რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
Shape your future: ადგილი, სადაც ევროკავშირის შესაძლებლობებს, მხარდაჭერასა და ინსპირაციას იპოვი

შეუერთდი  ევროკავშირის მისიას, რომლის მიზანიცაა, გაგაცნოს შესაძლებლობები შენი პოტენციალის სრულად გამოსავლენად!  #ShapeYourFuture (შექმენი შენი მომავალი) კამპანიის თანმხლებლად, პროგრამამ, EU NEIGHBOURS east, შექმნა სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც თავმოყრილია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები, მხარდაჭერა და ინსპირაცია ევროკავშირისგან.

თუ ხარ სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, ახალგაზრდული მუშაკი, მოხალისე ან აქტივისტი, ტრენინგს გადიხარ ან სამუშაოს ეძებ — ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობები აქვს.

ასე რომ, თუ გსურს განათლების ან გამოცდილების მიღება, ტრენინგის გავლა ან მოგზაურობა, ევროკავშირს საშენო შესაძლებლობები მოეპოვება, რომლებიც ყოველკვირეულად ახლდება. ეს შეიძლება იყოს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი სტუდენტური გაცვლები თუ ახალგაზრდული აქტივობები, საზღვარგარეთ მოხალისეობა თუ ბიზნესტრენინგი, სამუშაო უნარების გამომუშავება თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შებიჯება.

მეტის გასაგებად ეწვიე Shape Your Future გვერდს. აქ დაგხვდება ბმულები, რომლებიც გადაგიყვანს ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე, უნარების განვითარების შესახებ რჩევებზე და საქართველოში Erasmus+ პროგრამის მუშაობის დეტალებზე. ასევე, შეგიძლია, გადახვიდე შესაძლებლობების გვერდზე და გაეცნო უახლეს ცნობებს გაცვლებზე, სამუშაო ადგილებზე, ტრენინგებზე, გრანტებსა და სხვა შეთავაზებებზე. ხოლო თუ EU NEIGHBOURS east დაიჯესტის გამომწერი გახდები, უახლეს შესაძლებლობებზე ცნობებს ელექტრონული ფოსტით მიიღებ.

შესაძლებლობების გვერდი Shape Your Future კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც 12 ინფლუენსერი აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან 16-22 ივნისს რიგასა და პრაღაში იმოგზაურებს. ევროკავშირის ქვეყნების მონახულების პარალელურად ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ევროკავშირის მხარდაჭერასა და შესაძლებლობებსაც გააცნობენ.

მოგზაურობის განმავლობაში ინფლუენსერები ჩაერთვებიან ვარსკვლავურ მისიაში — აღმოაჩენენ ევროკავშირის ფარულ საოცრებებს და გადახდენილ თავგადასავლებს თავიანთი  გამომწერებისთვის აღბეჭდავენ.

Shape Your Future გვერდი

Shape Your Future კამპანია

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.