რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სახალხო დამცველმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები გორაკა და საკორინთლო მოინახულა
2024 წლის 7 აგვისტოს, ომიდან 16 წლისთავზე საქართველოს სახალხო
დამცველმა ლევან იოსელიანმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები
გორაკა და საკორინთლო მოინახულა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და
მათი პრობლემები მოისმინა.
"სამწუხაროდ 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რაც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი.
დამანგრეველი ბევრი თვალსაზრისით. დაწყებული უსაფრთხოებიდან დასრულებული მათი დევნილობით და ამ ყველაფერს საბოლოოდ ართულებს ის გარემოება, რომ პერიოდულად ჩვენ ვხედავთ ისეთ მოვლენებს, სიტუაციის ისეთ გამწვავებებს, როგორიც ვნახეთ კირბალში, სამწუხარო ფაქტი, როდესაც თამაზ გინტური იქნა მოკლული. "-განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
სოფლის მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სარწყავი წყლის არ არსებობას ასახელებს, ასევე მიწების დასამუშავებლად სპეციალურ ტექნიკას ითხოვენ. ახალგაზრდობას არ აქვს სტადიონი, მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის კულტურის სახლი ან რაიმე ტიპის შეკრების ადგილი მოსახლეობისთვის. ასევე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო სერვისებზე ინფორმირებულობის ნაკლებობა.
სახალხო დამცველი აგრძელებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მონიტორინგს და ხელისუფლებასთან იმ საკითხების ადვოკატირებას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

ამავე კატეგორიაში
,,დიდი ხანია ვფიქრობ, რა ფორმით დამეწერა, როგორ გამომეხატა ის
განცდა,
,,როგორც ჩანს, უნდათ, რომ ხვალ დილამდე იყოს დაკავებული''
21 სექტემბერს ქარელში დაგეგმილია ,,ქარელის დღის'' აღნიშვნა:
დაგეგმილია განიხილოს შესაძლო ღონისძიებები ტირიფონის არხიდან
ორჭოსანის დასახლების
მინდა აღვნიშნო, რომ ქართულმა მხარემ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები
და მოსახლეობის
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი.
ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს
წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები,
სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები