურებით ჩემი შვილები არიან პატრიარქის ნათლულთა გუნდის წევრები, რადგან მესამე და მეოთხე შვილები არიან პატრიარქის მონათლულები. კვირაში რამოდენიმეჯერ მიდიან თბილისში და ეუფლებიან საგალობლებსა და ქართულ ხალხურ სიმღერებს. შემდეგ მთელი დღე სახლში, სამ ხმაში მღერიან."-გვიყვება თეა ნათაძე.

მძიმე მატერიალურ მდგომარეობას ისიც ამძიმებს, 2008 წელს თეა და მისი ოჯახი, რუსულმა ოკუპაციამ დევნილებად აქცია. როგორც თეა გვიხსნის, მისი მამა დევნილობის ტკივილს ვერ შეეგუა და დიდი სტრესის ფონზე გარდაიცვალა.

"მამა დამეღუპა მესამე წელია იმიტომ, რომ ეს დიდი ტკივილი არ იყო მისთვის ადვილი გადასატანი. მართალია, დაბრუნებით ვერავინ დაგვაბრუნებდა იქ, მაგრამ ვერ ეგუებოდნენ და ვერც შეეგუვნენ აქ ცხოვრებას. დედამაც ძალიან ბევრი ტკივილი და ტანჯვა გადაიტანა იმის გამო, რომ რთული აღმოჩნდა მისთვისაც, წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრება."წუხს თეა ნათაძე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის
თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
12:57 / 25.07.2024
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია
აღზრდილი.
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია აღზრდილი.
11:30 / 25.07.2024
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
11:03 / 25.07.2024
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
16:49 / 24.07.2024
ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს
მოვიდა.

ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს მოვიდა.

14:45 / 24.07.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.