რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორის ცენტრში ავტობუსების ჰაბი მოეწყობა
გორის ცენტრში ავტობუსების ჰაბი მოეწყობა. ამის შესახებ ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზურაბ ჯირკველიშვილი გვესაუბრა.

მისი თქმით, ჰაბისთვის გამოყენებული იქნება მსუბუქი კონსტრუქციებით აშენებული სივრცე. სივრცე სტადიონის ბილეთების ჯიხურის გვერდით მოეწყობა.

ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, დღეს მძღოლებს აქვთ ასეთი სიტუაცია. შესვენების დროს, ჩერდებიან იუსტიციის სახლთან ან სტადიონთან, დაახლოებით ერთი საათით. ამ ერთი საათის განმავლობაში მძღოლი ისვენებს უშუალოდ ავტობუსში, სადაც შეუძლია ყავის მირთმევა, თუმცა ვერ ახერხებს სხვა, მაგალითად, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

,,ჰაბი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მძღოლებმა დაისვენონ, ჰქონდეთ თავიანთი სივრცე, ყავის დასალევი თუ სხვა. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ავტობუსს აღარ მოუწევს ამ ადგილზე დიდხანს გაჩერება, რადგან ჰაბის საშუალებით მძღოლები ერთმანეთს ჩაანაცვლებენ,'' - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

ამ ეტაპზე გორის მერია ჰაბის პროექტზე მუშაობს.

,,როგორც კი გვეცოდინება, თუ რა დაჯდება პროექტის განხორციელება, ამის შემდეგ მოხდება ტენდერის გამოცხადება'' - განაცხადა ჯირკველიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მიერ
ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ
20:21 / 17.09.2024
თამარ კონძაიას თქმით, არჩევნების შემდეგ, შესაძლებელი გახდება 14
მლრდ დოლარის მოზიდვა:
თამარ კონძაიას თქმით, არჩევნების შემდეგ, შესაძლებელი გახდება 14 მლრდ დოლარის მოზიდვა:
16:37 / 17.09.2024
ისინი არიან ხელისუფლების წევრები და მუნიციპალური ფიგურები,
რომლებმაც
ისინი არიან ხელისუფლების წევრები და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც
19:23 / 16.09.2024
საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულისა და ადვოკატის თანდასწრებით
ჩატარდა.
საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულისა და ადვოკატის თანდასწრებით ჩატარდა.
18:38 / 16.09.2024
,,პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყევეტელი
ამომრჩეველი და რომელსაც
,,პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყევეტელი ამომრჩეველი და რომელსაც
17:33 / 16.09.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.