რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ქვათახევის გზაზე მომხდარ ავარიის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
7-თვიანი გამოძიების შემდეგ გორის პროკურატურამ ბრალი წაუყენა მამაკაცს, რომელიც ქვათახევის გზაზე მომხდარ ავარიისას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ფაქტი 2023 წლის 28 მაისს მოხდა, როდესაც ერთი ქალი საავადმყოფოში დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

პროკურატურამ 7 თვის შემდეგ, 2024 წლის 2 თებერვალს ბრალდებული სასამართლო სხდომაზე წარადგინა და მის მიმართ წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.

მოსამართლემ 33 წლის ასაკის მამაკაცს გირაო, 5 ათასი ლარის ოდენობით, შეუფარდა. ბრალდებული კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში ცხოვრობს.

რა მოხდა ქვათახევის გზაზე

2023 წლის 28 მაისს, პროკურორ ოთარ დოხნაძის განცხადებით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცი მოძრაობდა იმ სიჩქარით, რაც აღნიშნულ გზაზე არ იყო დაშვებული. იმყოფებოდა ასევე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, არ დაიცვა უსაფრთხოების ზომები, საფრთხე შეუქმნა როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ასევე სხვებისას. კერძოდ, საკუთარი მანქანით შეეჯახა შემხვედრ მანქანას.

ავარიის შედეგად დაიღუპა შემხვედრი მანქანის მგზავრი, დაშავდა მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი.

რაც შეეხება ბრალდებულის მანქანას, პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმაც და მის გვერდით მყოფმა მამაკაცმაც გარკვეული სახის დაზიანებები მიიღეს.

,,პირველ რიგში განვმარტავ იმას, თუ რატომ აქამდე არ მოხდა ბრალის წარდგენა. ვითარება იყო საკმაოდ რთული. ავტოსაგზაო შემთხვევას სჭირდებოდა კომპლექსური გამოძიება, ველოდებოდით შესაბამის ექსპერტიზებს. ამავე დროს, ბრალდებული და მის გვერდით მყოფი პირი ცდილობდნენ გამოძიების შეცდომაზე შეყვანას. რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ თითქოს საჭესთან იჯდა სხვა, რომელიც არ იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულებს არ გაუწია შესაბამისი დახმარება, დაზარალებულებს აქვთ პრეტენზია მის მიმართ, შესაბამისად, ვითხოვ, რომ მის მიმართ იყოს გამოყენებული წინასწარი პატიმრობა. არსებობს იმის საფრთხე, რომ იგი მიემალება გამოძიებას, ზეწოლას მოახდენს მოწმეებზე, განსაკუთრებით იმ ადამიანზე, რომელიც მის გვერდით იჯდა, და რომლებმაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სცადეს გამოძიების შეცდომაში შეყვანა'' - განაცხადა პროკურორმა ოთარ დოხნაძემ.

ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ პროკურორის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ბრალდებულმა, დაახლოებით 60 000 ლარი დახარჯა როგორც დაშავებულეთა მკურნალობისთვის, ასევე გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურებისთვის:

,,რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავიდან ბოლომდე სრულად იზიარებს მომხდარს, გაცნობიერებული აქვს ის ფაქტი, თუ რაც ჩაიდინა, არ უარყოფს და ამისთვის უკვე სამაგალითოდ, მორალურად აგო პასუხი. კერძოდ, თუკი რამ გააჩნდა, ყველაფერი გაყიდა, სახლები დააგირავა, საქონელი გაყიდა, იმისათვის, რომ გარდაცვლილისთვის სარიტუალო მომსახურება გაწეულიყო, ასევე დაშავებულებისთვის სათანადო მკურნალობა გაწეულიყო. ამჯერადაც, მზადაა გააგრძელოს იგივე. ეს იმას ნიშნავს, რომ ის სრული პასუხისმგებლობით იზიარებს წარდგენილ ბრალს. ამასთანავე, წარმოგიდგენთ დაზარალებულთა ახსნა-განმარტებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მორალურად და ფინანსურად უწევს დახმარებას; რომ არ მიუტოვებია ისინი გასაჭირში. თუ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, ვითხოვთ, რომ არ მოხდეს მისთვის წინაწარი პატიმრობის გამოყენება. ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.როგორც გითხარით, მორალურად და ფინანსურად სამაგალითოდ დაისაჯა. სამართლებრივად უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია'' - განაცხადა ადვოკატმა გერმანოზაშვილმა.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, თუ რატომ თქვა ბრალდებულმა თავდაპირველად, რომ საჭესთან სხვა იჯდა:

,,როდესაც ავარია მოხდა, ერთ-ერთი დაზარალებულები გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა და მის მგზავრმა ბავშვურად, გაუცნობიერებლად მოიფიქრეს ის, რომ თითქოს საჭესთან იჯდა სხვა, რომელიც არ იყო ნასვამი. შემდეგ უკვე, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა, ბუნებრივია, მსგავსი რამ აღარ უთქვამთ, არც კი გაუფიქრებიათ ვინმესთვის გადაბრალება. ეს მოხდა მხოლოდ ორი სამი დღის მანძილზე.'' - განმარტა ადვოკატმა.

მოსამართლე დავით მაკარიძემ სათათბირო ოთახში გაუსვლელად განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის გამოყენებისთვის ის არგუმენტი, რომ ბრალდებული მიემალება გამოძიებას, არადამაჯერებელია, რადგან ბრალდებულმა სათანადო რეაგირება მოახდინა დაზარალებულთა დასახმარებლად. ასევე, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს. დავით მაკარიძე დაეყრდნო ადვოკატის სიტყვას და ბრალდებულს გირაო შეუფარდა, ხუთი ათასი ლარის ოდენობით.

ავარიის საქმეზე არსებითი განხილვა მარტიდან დაიწყება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.