რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
,,სტალინს არა აქვს შარავანდედი.'' - მეუფე იობმა ქადაგებისას წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე ისაუბრა
რუის-ურბნისის ეპარქიის მეუფის, იობ აქიაშვილის განცხადებით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის გამოსახვა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხატი თაყვანისცემას არ იმსახურებს. ამის შესახებ მან 11 იანვარს, ქარელში, თადეოზ აღმსარებლის ხსენების დროს, იქადაგა.

იგი გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის მიერ სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმას. ეპარქიის წინამძღვარმა წმინდა მატრონა მოსკოლევის ხატი წმინდა გიორგის ხატს შეადარა და აღნიშნა, რომ მაგალითად წმინდა გიორგის ხატზე ლახვრით განგმირული დიოკლეტიანეა გამოსახული, რომელსაც ასევე შარავანდედი არა აქვს:

,,ჩვენს შორის უკვე სატანის მიმდევარი ხალხი არის. რომლებიც შეგნებულად ბოროტებას აკეთებენ. ასეთი ტელევიზიები გვაქვს. სადაც ამ საკითხის განიხილავდნენ და დაცინვა მიდიოდა წმინდანის. ეს მთავარ არხზე იყო, მე რასაც ვუყურე. ცინიკურად დასცინოდნენ სიწმინდეებს. თითქოსდა იქ სტალინი არის გამოსახული, მაგრამ სტალინს არა აქვს შარავანდედი. ასეთი ფრესკებშიც არის, რომლებსაც შარავანდედი არა აქვს, უბრალოდ, მონაწილეები არიან ამ სცენის. წმინდა გიორგის ხატზე დიოკლეტიანე არის განგმირული ლახვრით და აღარ უნდა ვემთხვიოთ წმინდა გიორგის ხატს დიოკლიტიანეს გამო? რომელმაც მრავალი ქრისტიანი ადამიანი აწამა? მათ არ ესმით ამის მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ გონს მოვიდეს ეს ხალხი'' - განაცხადა მეუფე იობმა ქარელში 11 იანვარს თადეოზ აღმსარებელის ხსენების დღეს.

როგორც ცნობილია, სამების ტაძარს პატრიოტთა ალიასნმა შესწია წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი, სადაც სტალინიცაა გამოსახული.

11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ მიმართა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

"წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს:

საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.

ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.

მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ", – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.