რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
დისკუსია ცხინვალში კონფლიქტის ტერმინოლოგიის ირგვლივ
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეპუტატები იმ ტერმინოლოგიის გადახედვას ითხოვენ, რომელიც 1989-2008 წლების კონფლიქტებს ეხება.

ცხინვალში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ტერმინს ,,ქართულ-ოსურ კონფლიქტს" იყენებენ.

ამჟამად კი, ცხინვალელი დეპუტატები ტერმინის, „სამამულო ომის“ გამოყენებას ითხოვენ, როგორც ეს დე-ფაქტო აფხაზეთში მოხდა.

ინფორმაციას სააგენტო „ეხო კავკაზა“ ავრცლებს.

ტერმინოლოგიის შეცვლის ინიციატორია პარტია „ერთიანი ოსეთის" დეპუტატის პეტრე გასიევი, რომელსაც საკუთარი არგუმენტები აქვს. ის უახლოეს პარლამენტის სესიაზე ტერმინოლოგიის შეცვლის თაობაზე საკითხის დაყენებას აპირებს.

„ტერმინი ქართულ-ოსური კონფლიქტი ვერ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც იყო სინამდვილეში, ვერ ასახავს, ვინ იყო მსხვერპლი და ვინ აგრესორი. ორივე მხარეს აყენებს თანაბარ პირობებში.“ - ამბობს გასიევი.

იგი თვლის, რომ ტერმინს ზიანი მოაქვს სამხრეთ ოსეთის ინტერესებისთვის. უფრო მეტიც, მისი აზრით, საქართველოს პასუხისმგებლობა, რომელმაც ჩაიდინა შეიარაღებული აგრესია ეთნიკური ნიადაგზე, ამ ტერმინით ღია რჩება.

„ჩვეულებრივი შეიარაღებული კონფლიქტისგან განსხვავებით „სამამულო ომში“ ერთ-ერთი მხარე იბრძვის, არა ტერიტორიებისთვის, არამედ სამშობლოს შესანარჩუნებლად. დამარცხება სამამულო ომში, ეს არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სამშობლოს დაკარგვა. ესეთი ომების დროს დამახასიათებელია მასიური გმირობები და მონაწილეობა, არამარტო შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, არამედ მთელი ხალხის წინააღმდეგ, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ნათქვამი მთლიანად ეხება ოსი ხალხის ბრძოლას ქართველი აგრესორების წინააღმდეგ.“ - განმარტავს გასიევი ,,ეხო კავკაზასთან” საუბარში.

გასაევი არ გამორიცხავს, რომ ამ მხრივ შეიძლება იყოს წინააღმდეგობებიც.

„ამიტომ აუცილებელია ცალკე განიხილებოდეს 1989-92 წლების და 2004-2008 წლის ომები, თუმცა საუბარი მიდის ერთ პროცესზე. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ თავისუფალ სამართლიან ბრძოლაში ოსი ხალხი იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ფიზიკური არსებობისთვის. ეს ომი იყო ოსებისთვის განმანთავისუფლებობისთვის და განვითარებისთვუს. საქართველო კი 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ცდილობდა გაენადგურებინა სამხრეთ ოსეთი. შეექმნა გაუსაძლისი პირობები ოსი ხალხის არესბობისთვის.“ - აცხადებს გასიევი.

ოსი პოლიტილოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი კოსტა ძუგაევი თვლის, რომ1989 წლიდან დაწყებული დღემდე ქართულ-ოსურ ურთიერთობებს შეიძლება ვუწოდოთ ,,ქართულ-ოსური კონფლიქტი.“

კოსტა ძუგაევის მოსაზრებით, კონტექსტიდან გამომდინარე, ეს იქნება „სამამულო ომი“ თუ „ეროვნულ განმანთავისუფლებელი“ ბრძოლა, ამის მიუხედავად, პოლიტიკურ წრეებში ტერმინი „ქართულ-ოსური“ კონფლიქტი ყოველთვის დამკვიდრებული იქნება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 02.12.2025
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს
შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
17:43 / 02.12.2025
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს.
შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს. შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
17:29 / 02.12.2025
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას
აკეთებენ ამ საქმეზე
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას აკეთებენ ამ საქმეზე
17:19 / 01.12.2025
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო
თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
16:35 / 01.12.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.