რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
მითები და სტერეოტიპები ელექტრონული არჩევნების შესახებ
რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან საარჩევნო სიახლეებზე, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და  სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე ორდღიანი სემინარი გაიმართა. აღნიშნული შეხვედრები, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარეც ესწრებოდა, იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩატარდა, რომელსაც ხელისუფლება კანონის მიღების შემდეგ, "უცხოური გავლენის" ორგანიზაციებად გამოაცხადებს.

მედიის წარმომადგენლები, USAID-სა  და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, გაეცნენ ელექტრონული არჩევნების ჩატარების წესს.

,,მაგალითად, მოქალაქემ ხმა უკვე მისცა. ახლა, დავუშვათ, შეთანხმდნენ კომისიის წევრები, დამკვირვებლები და სხვები, რომ ეს ადამიანი ისევ ,,შემოაპარონ'' უბანზე. ნახეთ, რას იზამს აპარატი?'', - სემინარს თავად ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაუძღვა.

მან ჟურნალისტებს დეტალურად აუხსნა რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე ხელმეორედ შეეცდება ხმის მიცემას. მან ასევე ისაუბრა მედიის და ცესკოს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.

„რაც არ უნდა სიკეთის მომტანი იყოს კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალება, რა თქმა უნდა, წყალში იქნება გადაყრილი ყველა ის უპირატესობა და სიკეთე, რომელიც მას მოაქვს თუ ამომრჩეველი და საზოგადოება არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე თუ როგორი იქნება მათი უფლებები, თუ რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს ამ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას.შესაბამისად, მედიას ამ ნაწილში განსაკუთრებული როლი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ მოხდეს საზოგადოების, ამომრჩევლების და ზოგადად, ჩართული მხარეების სწორი ინფორმირება. ნებისმიერ ნოვაციას, განსაკუთრებით თუ ეს ეხება საარჩევნო საკითხს და ზოგადად ტექნოლოგიებს, ცხადია ეს ყველაფერი წარმოშობს მითებს, სტერეოტიპებს. ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის და მედიის თანამშრომლობა, პარტნიორობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.



შეხვედრის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლები საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების, კერძოდ ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების მუშაობას გაეცნენ, ასევე მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაშიც.

„ახალ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი მითი არსებობს მოსახლეობაში. მაგალითად, ის, ომ უფრო იოლია ამომრჩევლის იდენტიფიცირება ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით და რომ ეს ახალი ტექნოლოგიები ნამდვილად არ გამორიცხავს გაყალბებას. სემინარის წყალობით ბევრი ინფორმაცია მივიღეთ. ჩვენ, ჟურნალისტებს გაგვიქარწყლდა მეტნაკლებად ამ მითების არსებობა", - ამბობს დედოფლისწყაროს გაზეთი "შირაქის" ჟურნალისტი ინგა შიოლაშვილი.

შეხვედრის მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში და ა.შ
„ელექტრონული არჩევნები, ახალ ეტაპე გადაგვიყვანსო, გაყალბებას შეამცირებსო - გვესმის ასეთი მოსაზრებები, თუმცა იმის ფონზე რომ ეს პირველად ხდება ჩვენს ქვეყანაში და ასევე ვიცნობთ ჩვენს მენტალიტეტს, რომ რაც არ უნდა დაცული ვიყოთ კონკრეტულ მომენტში ადამიანები ყოველთვის იპოვიან ბერკეტს, რომ მათ სასარგებლოდ შემოატრიალონ სიტუაცია, ვფიქრობ, რომ პირველად ამ სისტემაზე გადასვლას რაღაც შანსი უნდა მივცეთ და უნდა გამოვცხადდეთ საარჩევნო უბნებზე", - განაცხადა "მეგა ტვ"-ს ჟურნალისტმა ნანა თევდორაძემ.

მედიასთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით გაიმართა. მასში მონაწილეობა რეგიონული მედიის 25-მა წარმომადგენელმა მიიღო.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს მოვიდა,
15:42 / 07.10.2024
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024 წლის აგვისტომდე
15:24 / 07.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა მანევრისას
15:20 / 06.10.2024
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც
გამოეხმაურა,
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც გამოეხმაურა,
14:01 / 06.10.2024
როგორც
როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელი, ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს,
12:20 / 05.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.