რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
,,მხარდაჭერას ვუცხადებთ გაფიცულ სტუდენტებს'' - გსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადება
გორის უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის უმაღლეს სასწავლებლებში გაფიცვა გამოაცხადეს.

რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტებმა გაფიცვა 13 მაისიდან დაიწყეს. გორის უნივერსიტეტი კი სწავლას 20 მაისიდან იწყებს, ამიტომ გორელი ახალგაზრდები ამ ეტაპზე განცხადებით შემოიფარგლნენ. ნაწილი კი დედაქალაქში მიმდინარე აქციებს ინდივიდუალურად უერთდება.

განცხადებაში ვკითხულობთ:

,,პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გვერდში დგომასა და მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.

ჩვენ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, კარგად ვიაზრებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას და იმას, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპის დიდი ოჯახის წევრობა, ამიტომ არ ვემხრობით არაფერს,რაც ხელს შეგვიშლის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, კარგად ვიაზრებთ იმას, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად დგომაა, ამიტომ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გვერდით და ვგმობთ ყველაფერს რაც გვაკავშირებს რუსეთთან.

ვგმობთ ყველანაირი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ… ყოველდღიურად ვხედავთ როგორ უსწორდებიან სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, ზრდასრულებსა და მოხუცებს ფიზიკურად და არ ვაპირებთ ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნოთ თვალი.

კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და არავის მივცემთ უფლებას გადაუხვიოს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალებს.

აღვნიშნავთ, რომ ზემოთ ნახსენები პოზიცია არ გამოხატავს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის თვითმმართველობის პოზიციას, ჩვენ განცხადებას ვაკეთებთ არა უნივერსიტეტის, არამედ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის სახელით.

არა რუსულ კანონს!

არა ძალადობას!

ხელმოწერების შეგროვება გრძელდება მითითებულ ბმულზე
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.