რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
7 წელი მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც დაბა აგარაში ქვეითს მანქანით დაეჯახა
7 წელი მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში მანქანით ქვეითს დაეჯახა. ქვეითი ადგილზე დაიღუპა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ხაშურის სასამართლოს მიერ 2023 წლის 21 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული მამაკაცი ავტომანქანას LEXUS CT 200 M-ს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა.

ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი სამივე ინსტანციის სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქვეითს დაეჯახა არა გზის გვერდულ ნაწილზე, არამედ გზის სავალ ნაწილზე.

ადვოკატის განცხადებით: - ,,განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო, ვინაიდან სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ბ. ბ–ს მიერ ბრალად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა; განაჩენი ემყარება: მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და სქემას, რომლის მიხედვით, შეჯახების სავარაუდო ადგილად არასწორადაა მიჩნეული საავტომობილო გზის გვერდული, აგრეთვე – ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, მაგრამ აღნიშნული დასკვნაც ეყრდნობა გამომძიებლის მიერ არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; სინამდვილეში შეჯახება მოხდა არა საავტომობილო გზის გვერდულზე, არამედ გზის სავალ ზოლში, რასაც სრულად ადასტურებს დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 6 ივნისის დასკვნა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი პოზიცია და დაეყრდნო პროკურორის ინფორმაციას. პროკურორის განცხადებით:

,,ძველ საავტომობილო მაგისტრალზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა ,,LEXUS CT 200 M-ს“ მართავდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბ. ბ–ი. დაბა აგარასთან, დაახლოებით 21:20 საათზე, მძღოლმა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი და ხელის შემშლელი გარემოებების არსებობის გარეშე, თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით დაეჯახა მისი სამოძრაო ზოლის მხარის გვერდულაზე, თანმხვედრი მიმართულებით ქვეითად მოძრავ ს. ჩ–ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.'' - აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო განმარტავს:

,,სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატის პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული სქემატური ნახაზით, ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ბ. ბ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.'' - აღნიშნავს სასამართლო.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.