რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის 2023 წლის ბიუჯეტში 3 მლნ ლარი თავისუფალი ნაშთის სახით დარჩება
2023 წლის ბიუჯეტის შემოსულებისა და ხარჯების შედარებისას, დგინდება, რომ 3 მლნ ლარს გორის ბიუჯეტი დამატებით მიითებს. თავისუფალი ნაშთი გადანაწილდება 2024 წელს.

,,დღევანდელი მდგომარეობით, ქონების გადასახადი გადაჭარბებითაა შესრულებული. დამატებით, შემოსავლებს ველოდებით ასევე დღგ-ს გადასახადიდან. მონაცემებს უკვე ვიღებთ 15 რიცხვიდან. ამიტომ, ჩვენი გათვლებით, დამატებითი შემოსავლების სახით, გვექნება 3 მლნ ლარი.'' - აღნიშნავს დალი ტლაშაძე.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინ იყო, თუმცა, როგორც დალი ტლაშაძე იხსნებეს, ბოლო წლებში შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსი არ ირღვეოდა.

საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, დამატებით შემოსული თანხა თავისი შინაარსით აუთვისებელი ნაშთია, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ მერიას, ხარჯების ნაწილში, რაიმე თანხა დარჩა აუთვისებელი:

,,ყველა პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო, მისი ხარჯვითი ნაწილი გეგმის მიხედვით ხორციელდება. მოგეხსენებათ, ხარჯები იგეგმება შემოსავლების მიხედვით. ზოგადად, თუ ბიუჯეტის შემოსულობები შესრულდა 85%, ესეც კარგია. მაგრამ წელს გვაქვს შემთხვევა, რომ შემოსულობები 100%-ზე მეტი იქნება'' - განმარტავს დალი ტლაშაძე.

გორის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობები დაგეგმილია დაახლოებით 77 მლნ ლარით. 2023 წლის ბიუჯეტის თავისუფალ ნაშთთან ერთად, მომავალ წელს მოსალოდნელია 80 მლნ ლარის მობილიზება.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარლენ ნადირაძის განმარტებით, ,,2023 წლის ბიუჯეტის ფაქტიური შემოსულობების და გადასახდელების მიმდინარე პერიოდის ანალიზი იძლევა იმის საფუძველს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით თავისუფალი ნაშთის ოდენობა დაიგეგმოს სულ მცირე 2 მლნ ლარით გაზრდილი და შესაბამისად, აღნიშნულ მუხლის გრაფაში -,,ფინანსური აქტივების კლება", თანხის ოდენობა უნდა გაიზარდოს გონივრულ ზღვრამდე, რაც საშუალებას მოგვცემს 2024 წლის ბიუჯეტიდან განვახორციელოთ დამატებითი ასიგნებები.'' - აცხადებს მარლენ ნადირაძე.

ამ თანხის გახარჯვის მსურველი უკვე გამოჩნდა. გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მარლენ ნადირაძე, რომელიც სოფელ ტინისხიდიდანაა წარმოდგენილი. ითხოვს, რომ სოფელ ტინისხიდში გაკეთეს გზა, რომელიც სასმელი წყლის სისტემის მოწყობისას დაზიანდა.

გარდა ამისა, მარლენა ნადირაძე ითხოვს, რომ გაკეთდეს გორში, მეხუთე სკოლასთან მისასვლელიც გზაც, ყიფიანის ქუჩიდან.

გორის მერიამ მარლენ ნადირაძის მოთხოვნაზე ასეთი პასუხი გასცა: ,,სოფელ ტინისხიდში გზის რეაბილიტაცია და ყიფიანის ქუჩიდან №5 სკოლამდე გზის რეაბილიტაცია გათვალისწინებული იქნება შესაძლებლობის ფარგლებში,''

მარლენ ნადირაძის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტში, ,,სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის" პროგრამაში არც ერთი ლარი არ არის დაგეგმილი. თუმცა, 2023 წლის პერიოდისთვის საკუთარი შემოსავლებით განსაზღვრული იყო 866 ათასი ლარი.

,, ამ მიმართულებით 2024 წლის ბიუჯეტში გარკვეული ოდენობის თანხის დამატება, საშუალებას მოგვცემს, განხორციელდეს მცირე პროექტები საჭიროებების მიხედვით.'' - აღნიშნა მარლენ ნადირაძემ.

გორის მერიიდან უპასუხეს, რომ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს სოფელ ვარიანში, შავშვებში, ფლავში და ზერტში საბავშვო ბაღების პროექტირება/მშენებლობის სამუშაოები. გამოცხადებულია ტენდერი სოფელ ტირძნისში და სოფელ შინდისში საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ამასთან ერთად, მერია გეგმავს საჭიროებების მიხედვით მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.''

მარლენ ნადირაძის ცნობით, ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამით განსაზღვრული თანხა მცირეა.

,,ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება დაგეგმილია 120,0 ათასი ლარით, რაც 2023 წლის ბიუჯეტის მიმდინარე პერიოდის ფაქტიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.3 ათასი ლარით ნაკლებია. აღნიშნული ქვეპროგრამით მიმდინარე წლის განმავლობაში ისარგებლა საკმაო რაოდენობის ადამიანმა და, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო. სავარაუდოა, რომ 2024 წლისთვის გაცილებით მეტი რაოდენობის შეჭირვებული მაცხოვრებელი მიმართავს მერიას დახმარებისთვის. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიზარდოს მინიმუმ 80.0 ათასი ლარით.'' - აღნიშნა მარლენ ნადირაძემ.

გორის მერიის ფინანსურ სამსახურში აცხადებენ, რომ ფინანსური რესურსის უზრუნველყოფის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება წლის განმავლობაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,მე რასაც დავუჭირე მხარი, ძალიან კარგად ვიცი. ეს არის
გამჭვირვალობის კანონი.

,,მე რასაც დავუჭირე მხარი, ძალიან კარგად ვიცი. ეს არის გამჭვირვალობის კანონი.

18:46 / 27.05.2024
მსვლელობის მარშრუტი იმეორებდა 1919 წლის 26 მაისს გამართული მარშის
გზას, როდესაც
მსვლელობის მარშრუტი იმეორებდა 1919 წლის 26 მაისს გამართული მარშის გზას, როდესაც
22:23 / 26.05.2024
ქალაქის ცენტრალურ მოედანს შს სამინისტროს მაღალჩინოსნებიც ესტუმრნენ.
ქალაქის ცენტრალურ მოედანს შს სამინისტროს მაღალჩინოსნებიც ესტუმრნენ.
17:10 / 26.05.2024
სოფელი თვაურები კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ლამისყანის
თემში შედის.

სოფელი თვაურები კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ლამისყანის თემში შედის.

16:32 / 26.05.2024
,,ადგილზე შესაბამისი სპეციალისტების მისვლა და დახმარება სურთ,
დევნილთა
,,ადგილზე შესაბამისი სპეციალისტების მისვლა და დახმარება სურთ, დევნილთა
16:19 / 26.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.