რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის სათბურს, რომელსაც რუსეთის მოქალაქე მართავდა, გადასახადები აპატიეს
გორის სასათბურე მეურნეობას, რომელიც სოფელ ბერბუკისა და სვენეთის
სიახლოვეს მდებარეობს, ეკონომიკის სამინისტრო 86 376 ლარს
ედავება.
აღნიშნულ თანხას კომპანია არ ეთანხმება და აცხადებს, რომ გაზის საფასურის გაზრდის გამო, ასევე, ახალი ტექნოლოგიების საჭიროების გამო, გადასახადების გადახდას დროულად ვერ ახდენდა.
სასამართლომ გაითვალისწინა კომპანიის მიერ დასახელებული მიზეზები და სათბურს 10-ჯერ ნაკლები თანხის გადახდა დააკისრა, რაც 8 637 ლარს შეადგენს. ამ თანხას გადაიხდის სათბურის ამჟამინდელი მფლობელი.
რა ხდებოდა სათბურში?
სათბური 2015 წლიდან იჯარით 10 წლის ვადით აღებული ჰქონდა სააქციო საზოგადოება ,,სტიმორ ასოსიატეს წარმომადგენლობას'' საქართველოში. დირექტორი რუსეთის მოქალაქე იანინა მაშკოვაა.
აღნიშნული კომპანია დაფუძნებულია ვირჯინიის კუნძულებზე. იანინა მაშკოვას თანაშემწემ გვითხრა, რომ ამჟამად რა პროცესები მიმდინარეობს სათბურში, მისთვის უცნობია. 2015 წლიდან 2023 წლამდე კომპანიას რუსეთის მოქალაქის კომპანია მართავდა. 2023 წლიდან კი სათბურს ქართული კომპანია ,,აგროსისტემა'' ხელმძღვანელობს. ,,აგროსისტემა'' სოფელ ნიქოზშია დაფუძნებული.
დავა სასამართლოში განიხილეს. სასათბურე მეურნეობამ მოითხოვა პირგასამტეხელოს შემცირება.
,,მოიჯარეს სარგებლობაში გადაეცა სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული სასათბურე მეურნეობა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი, ყოველწლიურ საიჯარო ქირად - 123 000 ლარი. მოიჯარე საიჯარო ქირას იხდიდა არაჯეროვნად (2017 წლის 29 მაისს გადაიხადა 123 000 ლარი, 2019 წლის 31 მაისს – 246 000 ლარი, 2020 წლის 4 თებერვალს – 123 000 ლარი), თანხა არ არის გადახდილი პანდემიის პერიოდში. რის გამოც, ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს დაეკისრა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს საერთო თანხა შეადგენდა 86 376.47 ლარს'' - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.
კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იჯარის ხელშეკრულების პირობები სრულად შეასრულა. ფულადი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო მხარისაგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებით, რის შესახებაც სახელშეკრულებო ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში ინფორმირებული იყო მეიჯარე - ეკონომიკის სამინისტრო. სათბურმა არაერთხელ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნით.
,,კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად ხელშეკრულების მხარეს შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს.'' - აღნიშნა სასათბურე მეურნეობის იურისტმა შესაგებელში.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას ასრულებდა პერიოდული ვადაგადაცილებით, თუმცა ასევე დადგენილია, რომ საბოლოოდ მოიჯარეს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ კომპანიას იჯარის სარგებლობისას შეექმნა გარკვეული სირთულეები, კერძოდ, ბუნებრივი აირის ფასის რამდენჯერმე გაზრდის შედეგად, წარმოიშვა გაუთვალისწინებელი ხარჯი სათბურების სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, და, შესაბამისად, კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები, რამაც საბოლოოდ გამოიწვია საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებების არაჯეროვანი, კერძოდ ვადის გადაცილებით, შესრულება.
,,გათბობის სისტემის ზოგადი ტექნოლოგიური პრინციპი იწვევს ბუნებრივი გაზის გადამეტებულ მოხმარებას, რაც საგრძნობლად აძვირებს წარმოების ხარჯს. აღნიშნული ნეგატიურ გავლენას ახდენს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და მის გადახდისუნარიანობაზე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. საჭიროა გათბობის სისტემის გადაკეთება/განახლება, რაც გულისხმობს კომპანიის მხრიდან დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. აუცილებელია სათბურების განახლება, რაც ასევე დამატებით ინვესტიციას საჭიროებს.'' - აღნიშნულია სასათბურე მეურნეობის შესაგებელში.
,,საქმეში წარმოდგენილია ასევე მოიჯარის წერილი მეიჯარის მიმართ, სადაც აღწერილია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამომწვევი მიზეზები. აღსანიშნავია, რომ აპელანტ მხარეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები არ უარუყვია. სასამართლომ მიიჩნია, რომ საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილებას, სწორედ, სათბურების გათბობის სისტემასთან დაკავშირებით წარმოშობილი გაუთვალისწინებული ხარჯები განაპირობებდა. პალატამ აქვე დასძინა, რომ ხსენებული გარემოებები, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს მოიჯარის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს, თუმცა სასამართლოს მხრიდან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის დადგენისას.'' - ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 86 376.47 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება შეუსაბამოა. ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილებითმ სათბურს ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 10-ჯერ ნაკლები ოდენობის თანხა - 8 637.64 ლარის გადახდა.
რედაქციისგან: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში თანდართულ ფოტოზე მითითებული იყო სხვა სათბურის ფოტო, რისთვისაც მკითხველს და სათბურის მფლობელს ვუხდით ბოდიშს.

ამავე კატეგორიაში
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც
გამოეხმაურა,
როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელი, ირმა
ამბარდნიშვილი აცხადებს,
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი.
ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს
წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები,
სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები