რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,ავარიის დროს იყო ნასვამი, ჩამორთმეული ჰქონდა მართვის მოწმობა'' - გორის პატრული
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლოს აცნობეს, რომ 8 იანვარს მომხდარ ავარიის დროს, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო მართვის მოწმობა ამავე მიზეზით ჰქონდა ჩამორთმეული.

საქმის მასალების მიხედვით, ავარიისას დაშავდა ერთი ადამიანი. საპატრულო პოლიციის გამომძიებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 116-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე 3 ათასი ლარით მძღოლის დაჯარიმებას ითხოვს.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა სიტუაციის გასარკვევად სხდომაზე მძღოლი დაიბარა, თუმცა მოქალაქე სხდომაზე არ გამოცხადდა. მისი მოსმენა ორი კვირით გადაიდო. კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო საქმეს მის გარეშე განიხილავს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფოტოგრაფს ხელშეკრულების პირობების
დარღვევისთვის უჩივლა. სასწავლებლის მტკიცებით, ფოტოები 57-დღიანი
დაგვიანებით მიიღეს და ხარისხი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფოტოგრაფს ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის უჩივლა. სასწავლებლის მტკიცებით, ფოტოები 57-დღიანი დაგვიანებით მიიღეს და ხარისხი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
22:21 / 19.10.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპში მძღოლმა
სამართალდამცველებს გამიზნულად მოუწყო დრიფტი, გაიქცა და ალკოტესტზე
უარი განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპში მძღოლმა სამართალდამცველებს გამიზნულად მოუწყო დრიფტი, გაიქცა და ალკოტესტზე უარი განაცხადა.
20:01 / 19.10.2026
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ პატიმრობაში მყოფ
ცხოველთა დამცველს, თამაზ ელიზბარაშვილს ხულიგნობის მუხლით უჩივლა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ პატიმრობაში მყოფ ცხოველთა დამცველს, თამაზ ელიზბარაშვილს ხულიგნობის მუხლით უჩივლა
18:12 / 19.10.2026
კასპის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ
საგარეჯოში ტრაგედიის გამო გაუქმებული კონცერტის კასპში ჩატარების
გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ და ღონისძიება, სავარაუდოდ, უშუალოდ
მერმა დაგეგმა.
კასპის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საგარეჯოში ტრაგედიის გამო გაუქმებული კონცერტის კასპში ჩატარების გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ და ღონისძიება, სავარაუდოდ, უშუალოდ მერმა დაგეგმა.
16:59 / 19.10.2026
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში საბავშვო ბაღის მშენებლობა ახალ
კომპანიას გადაეცემა, რადგან წინა კონტრაქტორს ვადაგადაცილების გამო
ხელშეკრულება შეუჩერდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში საბავშვო ბაღის მშენებლობა ახალ კომპანიას გადაეცემა, რადგან წინა კონტრაქტორს ვადაგადაცილების გამო ხელშეკრულება შეუჩერდა.
15:48 / 19.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.