რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის რესურსცენტრს ახალი უფროსი ეყოლება - მოქმედ ხელმძღვანელთან სამინისტრო ურთიერთობას წყვეტს
გორის რესურსცენტრს ახალი უფროსი ეყოლება. გამოცხადებულ კონკურსში ნანა ტერმაკოზაშვილის კანდიდატურაზე განათლების სამინისტრომ უარი თქვა.

ის 2018 წლიდან დღემდე რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა. განათლების სამინისტროს კომისიამ დღეს ოფიციალურად აცნობა, რომ ყურადღება მასზე არ შეაჩერეს.

თუ ვისზე შეაჩერა ყურადღება კომისიამ, ამ ეტაპზე, უცნობია, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ ,,ყურადღება შეაჩერა'' გორის მეორე სკოლის დირექტორის, გია ბერძნიშვილის კანდიდატურაზე.

კომისიის გადაწყვეტილება ნანა ტერმაკოზაშვილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

,,არ მეყო ექვსწლიანი გამოცდილება, რესურსცენტრის უფროსის უფლება-მოვალეობებსა და სკოლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე დასმულ კითხვებზე რომ კომისიის მოსაწონი პასუხები გამეცა'' - წერს გარკვეული ირონიით ნანა ტერმაკოზაშვილი.

იგი ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, პარლამენტის მიერ რუსული კანონის დაინიცირების შემდეგ, აქტიურად აქვეყნებდა პოსტებს ევროპული მომავლის აუცილებლობაზე:

,,ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი ამ შედეგისთვის, ამიტომ კარგად ვარ. კიდევ უფრო კარგად ვიქნები. გავიხსენებ ხოლმე ექვსი წლის ამბებს შიგადაშიგ, ჯერჯერობით მაინც ბევრი დრო მექნება. მე გავაკეთე, როგორც შემეძლო და როგორც სწორად ვთვლიდი სახელმწიფოსთვის, დაე სხვამ უკეთესად გააკეთოს! მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც სამსახურებრივი ურთიერთობა მქონდა ამ ექვსი წლის განმავლობაში მადლობა გორის რესურსცენტრის გუნდს მუდმივი მხარში დგომისთვის მადლობა სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, რომლებიც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებიან მადლობა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაც უდიდესი როლი აქვთ შესრულებული ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მიმართულებით. უდიდესი გამოცდილების წლები იყო... ბევრი ვისწავლე, მათ შორის - საკუთარ შეცდომებზეც'' - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

თავის წერილს ნანა ტერმაკოზაშვილი ასრულებს შემდეგი სიტყვებით: ,,სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლის სამსახურში''
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სწორედ ეს მონაკვეთი პრობლემურად ფუნქციონირებს, ვერ უზრუნველყოფს
სათანადო გამტარუნარიანობას და პერიოდულად იწვევს საკანალიზაციო
ქსელის შეტბორვას.
სწორედ ეს მონაკვეთი პრობლემურად ფუნქციონირებს, ვერ უზრუნველყოფს სათანადო გამტარუნარიანობას და პერიოდულად იწვევს საკანალიზაციო ქსელის შეტბორვას.
19:41 / 23.08.2026
ის სოფელ შინდისში დაჭრილების გამოყვანის დროს სნაიპერის ტყვიამ
იმსხვერპლა.
ის სოფელ შინდისში დაჭრილების გამოყვანის დროს სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
17:57 / 23.08.2026
წყლის მიწოდება ხვალ, 24 აგვისტოს, 08:00 საათიდან ეტაპობრივად
აღდგება.
წყლის მიწოდება ხვალ, 24 აგვისტოს, 08:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
15:34 / 23.08.2026
ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა, კალაპოტი წყლით 2 დღის
შემდეგ შეივსო.
ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა, კალაპოტი წყლით 2 დღის შემდეგ შეივსო.
15:21 / 23.08.2026
სამუშაოების დასრულებისა და ქსელის შესაბამისი პროცედურების ჩატარების
შემდეგ, წყალმომარაგება ხვალ, 24 აგვისტოს, დილის 08:00 საათიდან
ეტაპობრივად აღდგება.
სამუშაოების დასრულებისა და ქსელის შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, წყალმომარაგება ხვალ, 24 აგვისტოს, დილის 08:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
13:38 / 23.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.